გამოგონებაგასართობიუცნაური

ძვირადღირებული ხის ჯიშებისაგან დამზადებული მანქანა


ეს მსოფლიოში პირველი ხის მანქანა არ არის , მაგრამ ვიტნამისთვის ერთადერთი და განუმეორებელია. “Achilles “-ს კორპუსი მთლიანად დამზადებულია ძვირადღირებული ხის ჯიშებისაგან და მორთულია რთული ორნამენტებით, რაც ქალაქ ხოშიმირის (Ho Chi Minh) ქუჩაში გამვლელებს იაძულებს შეხედონ „გავლილ“ მანქანას.

რამდენიმე წლის წინ, თავისებური უნიკალური მანქანა შექმნა ლე -კანგმა (Le Nguyen khang ), რომელიც ფლობდა ხის გადამამუშავებელ – „Le Lumber“ ქარხანას, რომელიც მდებარეობდა Binh Duong-ის პროვინციაში. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხის მანქანის დამზადების იდეა მას გაუჩნდა თავის ინგლისელ ამხანაგთან საუბრისას, რომელიც მუშაობდა ტურიზმის ბიზნესში და რომელმაც ხუმრობით ჰკითხა კანგს: „ შენ მუშაობ ხის გადამამუშავებელ ინდუსტრიაში და თუ შეგიძლია ჩემთვის დააზადო ხის მანქანა? “ მაშინ, ინგლისელი ბიზნესმენი თვითონაც ვერ მიხვდა, რომ ლე -კანგისათვის მან „დათესა“ მარცვალი , რომ ლე -კანგს სერიოზულად ეფიქრა ხის მანქანაზე და რეალობაში განეხორციელებინა…

მეწარმე-კანგის უჩვეულო მანქანის ნახაზი მზად იყო 2011 წლის აპრილში, და თავისი საუკეთესო 11 მუშახელის დახმარებით, ლე -კანგი მუშაობდა 18 თვე შეუსვენებლივ. როცა მან დაიწყო ქალაქში თავისი მანქანით მოძრაობა, გამვლელები გაოცებულები აჩერებდნენ და სთხოვდნენ ფოტო-სურათის გადაღებას „ხის“ მანქანასთან ერთად .


ჯურნალისტებთან ინტერვიუს დროს, ვიეტნამელმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მის მანქანას გამოუჩნდა ხუთი მყიდველი, რომელთა შორის იყვნენ უცხოელები , ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისინი მანქანაში სთავაზობდნენ $24, 000 ამერიკულ დოლარს. ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ შემოსული თანხა ჩაერიცხა საქველმოქმედო ფონდში.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია : თუ თქვენ დაგაინტერესათ უცნაურმა ციფრებმა მანქანაზე, ეს არის ბიზნესმენ ლე -კანგის რეალური ტელეფონის ნომრები…






blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close