ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ზღვის ლოლუა

ხანდახან ზღვების ცივ სიღრმეებში ყინულის სტალაქტიტები პირდაპირ ფსკერამდე ყალიბდებიან.

ზღვის სიღრმეებში მრავალი უჩვეული მოვლენა ხდება, ერთ-ერთი მათგანია — ყინულის სტალაქტიტის ან „ბრინიკლის“ წარმოქმნა. პირველად იგი 1971 წელს აღწერეს ოკეანოგრაფებმა პოლ დეიტონმა და სილი მარტინიმ. თუმცა ყინულის სტალაქტიტის ფორმირების ვიდეოზე აღბეჭდვა მხოლოდ 2011 წელს მოხერხდა.

მეცნიერების აზრით, ბრინიკლები პოლარული ზამთრის დროს წარმოიქმნებიან, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -18°C-ზე ქვემოთ ეცემა, ხოლო წყლის ტემპერატურა შედარებით ჯერ ისევ მაღალი -2°C-მდე რჩება. ამასთან, სწორედ ტემპერატურათა ცვალებადობით ხდება შესაძლებელი ყინულის სტალაქტიტების ფორმირება.

ზღვის თბილი წყალი ზემოთ, გაყინული ზედაპირისკენ მიემართება. როდესაც ეს წყალი ცივდება, მას არ შეუძლია ზღვის ყინულის ნაწილი გახდეს, რადგან ძალიან მჭიდრო და მარილიანია (ყინულის მასის მარილიანობა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია იმ წყლის მარილიანობაზე, რომლისგანაც ის შეიქმნა). ამიტომ გაცივებული წყლის ნაკადი ისევ ქვემოთ მიემართება და გზადაგზა მის გარშემო მყოფ უფრო თბილ წყალს ყინავს.

ამ გზით ჩამოყალიბებული ყინულის სტალაქტიტი, მარილიანი წყლით შიგნით, საათში დაახლოებით 30 სმ სისწრაფით იზრდება და ხელსაყრელ პირობებში ასეთი ზრდის ფსკერამდე გაგრძელება შეუძლია. არც ისე იშვიათად ზღვის ფსკერის სხვადასხვა მცხოვრებები ბრინიკლში ხვდებიან ხოლმე და შესაბამისად შემდეგ იყინებიან.

ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ყალიბდებიან ყინულის სტალაქტიტები:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close