გასართობიკრეატივიუცნაური

ნიკ სელავის ფოტოები – „მაუნა -ლოას“ და „კილაუეას“ ლავის შეერთება წყალთან

ეს ამაღელვებელი და გასაოცარი ფერები, რომლებსაც ბუნება გვაძლევს, მოდის დედამიწიდან, რომელიც ასევე საფრთხეცაა…
28 წლის ნიკ სელავი (Nick Selavi) პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს ვაშინგტონის შტატ ლეიქ-სტივენსში (Lake Stevens). კოლეჯში სწავლისას ნიკ სელავი დადიოდა ფოტოგრაფიის კურსებზე , რომელმაც შემგომში მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ცხოვრებაში ნიკს გააჩნდა თავისი მიზანი, საყვარელი საქმიანობა და კოლეჯის დამთავრებისთანავე ის გადავიდა ჰავაის ერთ-ერთ დიდ კუნძულზე, რომელსაც ქვია ჰავაი ( Island of Hawai’i) . ჰავაი ვულკანური კუნძულია და მდებარეობს ჰავაის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

კუნძულის მთელი ტერიტორია დაფარულია მნიშვნელოვანი და მოქმედი 5 ვულკანისგან, ხოლო კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი. აქ ყველაზე მაღალი წერტილია ვულკანი – „ მაუნა-კეა“ ( 4 205 მეტრი ზღვის დონიდან).
ჰავაის ხშირად „დიდ კუნძულს” უწოდებენ. ეს ტერიტორიები პირველად კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა. აქ ყველა კუნძული გამორჩეულია… ჰავაიზე შეგიძლიათ ნახოთ მოქმედი ვულკანები, ლავა, ტენიანი ტროპიკული ტყეები, ლამაზი სანაპიროები, შაქრის ლერწმის, ანანასის პლანტაციები და ადგილობრივი მოსახლეობის ფოლკლორული სანახაობები. ფოტოგრაფის თქმით :„ეს ნამდვილადა ტროპიკული სამოთხეა „…
მოგზაურები ასე აღწერენ ჰავაის კუნძულებს : “ეს არის ოქროს მედალი პლანეტის გულზე” და არც ტყუიან. სწორედ ამ სილამაზის გამოა, რომ ამ უნიკალურ ქვეყანას მიუხედავად მათი სიშორისა, უამრავი ტურისტი სტუმრობს.


ნიკ სელავიმ თავის მეგობარ სი ჯეი კეილთან (CJ Cale) ერთად თან ჰავაის აქტიური ვულკანების კუნძულებზე გაატარა რამდენიმე წელი . ფოტოგრაფს აქვს საკუთარი „ლავის“ გალერეა, სადაც წარმოდგენილია განსაცვიფრებელი ფოტოები.
აქ წარმოდგენილი ფოტოფრაფის სურათების სერიაში გამოხატულია საოცარი ბუნების ძალა – ლავის შეხვედრა წყალთან ჰავაის ნაპირებზე.
როგორც ვიცით , ლავა არის ცეცხლოვანი სილიკატური მდნარი, რომელიც ამოინთხევა დედამიწის ზედაპირზე ვულკანური ამოფრქვევების დროს, მარტივად რომ ვთქვათ : ლავა არის გამდნარი ქვა, რომელიც რომელიც ვულკანის ამოფრქვევისას ამოდის. მაგმისაგან განსხვავებით, ლავა არ შეიცავს აირებს, ისინი ამონთხევისას ქროლდებიან.


ნახეთ ვიდეო:

მიუხედავად იმისა, რომ ლლავა საკმაოდ მკვრივია, იგი მაინც გადის დიდი მანძილს სანამ სრულად გამყარდება.
როდესაც ლავა წყვეტს მოძრაობას, იგი იწყებს გამკვრივებას და საბოლოოდ იღებს კლდის შეხედულებას. ვულკანის ამოფრქვევის დროს ვულკანიდან მარტო ლავა არ ამოდის… ამოფრქვევისას თან ამოდის ვულკანური ფერფლი, გაზები, ცვივა სხვადასხვა ფრაგმენტები, ბოლოს კი ამოდის ლავა. სიტყვა ლავა მოდის იტალიურიდან “Labes” რაც ნიშნავს ცვენას ან სრიალს, ანნ დაცურებას…


“დიდი“ კუნძული არის ყველაზე დიდი და შედგება 5 ვულკანისაგან…

უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში აქ მოხდა ორი ვულკანის ამოფრქვევა – ჰუალალაის (Hualalai) და მაუნა- ლოასი (Mauna Loa). მაუნა- ლოა არის ყველაზე დიდი ვულკანი მოცულობით, ხოლო კილაუეა (Kilauea) დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. იგი მდებარეობს კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში-ვულკან მაუნა-ლოას სიახლოვეს, წყნარ ოკეანეში, მისი სიმაღლეა 1247 მ. ჰავაის ენაზე კილაუეა -ნიშნავს „ამონთხევას“…
ნახეთ ლავის შეერთება წყალთან:

ხოლო ვულკანს- კილაუეის აქვს დამრეცი ფარისებრი კონუსი, რრომელიც ბოლოვდება 4 კმ სიგრძის, 3,2 კმ სიგანისა და 120 მ სიღრმის კალდერით, რომელშიც მდებარეობს ლავური ტბა- “ჰალემაუმაუ”. ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც იკავებს ვულკანი კილაუეა შედის ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
.აღსანიშნავია ვულკანური კრატერები: ჰალემაუმაუ და კილაუეა-იკი. 1965 წელს ლავურ ტბასთან ერთად შეიქმნა კრატერი მაკაპაჰი.
კილაუეა უწყვეტად იფრქვევა. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ამოფრქვევები მოხდა 1952, 1954 და 1955 წლებში. ლავური ქერქის ნაპრალებიდან იჭრება ძირითადი შედგენილობის თხევადი ლავის შადრევნები. არის ვულკანოლოგიური სადგური და გეოფიზიკური ობსერვატორია.

როგორც ფოტოგრაფი ნიკ სელავი ამბობს: “განსაცვიფრებელი სანახაობაა” და მართლაც ესეა, ნახეთ:

კილაუეას ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ბოლო 20 წლის განმავლობაში ხშირად ამოიფრქვევა.
,,როდესაც მე ვიყავი ყველაზე ახლოს , დაახლოებით 1 მეტრის მოშორებით, უნდა გავქცეულიყავი. ამ დროს ტალღა მოხვდა ლავას და ეს იყო აფეთქება. ყველაფერი ყოველ წამს იცვლება, ამიტომ ფოტოების გადაღება არის მუდმივი ბრძოლა. ყველაზე მნიშვნელოვანია გამოწვევა, რომ არ მოჯადოვდე ლავით მაშინ როცა ის შენ რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტას გემუქრება და ყველაზე საშიშია, რაც კი წარმოგედგინა“-ამბობს ფოტოგრაფი.

ნახეთ მაუნა -ლოას ამორფქვევა:


მაუნა- ლოა არის ყველაზე დიდი ვულკანი მოცულობით, ხოლო კილაუეა (Kilauea) დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. იგი მდებარეობს კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში-ვულკან მაუნა-ლოას სიახლოვეს, წყნარ ოკეანეში, მისი სიმაღლეა 1247 მ. ჰავაის ენაზე კილაუეა -ნიშნავს „ამონთხევას“…
ნახეთ ლავის შეერთება წყალთან:

















ნახეთ ვიდეო :









blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close