გასართობიკრეატივისაკითხავი

სახელმწიფო მოღვაწეების საყვარელი შინაური ცხოველები, ნაწ I


მსოფლიოში სახელგანთქმულ სახელმწიფო მოღვაწეებს უყვართ შინაური ცხოველების გარემოცვაში ყოფნა. გთავაზობთ გაიგოთ რომელი ცხოველები ყავთ ანდა ყავდათ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებს:
1.
1. ელისაბედ II (Elizabeth II) ახალგაზრდობაშივე შეუყვარდა უელსური კორგის (velsh Corgi) ჯიშის ძაღლები . კორგი პემბროკი ელიზაბეტ II საყვარელი ძაღლის ჯიშია და ამჟამად დედოფალს ყავს 30-მდე უელსური კორგის ჯიშის ძაღლი.
ნახეთ ვიდეო- უელსური კორგი პემბროკი – Pembroke Welsh Corgi

ეს ჯიში უელსიდან მოდის, სადაც პემბროკშაირის ნაციონალური პარკი მდებარეობს. სამეფო ოჯახში პემბროკები უკვე 70 წელზე მეტია ბინადრობენ. ეს მოკლეფეხა ძაღლი დიდხანს ცოცხლობს და აქვს თანდაყოლილი „ინტელექტის გრძნობა“- ერთი სიტყვით, ასეთი ძაღლის ჯიში იმსახურებს სამეფო ოჯახის წევრობას!
ელიტური ჯიშის ლეკვი, დაახლოებით $1000 აშშ დოლარამდე ღირს.
2.
2. სენატორ ჯონ მაკკეინის (John McCain) ყავს თეთრი ბულდოგი სახელად „აპოლონი“, გარდა ბულდოგისა სენატორის სახლში ცხოვრობს სხვა ჯიშის ძაღლები და კატები, ასევე თევზები, ფრინველები, კუები და მთელი ოჯახი ქრცვინების – ისინი კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვრებია და აქვთ ძვირფასი ბეწვი.
უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია: ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა “ტვიტერში” დაწერა – „ვლადიმერ პუტინი რომ სანქციებს მიწესებს, საამაყოა, – ჩემთვის საამაყოა პუტინის სანქციები. არასოდეს შევწყვეტ ძალისხმევას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ასევე მოიცავს ყირიმს” , – განაცხადა მაკკეინმა.

სენატორმა ირონიით აღნიშნა, რომ “რუსეთის მიერ სანქციების დაწესებით ვშიშობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი საგაზაფხულო შვებულება ციმბირში გადაიდო, “გაზპრომის” აქციები დავკარგე და მოსკოვში ჩემი საიდუმლო საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია”.
რუსეთი ამერიკის სანქციებს სანქციებითვე პასუხობს, რომელსაც ამერიკის კონგრესის წევრებსა და ოფიციალურ პირებს უწესებს…
3.
3. რუსეთის პირველი ძაღლი – ლაბრადორ კონი (Connie)

ლაბრადორ კონი (Connie) უკვე ასაკშია, ასე რომ ვლადიმერ პუტინის სხვა ძაღლებისგან მოშორებითაა, მას ინახავენ ცალკე და წარმოადგენს მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან მოწმეს , რომელსაც მმართავს თავისი პატრონი.
პუტინის ძაღლი -სუფთა სისხლის ლაბრადორი, კონი უკვე მე-14 წელშია, პუტინს კონი აჩუქეს 2001 წლის დეკემბერში- მისი სრული სახელია – კონი პოლგრეივი (Connie Polgreyv).


რუსეთის პრეზიდენტი – თავისი ოთხფეხა საყვარელი ცხოველების გარემოცვაში: აკიტა -ინუ (Akita Inu), მარცხნივ და ნაგაზი -ბაფი (Bulgarian Shepherd), მარჯვნივ

4.

4. ყოფილი საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი (Jacques Chirac)

საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი (Jacques Chirac) თავისი ოთახის ძაღლთან – მალტური ბალონკასთან ერთად, რომელსაც ქვია „სუმო“. სუმო გამოირჩევა არაპროგნოზირებადი და არასტაბილური ხასიათით და შეიძლება კიდევაც უკბინოს თავის მფლობელს…მორიგი ასეთი „თავდასხმის“ შემდეგ, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ფერმაში…
ნახეთ ვიდეო:

5.
5. უინსტონ ჩერჩილს (Winston Churchill) სახლში ყავდა პუდელი და კატები, მაგრამ ფოტოგრაფებთან პოლიტიკური მოღვაწე ყოველთვის პოზიორობდა ბულდოგთან, რადგანაც ბრიტანელების უმრავლესობისთვის ასეთი ჯიშის ძაღლები ასოცირდება მომავლის იმედით და სტაბილურობით.
ძლიერი და დაკუნთული ბულდოგი იმათთვისაა, ვისაც ძლიერი კომპანიონი სჭირდება. ბულდოგის თავის ქალა ოთხკუთხედია, მხრები დაკუნთული და განიერია.ინგლისური ბულდოგი ძნელად იწვრთნება, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა;
ინგლისური ბულდოგი ძრითადად გამოიყენება დაცვისთვის. გაწონასწორებული ხასიათის გამო მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია სწრაფად მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწვეტილება.
პატრონის დასაცავად ინგლისურ ბულდოგს შეუძლია სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს და რაც მთავარია, თავისი ოჯახის დასაცავად ის უყოყმანოდ თმობს სიცოცხლეს.

6.
6. დიმიტრი მედვედევის საყვარელი ცხოველი – Neva Masquerade-ის ჯიშის კატა „დოროფეი“ .

პრემიერ მინისტრს დიმიტრი მედვედევს ყავს 3 საყვარელი ცხოველი : ოქროს ფერი რეტრივერი (retriever) , რომლის სახელიცაა „Aldo“ და ორი სეტერი- ძმა „დენიელი“ და და „ჯოლი“. მაგრამ პრემიერ-მინისტრი მაინც „დოროფეის“ ანებივრებს და ასე ვთქვათ „აღმერთებს“.
7.
7. ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის რეზიდენციის კატას – ლარის (Larry), რომლის შენახვაც ხაზინას უჯდება £ 100 ფუნტი სტერლინგი ყოველწლიურად (დაახლოებით $150 აშშ დოლარი).
8.
8. მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს, ბავშვებისა და კატების დიდ მოყვარულს- ლენინს მემკვიდრე არ ჰყავდა, შესაბამისად, მთელი თავისი სიყვარული მან თავის კატებს დაუთმო.
9.
9. კარდინალი რიშელიე (Cardinal Richelieu) იწვევდა ბევრი ადამიანისათვის შიშს, მაგრამ გამონაკლისია მისი 14 კატა, რომლებიც ცხოვრობდნენ კარდინალ რიშელიეს სასახლეში. ეს ფუმფულა და მომხიბვლელი არსებები თავს გრძნობდნენ მშვიდად და მოხერხებულად, იმიტომ რომ მათ ნებადართული ქონდათ ფაქტიურად ყველაფერი.
10.
10. ძაღლების დიდი მოყვარული -მარგარეტ ტეტჩერი (Margaret Thatcher) იოლად უმეგობრდება ქუჩის ძაღლებს , თუმცა მის სახლში მხოლოდ ერთი ცხოველი- კატა ცხოვრობდა, რომელმაც საყვარელი ქმრის გარდაცვალების მერე, ტეტჩერს „რკინის ქალბატონს „ მარტოობა შეუმსუბუქა…

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close