TECH & მეცნიერებაგართობა

5 წლის გოგონას საშუალებით გაცოცხლებული მსოფლიო შედევრები

image

ამ სტატიაში გთავაზობთ, ერთ-ერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფოტოგრაფის, ბილ გეკასის შემოქმედებას, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, რამაც, როგორც დღევანდელ მსოფლიოს შეეფერება, ასახვა სოციალურ ქსელებში ჰპოვა. მისი შემოქმედების ამსახველი სტატია დღეისთვის მხოლოდ „ფეისბუქის“ 20 000-მდე მომხმარებელმა გააზიარა. მნახველთა რაოდენობა კი რა თქმა უნდა, ამ რიცხვს ბევრად აჭარბებს. საქართველოში, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცოტა, რამდენიმე ადამიანი თუ იცნობს მის შემოქმედებას.
ბილ გეკასი ცნობილი ავსტრალიელი ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში დაიბადა და დღემდე ცხოვრობს. ის დღეისთვის მრავალი ჯილდოს მფლობელია, რომელიც ფოტო-პორტრეტებისათვის დამსახურებულად მიიღო. მისი შემოქმედების გენიალურობა, მისი ხელოვნებისა და მხატვრობაში კარგად გათვითცნობიერებიდან გამომდინარეობს. მის ნამუშევრებში განსაკუთრებით იგრძნობა მისი საყვარელი მხატვრების, ვერმეერისა და რემბრანტის გავლენა, რომელთა შედევრების შთაგონებითაც, მას თავში უნიკალური იდეა მოუვიდა, რაც წარმატებით განახორციელა თავისი 5 წლის შვილის დახმარებით. გოგონას დახმარებით ფოტოგრაფმა ცნობილი მხატვრების რამდენიმე შედევრი გააცოცხლა, ხოლო დანარჩენი ფოტოები მათი შემოქმედების მსგავსად შექმნა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button