ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ლეგენდარული NOKIA იყიდება… სტივენ ელოპის ღია წერილი და შედეგები

null

ამიერიდან Microsoft-ი არამხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის, არამედ დევაისების მწარმოებელიცაა.

Nokia-ს ქვედანაყოფის შეძენის შესახებ განცხადების შემდეგ გავიდა 8 თვე, და როგორც იქნა Microsoft-მა საბოლოოდ დაასრულა Nokia Devices and Services ქვედანაყოფის შეძენის პროცედურები. Microsoft-მა გადაიხადა 3,79 მილიარდი ევრო სატელეფონო ბიზნესში და 1,65 მილიარდი ევრო საპატენტო პორტფოლიოში. გაგრძელებაში ნახეთ სტივენ ელოპის ღია წერილი  და მოსალოდნელი შედეგები…

საერთო ჯამში, სატია ნადელას კომპანიას Nokia-ს შეძენა 5,44 მილიარდ ევროდ ან 7,2 მილიარდ ა.შ.შ დოლარად დაუჯდა. საინტერესოა, რომ 2011 წელს, Microsoft-მა სკაიპი 8.5 მილიარდ დოლარად შეიძინა. ამიერიდან, Microsoft-ი აკონტროლებს 90%-ზე მეტ Windows Phone-სმარტფონს მსოფლიოში. Microsoft-ის კონტროლის ქვეშ გადავიდა ასევე Nokia Asha, Nokia X და ჩვეულებრივი ტელეფონების ქვედანაყოფები. დღეიდან, Microsoft-ი პასუხს აგებს 200 მილიონ Nokia-ს მოწყობილობაზე წელიწადში და ფინური კომპანიის  32 000 თანამშრომელზე.

Nokia-ს ქვედანაყოფის შეძენა ავტომატურად გულისხმობს შვილობილი კომპანიის- Microsoft Mobile-ის დაფუძნებას, რომელიც იქნება დაკავებული Nokia-ს მოწყობილობების შემუშავებით. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა, ზუსტად ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ კორპორაციას სურს Microsoft Mobile-თან დისტანციის დაჭერა.

Microsoft-ი იღებს სრულ კონტროლს Nokia.com-ზე და Nokia-ს ყველა ექაუნთზე სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება Nokia-ს ბრენდს და კომპანიას, როგორც ასეთს, ის გააგრძელებს არსებობას, თუმცა გაცილებით მცირე მაშტაბებით. Nokia კვლავ იმუშავებს საკუთარ ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, HERE-ის ქვედანაყოფზე  (Microsoft-ი ლიცენზირებისთვის დამატებით გადაუხდის კომპანიას) და Advanced Technologies-ზე.

რა მოუვა “Nokia”-ს სმარტფონს?
ბრენდი ფინელების განკარგულებაში რჩება. Microsoft-ი ბრენდ “Nokia”-ს გამოიყენებს მხოლოდ იაფფასიან ტელეფონებზე (რომლებიც S40-ზე მუშაობენ), რაც შეეხება Asha და Lumia-მოწყობილობებს, ისინი გამოვლენ Microsoft-ის მარკირებით. ესეც კომპანიის გადაწყვეტილება… Nokia საკუთარ ბრენდს ვერ გამოიყენებს სმარტფონებში 2016 წლამდე, ხოლო Microsoft-ს მისი გამოყენების 10-წლიანი უფლება აქვს.

გასულ წელს Nokia-მ გამოუშვა 250 მილიონაზე მეტი მოწყობილობა, სადაც 30 მილიონი Windows Phone-ზე მომუშავე სმარტფონებია. ამ 250 მილიონში შედის Lumia, Asha, X და ჩვეულებრივი ტელეფონების სერიის სმარტფონები. Microsoft-მა ახლა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს Asha-ს და X-ის განვითარებას (ბოლოს ბედი ყველაზე საინტერესოა). Microsoft-ი ამ შესყიდვით მეორე ადგილს იკავებს მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რითაც პირველობას მხოლოდ Samsung-ს უთმობს.

