ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

დედამ პირმშო 13 წელი გალიაში გამოკეტა, მეზობლების უსაფრთხოების გამო

ხანშიშესულმა ჩინელმა ქალბატონმა თავისი მკვიდრი შვილი 13 წელიწადი გალიაში გამოკეტა, რადგან მისმა ერთადერთმა შვილმა 13 წლის ბავშვზე იძალადა, შემდეგ კი სასტიკად აწამა და ბოლოს დანის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მოკლა.
42 წლის მოძალადე ვუი იუანხოგმა 2001 ჩაიდინა ზემოხსენებული მძიმე დანაშაული.
როცა დამნაშავემ დანაშაული ჩაიდინა, სამართალდამცავებმა ის დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არ ქონის გამო მალევე მისი გათავისუფლება მოუწიათ. დეტექტივებისა და გარდაცვლილი გოგონას მშობლების ძალისხმევის მიუხედავად დანაშაულში იუნხოგის ბრალეულობა ვერ დაამტკიცეს, თუმცა დედა რა დედაა, რომ ვერ გამოიცნოს საკუთარი ნაწილის, საკუთარი შვილში ამგვარი ცვლილებები, რაც მკვლელობის შედეგად ადამიანი განიცდის.

როცა მისმა დედამ ეს ამბავი შეიტყო, რომ პოლიცია უძლური იყო და მისი შვილი კვლავ თავისუფალი იქნებოდა, მაშინვე ზომებს მიმართა და საკუთარი პირმშო გალიაში გამოკეტა. მან ბორკილები დაადო საკუთარ შვილს და მართლმსაჯულების აღსრულება საკუთარი ძალებით განიძრახა.
დედამ იმისათვის, რომ მეზობლებს თავი მშვიდად ეგრძნოთ მან საკუთარი შვილი გალიაში სამუდამოდ ჩასასმელად გაიმეტა. სხვისი შვილების უსაფრთხოების გამო დედამ საკუთარ შვილზე თქვა უარი.


ეს ფაქტი სამართალდამცავებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში უცობი გახლდათ, თუმცა აგერ უკვე რამდენიმე თვეა რაც შეიტყვეს ამგვარი ფაქტის შესახებ და ზომებს მიმართეს.
გაათავისუფლეს “დაზარალებული” იუანხოგი და მის დედას კი ადამიანის მიმართ სასტიკი დანაშაულის ჩადენის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.


ასე განხორციელდა მართლმსაჯულება ერთ-ერთ მოქმედ სოციალისტურ ქვეყანაში, სადაც დღესაც მოქმედებს ავანტიურისტების მიერ შემუშავებული ქვეყნის მართვის მეთოდები.

 

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close