TECH & მეცნიერებაგართობა

როგორ გამოიყურებოდნენ თავიანთ პირველ როლში Hollywood-ის ვარსკვლავები.

image

სამსახიობო კარიერაში ჩართული, ბევრი დასავლური თანამედროვე ვარსკვლავი გამოიყურება სულ ერთფეროვნად, მხოლოდ შეცვლილ იმიჯს თუ არ ჩავთვლით. ბევრმა მათგანმა კი კინომატოგრაფიაში ადგილი ჯერ ისევ სიყრმეშივე დაიმკვიდრა, რომელთა როლები დღეს ბევრ თქვენგანს არც კი ახსოვს, ან გახსოვთ, თუმცა წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ ეს მათი პირველი როლი იყო და საყვარელი მოზარდები დღეს უკვე საკმაოდ სექსუალური მსახიობები არიან.

 

მაშ გთავაზობთ ცნობილ ვარსკვლავებს, რომელთაც პირველი როლი სიყრმეში შეასრულეს.

 

1. Drew Barrymore. “ჩარლის ერთ-ერთი ანგელოზი” დრიუ არც ისეთი კრიმინალი არ არის სინამდვილეში, უბრალოდ ის მსახიობთა კლანის ოჯახიდანაა, მისი პაპა- ჯონ ბერიმორი ცნობილი მსახიობია, რომელსაც 67 კინო როლი ეკუთვნის. დრიუ პირველად ეკრანზე 5 წლის ასაკში გამოჩნდა ფილმით Altered (ცვლილება), სადაც ეპიზოდური როლი ერგო, ხოლო 1 წლის შემდეგ კი იგი ფილმში “უცხოპლანეტელი” მთავარ როლს თამაშობს. მაშასადამე იგი ერთ-ერთ მსახიობთაგანია, რომელიც ეკრანებზე 1980 წელს გამოჩნდა.
imageimage

image

2. Leonardo DiCaprio. დღეს, თითოეული ფილმი, სადაც ლეო მონაწილეობს, თვით კრიტიკოსების მიერ ჰიტად იქცევა ხოლმე, სწორედ ასე იყო დასაბამიდან ანუ მისი ეკრანებზე გამოჩენის დღიდან. პირველად ლეო ეკრანებზე 2, 5 წლის გამოჩნდა, თუმცა ეს იყო მაშინ, როდესაც მამამ საბავშვო გადაცემაში მიიყვანა, ხოლო 10 წლის ასაკში ლეომ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება გამხდარიყო მსახიობი. მისი პირველი როლი იყო სერიალ “სანტა-ბარბარაში”. 1991 წელს კი მას ერგო როლი ფილმში Critters-3 (მხეცები), თუმცა ეს დებიუტი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. მხოლოდ 2 წლის შემდეგ, ფილმით “რა აწუხებს გილბერტ გრეიფს” (სადაც უდიდეს მსახიობებთან ჯონი დეპთან და ნატალი პორტმანთან ერთად თამაშობს) ლეო გახდა საკმაოდ წარმატებული მსახიობი.
image
imageimage

image

3. Lindsay Lohan. მსახიობმა პოპულარობა 3 წლის ასაკში დაიწყო, ოღონდ მოდის სამყაროში. ის ერთადერთი ჟღალ-თმიანი მოდელი ბავშვი იყო სამოდელო სააგენტო Ford-ში. თუმცა სარეკლამო როლიკებშიც ხშირად გადაუღიათ და მისი დებიუტი კინოს სამყაროში 11 წლის ასაკში, ფილმით “ხაფანგი მშობლებისთვის” შედგა. სადაც ის ტყუპი დების როლს განასახიერებს და გაყრილი მშობლების შესარიგებლად იბრძვის.

image
imageimage

image

4. Natalie Portman. ცნობილი ადამიანების ოჯახში დაბადებული ნატალი მთელი ბავშვობა ოცნებობდა მსახიობობაზე, რის გამოც 11 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოს მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა და ყველა ძალა იხმარა იმისათვის, რომ გამხდარიყო მსახიობი. სწორედ 13 წლის ასაკში ჩნდება ის პირველად ეკრანებზე ფილმით “ლეონი”, საიდანაც იგი მსოფლიომ გაიცნო.

image

image

image

 

image

5. Scarlett Johansson. წარმატებული მსახიობი ეკრანებზე 10 წლის ასაკში გამოჩნდა და დღეს ის უკვე უამრავი ფილმის როლს ფლობს. მისი პირველი კინო როლია ფილმში North (ნორტი), მას შემდეგ კი მალევე მიიღო მონაწილეობა ფილმებში Pilferer (ქურდბაცაცა), Just Cause(სამართლიანი გადაწყვეტილება).

image
imageimage

image

6. Kristen Stewart. კრისტენი ყველასათვის ცნობილი ფილმი “ბინდი”-ს წყალობით გახდა, თუმცა ამ ფილმამდე მას მონაწილეობა 16-მდე ფილმში აქვს მიღებული, რომელთაგან უმეტესს ჩვენამდე არც კი მოუღწევია. მისი დებიუტი კი 9 წლის ასაკში შედგა ფილმში son of a mermaid (ქალთევზას შვილი), ერთი წლის შემდეგ ითამაშა ასევე ფილმში The Safety of Objects (უსაფრთხოების ობიექტები), მაგრამ კრიტიკოსებმა და პუბლიკამ იგი მხოლოდ 2002 წელს, ფილმი Panic Room-ის (შიშის ოთახი) თრეილერიდან შეამჩნია, სადაც კრისტენი ჯოდი ფოსტერთან ერთად თამაშობს.

image

image

image

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button