რა დაერქმევა მომავალ მოწყობილობებს? Microsoft-მა სამწუხაროდ ამ კითხვას პასუხი ჯერაც არ გასცა. სტივენ ელოპი გადადის Microsoft-ში და ხდება Xbox, Surface და Lumia-ს ქვედანაყოფების ხელმძღვანელი. ამჟამად Nokia-მ წარმოადგინა მხოლოდ 1 პლანშეტი WindowsRT-ზე და საინტერესოა რა მოუვა Lumia-ს მოწყობილობების დიზაინს… გაგრძელება თუ არა Nokia-ს სტილი, ან გადაიხრება თუ არა ყველაფერი Surface-ის სტილისკენ, ამას დრო გვიჩვენებს.

რაც შეეხება ინდოეთში მდებარე Nokia-ს უმსხვილეს ქარხანას, ის იხურება, კომპანიამ უარი განაცხადა გადასახადის გადახდაზე რითაც სამუშაოს გარეშე 8000 ადამიანი დატოვა.

ფინელების სიამაყე უკვე ამერიკული ოცნებაა…

ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სტივენ ელოპი, უკვე ახალი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რანგში ღია წერილს ავრცელებს:

დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ კომპანია Microsoft-ის მიერ Nokia Devices and Services ბიზნეს-ქვედანაყოფის შეძენის პროცედურა, მარეგულირებელი ორგანოებისა და კომპანია Nokia-ს აქციონერების თანხმობის შემდეგ, დასრულებულია.

ნახევარი წლის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია Microsoft-ის და Nokia-ს საუკეთესო ქვედანაყოფების გაერთიანების გეგმების შესახებ. დღეს ჩვენთვის, Nokia Devices and Services გუნდის წევრებისთვის შესანიშნავი დღეა, ჩვენ ხომ ვუერთდებით Microsoft-ის ოჯახს და ვაკეთებთ ჩვენს პირველ, და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ ხანგრძლივ მოგზაურობაში.

ერთის მხრივ, ძალიან გვაღელვებს აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს. დაწყებული Microsoft-ის ადრეული ამოცანით, დააყენოს კომპიუტერი ყველა სახლში, ყველა სამუშაო მაგიდაზე, და დასრულებული Nokia-ს ხედვით, რომელიც ითვალისწინებს მობილური მოწყობილობების მეშვეობით მილიარდობით ადამიანის ინტერნეტთან დაკავშირებას, ჩვენ მივეცით ახალი შესაძლებლობები რამდენიმე თაობას. თუმცა, ამას ჩვენ ვერ შევძლებდით, თუ არ გვეყოლებოდნენ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

თქვენმა მხარდაჭერამ Nokia Lumia-ს სმარტფონების განვითარებას სერიოზული იმპულსი მისცა, და დღეს, მათი პოპულარობა მხოლოდ იზრდება. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ყველა ჯილდომ, დადებითმა გამოხმაურებამ და ჩვენი გულშემატკივრების განმაცვიფრებელმა რეცენზიებმა დაამტკიცეს ის, რომ ჩვენი ტელეფონები და პლანშეტები პოპულარობის რეკორდებს ხსნიან.

ჩვენ ცალსახად გავაგრძელებთ ფუნქციონალური მოწყობილობების განვითარების მხარდაჭერას Asha-ს და Nokia X-ის სახით…

გსურთ მეტი წაიკითხოთ, მეტი სურათი გადაიღოთ, მეტს უყუროთ, მეტს უსმინოთ და მეტი უმუშაოთ- Nokia-ს მოწყობილობები ყოველთვის იყვნენ და დარჩებიან თქვენი მოგზაურობის საწყის წერტილად.

Microsoft-ის და Nokia Devices and Services გაერთიანების და მათ ერთ დიდ ოჯახად ჩამოყალიბების შედეგად, ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, ერთგულებასა და მიზანმიმართულობას იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ მხოლოდ ყველაზე საუკეთესო იმიდან, რის შესაძლებლობასაც იძლევიან ჩვენი ერთიანი ტექნოლოგიები.

ერთად ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ადამიანები და მივცეთ საშუალება მომხმარებლებს სამუშაოზე იგრძნონ ყველაფერი, რაც ამ სამყაროში მნიშვნელოვანი მობილური და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ნაწილად ითვლება.

დღეიდან, ჩვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ.

წყარო: mschannel.wordpress.com

თეგები

guroo

...

მსგავსი ამბები

Close
Close