გასართობიკრეატივიუცნაური

უბრალო ნივთების გასაოცარი სრულყოფილებანი

image

არსებობენ ნივთები, რომელთა ხელახლა გამოგონება საჭირო ნამდვილად არაა. ასეთია მაგალითად, ბორბალი, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ ნივთს, რომელთა შემდგომი დახვეწა არარეალურად გვეჩვენება, სრულყოფილს გახდის.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ასეთ ნამუშევარს.

ეს სამზარეულოს მაგიდა ზომაში 4-ჯერ იზრდება რამოდენიმე წამის განმავლობაში

image

Fletcher Capstan -ის მაგიდა ჩვეულებრივი 3 მეტრი დიამეტრის მაგიდიდან 10 მეტრი დიამეტრის გიგანტად გადაიქცევა და ამისათვის მხოლოდ მისი 180 გრადუსით მობრუნებაა საჭირო. ის 50 -70 ათას დოლარამდე ღირს.

ორიგამი-კარები

image

 

დიზაინერმა კლემენს ტორგერმა შექმნა უნიკალური კარი, რომელიც გვერდზე გაწევით იკეცება ორიგამის მსგავსად.

LiguiGlide-ის საშუალებით სითხის ნარჩენები ბოთლიდან თავისუფლად გამოიდევნება

image

 

ყველა ჩვენგანმა იცის, რა არასასიამოვნოა ბოთლიდან კეტჩუპის ნარჩენების ჩანგლით ან კოვზით გამოფხეკა. სპეციალური სითხე, რომელიც საკვები კომპონენტებისგანაა დამზადებული, საშუალებას მოგცემთ თქვენი საყვარელი კეტჩუპი პირწმინდად გადამოასხათ ბოთლიდან.

 

უჩინმაჩინის ქუდი

image

 

The Hövding-ანუ უჩინმაჩინის ქუდი გამოიგონა ლუნდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა. ის წააგავს კაპიუშონს, რომელიც შეჯახების, დაცემის ან ავარიის დროს იშლება, გადაიქცევა უსაფრთხოების ბალიშად და თავს იცავს დაზიანებისაგან. ასეთი კაპიუშონი საკმაოდ კარგი ფული-დაახლოებით 300 ევრო ღირს.

 

Wi-Fi -ის ფერადი ნათურები

 

image

 

ამ პროექტმა Kickstarter-ზე დაახლოებით 10 მილიონი დოლარი შეაგროვა. ნათურა კონტროლდება სმარტფონის საშუალებით, იცვლება რა განათების ფერი. მისი მუშაობის ვადაა 25 წელი და ეს სიახლე 99 დოლარი ღირს.

“განახლებადი” სანთელი

image

 

Rekindle Candle-ის სანთლებში პარაფინი გროვდება სპეციალურ სათავსოში, სადაც ის ცივდება. სანთლის დაწვის შემდეგ საკმარისია ის მხოლოდ გადავატრიალოთ მეორე მხარეს და სრულიად ახალი სანთელი გვექნება. პროდუქტი მალე გამოჩნდება ბაზარზე.

ავტომობილის გასაბერი სავარძელი

image

ეს სავარძელი, რომელიც კოპმანია Volvo-მ შექმნა, იბერება და იფუშება 40 წამში. დაფუშულ მდგომარეობაში მისი მოთავსება შესაძლებელია ჩვეულებრივ ზურგჩანთაში და ის ძალიან მოსახერხებელი ნივთია მოგზაურობის დროს.

 

უნიკალური ეკონომიური სანათი

image

პროექტმა SnapRays 470 ათასი დოლარი დააგროვა Kickstarter-ზე. ის წარმოადგენს პლასტიკატის პანელს, რომელშიც გაერთიანებულია ჩამრთველი და სანათი ერთად.

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close