„დაცემინების დროს გული ჩერდება“: სიმართლე თუ ტყუილი ?
არსებობს მოსაზრება, რომ როცა ადამიანი აცემინებს, მისი გული წამიერად ფეთქვას აჩერებს.
აზრი იმის შესახებ, რომ დაცემინების დროს გული ჩუმდება, დასაწყის ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეების ევროპაში იღებს, როცა ადამიანებს სჯეროდათ, რომ დაცემინებას ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა შეუძლია, რადგან ეს უკანასკნელი ძალიან ბევრ ჰაერს ამოისუნთქავს.
იმ დროს არავინ იცოდა, რომ დაცემინება — ეს უბრალოდ რეფლექსია, ცხვირიდან უცხო სხეულების „გამოყარისთვის“ მოწოდებულია, რომლებიც ცხვირის ლორწოვან გარსს აღეზიანებს. მგრძნობიარე ნეირონები აღიქვამენ ამ გაღეზიანებას და ტვინს სიგნალს უგზავნიან, რომ გულმკერდი შეიკუმშოს, ხოლო ფილტვებმა ჰაერი ამოისუნთქონ 50-120 მ/წ სისწრაფით.
თუმცა ერთ რამეს ტვინი ნამდვილად არ აკეთებს, ის არ „უბრძანებს“ გულს გაჩერებას. რაც არ უნდა ძლიერად აცემინოს ადამიანმა, გულისცემა არ შეწყდება. ამავდროულად, არაა გამორიცხული, რომ ხანდახან ცემინების დროს გულმკედში წნევის ცვლილების შედეგად, რომელსაც სისხლის მიმოდენაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, გულმა შესაძლოა „ფეთქვა გამოტოვოს“.
საინტერესოა, რომ ძველ საბერძნეთში დაცემინება ღვთიურ ნიშნად მიიჩნეოდა. ასე, მაგალითად, ძვ. წ. 401 წელს ათენელი მხედართმთავარი ქსენოფონტე სიტყვით გამოდიოდა, რომლითაც თავის მეომრებს სპარსელებთან ომისკენ მოუწოდებდა. სიტყვის დასრულებისას ორატორმა დააცემინა. ჯარისკაცებზე ამან შთაბეჭდილება მოახდინა და ჩათვალეს, რომ ქსენოფონტეს სიტყვებით ღმერთები მათ სოლიდარობას უცხადებდნენ.
P.S. ალბათ დაგაფიქრებთ ქართული „დამოწმების ნიშნად“ მიჩნევაც აქედან ხომ არ მოდის ?! :)