გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები უძილობის შედეგების შესახებ


ყველას ქონია შემთხვევა როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს დაძინებას ან უძილობა ჭირს. ძილი ირღვევა ბევრი მიზეზის გამო: ბევრი მუშაობა, ტელევიზორის დიდიხნით ყურება, სტრესული მგომარეობა და ბევრი სხვა. ჩემს მომდევნო პოსტში მოგიყვებით უძილობის შედეგებზე.

1. იზრდება ლტოლვა ნახშირწყლებისადმი

როდესაც თქვენი ძილის რეჟიმი ირღვევა, ორგანიზმში ძლიერ კლვებულობს ჰორმონ ლეპტინის გამომუშავება, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის “კვებაზე”. როდესაც ლეპტინი მცირდება იწყება ლტოლვა კალორიებისადმი, განსაკუთრებით კი ნახშირწყლებისადმი. ლტოლვა ნახშირწყლებისადმი ჩნდება დამოუკიდებლად იმისაგან საკმარისია თუ არა ნახშირწყლები ორგანიზმში. ეს საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც იყენებენ დიეტას გახდომისთვის.

2. ათეროსკლეროზი

როგორც ცნობილია ძილის უკმარისობა იწვევს სტრესს, ეს კი იწვევს იმას, რომ ორგანიზმში ძლიერ იზრდება კორტიზოლი. თუკი ჩნდება ასეთი დისბალანსი, მაშინ ეს იწვევს არტერიების გამკვრივებას – ათეროსკლეროზს. ათეროსკლეროზი კი უკვე საკმაოდ ცუდია, რადგან ათეროსკლეროზი იწვევს გულის შეტევას. ამის გარდა კორტიზოლის ზრდა იწვევს კუნთების დაქვეითებას, ხოლო ამასთან ერთად ქონი გროვდება და იკარგება ძვლოვანი მასა. ამ ყველაფერთან ერთად კორტიზოლის მაღალი დონე იწვევს ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირებას და ძლიერ ამცირებს ზრდის ჰორმონს. ასევე ათეროსკლეროზი იწვევს ჰიპერტონიას და დეპრესიას.

3. გლუკოზისადმი ტოლერანტულობის დარღვევა

თუკი ორგანიზმი ვერ იძინებს და ისვენებს ნორმალურად, ეს იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიურობის ზრდას. ასეთი ქმედება ხდება იმის მიზეზი, რომ კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია ნორმალურად გამოიმუშავოს ისეთი ჰორმონი როგორიცაა ინსულინი. ჩვენს ორგანიზმს ძლიერ სჭირდება ინსულინი, რადგან მასზეა აგებული ფაქტიურად გლუკოზის ქმედებები.

4. იზრდება სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკი

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ძილის დარღვევასა და სარძევე ჯირკვლების კიბოს შორის არის განუწყვეტელი კავშირი. ღამით გამოიყოფა მელატონინი, რომელისაც შეუძლია ჩვენს ორგანიზმში ესტროგენის გამოყოფის შემცირება. ეს პროცესი შესაძლოა მიმდინარეობდეს მხოლოდ ღამით, რადგან დღის სინათლე ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. ამ ყველაფრის გამო შესაძლებელია გაიზარდოს ესტროგენის დონე და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე.

5. გაღიზიანება და დეპრესია

თუკი ადამიანი ვერ იძინებს, მაშინ ეს იწვევს ნეირომედიატორების გამოშრობას ტვინში. ზუსტად, რომ ისინი არიან პასუხისმგებლები ადამიანის განწყობილებაზე. აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანი, რომელსაც აწუხებს უძილობა ახასიათებს გაღიზიანებადობა და დეპრესია.

6. მცირდება არამხოლოდ ყურადღება, არამედ კონცენტრირების შესაძლებლობაც

ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც ეწეოდნენ აქტიურ საქმიანობას 19 საათის განმავლობაში, აჩვენეს ტესტის შედეგები უფრო ცუდათ, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომელთა ალკოჰოლის პროცენტული რაოდენობა უდრიდა 0,08 პროცენტს. ეს არის ალკოჰოლის ის დონე, რომელიც არ აძლევს ადამიანს საკუთარი თავის კონტროლირებას, ასევე ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად აზროვნება.

7. შესუსტებული იმუნური სისტემა

მეცნიერებმა მოახერხეს იმის დამტკიცება, რომ ნორმალური ძილის არ ქონა იწვევს უარყოფით გავლენას ლეიკოციტებზე. ეს კი იწვევს იმას, რომ ორგანიზმს აღარ შეუძლია შეებრძოლოს რაიმე ინფექციას.

8. გასუქება

ძილის პირველი წრის დროს ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება ზრდის ჰორმონი. უფროსი ხალხი ხარჯავს ძალიან ცოტა დროს ღრმა ძილისთვის, რის შედეგადაც ჰორმონის გამომუშავება ძლიერ მცირდება. თუკი ძილის უკმარისობა აწუხებს ახალგაზრდას, მაშინ ეს იწვევს ადრეულად ზრდის ჰორმონის ნაკლებობას, რაც იწვევს ქონის დაგროვების აჩქარებას.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close