გასართობიკრეატივისურათები

ყველაზე შთამბეჭდავი ოპტიკური ილუზიები

image

ოპტიკურ ილუზიებს უწოდებენ მხედველობითი აღქმის შეცდომებს, რომლებიც წარმოიშობა დასაკვირვებელი სურათის ან სახის არაზუსტი ან არაადეკვატური პროცესების დროს ან მოკლედ რომ ვთქვათ, არასწორი ხედვის დროს. ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ სურათების ნაკრები, რომლებსაც იოლად შეუძლია თქვენი მხედველობის მოტყუება.

 

სამკუთხედის ამოცანა

image

 

თქვენი აზრით, ეს სამკუთხედი ჰორიზონტალურადაა განლაგებული თუ ვერტიკალურად?

რომელი მიმართულებით მიდის მატარებელი?

image

 

საკმარისია გონებაში გაიფიქროთ, რომ მატარებელი მარჯვნიდან მარცხნივ მიდის, ან პირიქით, და თქვენი მხედველობა ამას მაშინვე დაფიქსირებს.

 

თქვენი თვალები ამ სურათის დიდხანს ყურებას ვერ გაუძლებს

image

 

მართლაც აგიჭრელდათ თვალები, არა?

ბრუნვითი ილუზია

image

 

კინეტიკური სკულპტურა გიქმნით იმის წარმოდგენას, რომ თავი მოძრაობს.

იპოვეთ გამოსასვლელი ლაბირინთიდან

image

 

რამდენი წამი მოანდომეთ მის პოვნას?

დამალული გედი

image

 

სიურეალისტური ჟანრის ორიგინალური სურათები უამრავ გამოცანას და საიდუმლოს შეიცავენ. აი, მაგალითად, ამ სურათზე მხატვარმა გედი დამალა. სცადეთ მისი პოვნა.

დროსპეს ეფექტი

image

დროსპეს ეფექტი-ეს არის ციკლური რეკურსული მოძრაობები.

არავის არ ენდოთ, საკუთარ თავსაც კი

image

თუ ამ სურათზე მოახდენთ მხედველობის კონცენტრირებას(არ დაახამხამოთ და არ ამოძრაოთ თვალები), მაშინ ის თვალსა და ხელს შუა გაქრება.

სამყარო-პალიტრაა, თქვენ კი მხატვარი ხართ

image

გახსენით პირველი სურათი და უყურეთ ცენტრში 30 წამი თვალის დაუხამხამებლად.

თვალის მოუშორებლად გადადით მეორე სურათზე.

image

 

ლამაზი ქალი

image

 

უყურეთ წითელ წერტილს გოგონას ცხვირზე 30 წამი, შემდეგ მზერა გადაიტანეთ კედელზე ან სხვა ერფეროვან ზედაპირზე და დაახამხამეთ თვალები. რას ხედავთ?

პეპელა

image

 

დაატრიალეთ მაუსის რგოლი ზევით-ქვევით ეფექტის გასაძლიერებლად.

 

თაროს ილუზია

image

 

ყვითელი ბურთულა ზედა თაროზე დევს, რამდენი ბურთულა დევს ქვედა თაროზე?

შავი წერტილები

image

დათვალეთ ამ სურათზე შავი წერტილების რაოდენობა.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close