TECH & მეცნიერებაგართობა

სახელმწიფო მოღვაწეების საყვარელი შინაური ცხოველები, ნაწ II

c6b1a8d87151
წინა პოსტის გაგრძელება: მსოფლიოში სახელგანთქმულ სახელმწიფო მოღვაწეებს უყვართ შინაური ცხოველების გარემოცვაში ყოფნა. გთავაზობთ გაიგოთ რომელი ცხოველები ყავთ ანდა ყავდათ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებს:
11. 001857fd22e9
11. ვლადიმერ ჟირინოვსკის საყვარელი ცხოველები : ინგლისური ბულდოგი- „კომოდი“ და სფინქსის (Sphynx) ჯიშის კატა, სახელად „მაქსი“
12. c3592030995f
12. ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტს – რიჩარდ ნიქსონს ყავდა ირლანდიური სეტერი , სახელად „King Timah“ (ნახეთ ფოტოზე) და კოკერ-სპანიელი, სახელად „ჩეკერსი“ (Checkers).
სეტერი მეძებარი ძაღლების ჯიშია, რომელსაც იყენებენ გარეულ ფრინველზე სანადიროდ. სეტერის 3 ჯიშია — ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური — ეს ჯიში გამოყვანილია XIX საუკუნის I ნახევარში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე.
ირლანდიური სეტერი ხმელ-ხმელი მაღალფეხა ელეგანტური გარეგნობის ძაღლია, რომელიც გამოირჩევა დაუოკებელი ტემპერამენტითა და სწრაფი ძებნის მანერით.
ხალხის თქმით, თვით პრეზიდენტ ი – რიჩარდ ნიქსონი და მისი ძაღლი „King Timah“ განუყრელი მეგობრები იყვნენ…

13. e2347c1d12df
13. ბარაკ ობამა (Barack Obama) – თავისი ქალიშვილების და ოთხფეხა მეგობრის კომპანიაში…
ნახეთ ვიდეო:

ობამას ოთხფეხა მეგობარს Cao de Agua (Portuguese Water Dog ) , პორტუაგალიური წყლის ძაღლს ქვია „Bo“, ხოლო ამ წელს ბარაკ ობამას ოჯახმა აიყვანა იგივე ჯიშის მეორე ძაღლიც…
14. c6b1a8d87151

14. რეიგანებს ყავდათ მეფე ჩარლზ სპანიელის (King Charles Spaniel) სახეობის ძაღლი , რომელიც ნენსი რეიგანს ქმარმა აჩუქა 1985 წელს. ამ პერიოდამდე თეთრ სახლში ცხოვრობდა Bouvier -ის ჯიშის ძაღლი, სახელად ლაკი, რომელიც როგორც კი გაიზარდა კალიფორნიის რანჩოში გადაიყვანეს.
ნახეთ ვიდეო:

15. c84f7a333e8e
15. ჯორჯ ბუშ უმცროსს ხელში უკავია თავისი ერთგული მეგობარი -შავი
შოტლანდიური ტერიერი ბარნი (Barney) . ძაღლი მცირე ზომისაა და საყვარელი სახე აქვს, თუმცა ამბობენ , რომ ბარნი ცუდი და თავნება ხასიათით გამოირჩევა…

16. 816a5f858aed
16. რომის პაპი ბენედიქტ XVI (Pope Benedict XVI), რომელსაც ყოველთვის უყვარდა კატები, იძულებული იყო უარი ეთქვა თავის საყვარელ შინაურ ცხოველებზე, როდესაც დაიკავა კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ადგილი , რადგან ვატიკანში (Vatican ) აკრძალული იყო შინაური ცხოველების ყოლა. მაგრამ, როგორც კი დატოვა თავისი თანამდებობა, ბენედიქტ XVI -ემ გადაწყვიტა საყვარელი შინაური ცხოველების გარემოცვაში ყოფნა.
17. b28b0278a5bd
17. ადოლფ ჰიტლერს ყავდა საყვარელი გერმანული ნაგაზი „ბლონდი“ (Blondi), რომელიც აჩუქეს 1941 წელს და მას შემდეგ, ადოლფი და „ბლონდი“ პრაქტიკულად იყვნენ განუყოფელები. 1945 წლის აპრილში, ადოლფმა თვითონ მოწამლა თავისი გერმანული ნაგაზი ციანიდით, რომლის შემდეგაც მან თვითონაც მიიღო შხამი !
18. 5911571bb34d
18. რამზან კადიროვი-ჩეჩნეთის პრეზიდენტი.
ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს ამ დღეებში ძაღლი დაეკარგა, მაგრამ სოციალურ ქსელ Instagram-ის მომხმარებლების წყალობით, მალევე მეზობელ ინგუშეთში იპოვეს. ჩეჩნეთის მეთაური ცხოველების სიყვარულით ცნობილია. ჩეჩნეთის მეთაურს სოციალურ ქსელში ფაუნის წარმომადგენლებთან გადაღებული ბევრი ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

937d9b909bdf
პრეზიდენტს ყავს საყვარელი ფუმფულა კნუტები, ხოლო კადიროვის ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ცხოველია – მისი თოვლივით თეთრი „ზაზულია“.
666586e6c7cd
როგორც ცნობილია რამზან კადიროვი ითვლება რუსეთის პრეზიდენტის-ვლადიმირ პუტინის ერთგულ თანამოაზრედ და მხარდამჭერად.
არ არსებობს პუტინის იდეა და ინიციატივა, რომელსაც მხარი არ დაუჭიროს კადიროვმა. ჩეჩნების გენოციდიც კი, რომელიც განახორციელა რუსეთის ამჟამინდელმა, პრეზიდენტმა კადიროვის სიტყვებით: საჭირო მსხვერპლი იყო ერის გასაწმენდად ცუდი სისხლისაგან!
რუსი ჟურნალისტის კითხვაზე: რამზან ახმედის ძევ! საიდან გაქვთ ამდენი ქონება და ვინ გაფინანსებთ კოლოსალური თანხებით?

99033cc92d7a
კადიროვმა ბრიყვული პირდაპირობით უპასუხა: მე ამ ფინანსებს მიგზავნის ალაჰი პუტინის სახით.
ბუნებრივია ასეთი პასუხის შემდეგ კითხვა არ გიჩნდებათ, თუ საიდანა აქვს უზარმაზარი ქონება კადიროვს.

19. 96097bedd86a
19. ფოტოზე – კლინტონის ოჯახია, თავიანთი საყვარელი ლაბრადორ-რეტრივერით-„ ბადით“, რომელიც 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ავტომობილის ბორბლების ქვეშ. ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტის , კლინტონის მმართველობის დროს, ბადი (Buddy ) და სოქსი (Sox) იზოლირებულნი იყვნენენ ერთმანეთისაგან და ცხოვრობდნენ თეთრი სახლის სხვადასხვა ოთახებში, რადგან მუდმივად უთანხმოება ქონდათ ერთმანეთთან…
20. 83c9366ff466
20. აი, თვითონ სოქსიც (Sox) -საკუთარი პერსონით :*
21. 2b0465ac0ba3
21. ფრანკლინ დელანო რუზველტი ( Franklin Delano Roosevelt) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული , მსახურობდა 1933-45 წლებში და ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იმყოფებოდა ამ პოსტზე. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ
1b8f24bb5824
5fb426945bc3
433b6d3c6006
რუზველტის შოტლანდიურ ტერიერს ქვია “ფალა”
67c928245d2e

ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button