არქივი

ღრმა ზღვის ქვებმა შეიძლება სმარტფონი შექმნას

c74fcd5b7fdf
კაცობრიობა ცდილობს იშვიათი მიწა ელემენტების ელექტრონიკაში გამოყენებას. მაგალითად, ნეოდიუმს იყენებენ: მიკროსქემებში, კომპიუტერის მყარ დისკებში, LCD ეკრანებში, პროცესორების დასამზადებლად და სხვ. ეს მასალები უნიკალურია გარკვეული თვისებებით: მაგალითად, ზოგს შეიძლება კარგი კუთრი ელექტრული გამტარობა გააჩნდეს, რისთვისაც მიკროკონტაქტებისთვის გამოდგება ან პირიქით დიდი წინაღობა ჰქონდეს, დიდ სიმძლავრეებს რომ გაუძლოს. ერთერთი საუკეთესო მინერალი მიკროსქემებისთვის არის ჩვეულებრივი კვარცის ქვიშა რაც უდაბნოში და ზღვაზე გვხვდება. მაგისგან ამზადებენ ე.წ. გასაღებ უნიპოლარულ ტრანზიზტორებისგან შედგენილ სქემას(კომპიუტერის მიკროპროცესორები სულ ასეთ ტრანზისტორებისგან შედგება), რისი დანიშნულებაც არის: ჩართვა-გამორთვის კომბინაცია რაც ციფრულ სისტემებში (e.g. კომპიუტერებში) 1 და 0 პოზიციებს უწოდებენ… გარდა ამისა, ელექტრონიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტებია იშვიათ მიწათა მეტალები. ამ მინერალთა მარაგი ერთ დღეს შეიძლება ამოიწუროს.  ეს ნივთიერებები ზღვაში გვხვდება . სწორედ ინჟინრებისთვის, მიკროსქემების მასალათა საბადოს ღრმა ზღვის ფსკერი წარმოადგენს… ეს პოსტი სწორედ ამ საბადოს ეხება.
8bf7cc0b52c2
იტრიუმი, პრაზეროდიუმი, დისპორსიუმი… არის ზოგიერთი ელემენტები, ერთობლიობაში იშვიათ მიწა ელემენტების სახელით ცნობილი. უცნაურის ბლოგის მკთხველებმა მათ შესახებ შეიძლება არაფერი არ იცით და ვერც მათ დასახელებებს გამოთქვამთ კარგად, მაგრამ ესენი თქვენ ირგვლივ სულ გხვდებათ. თუ არ გჯერათ აიღეთ თქვენი ანდროიდის სმარტფონი (ზოგი ეპპლს იყენებს ჩვენი პოსტისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს :)).
ისინი უმეტეს ელექრონულ ტექნიკის საშენ მასალად გამოიყენება. ეს იქნება: სქემები თუ სპიკერები. მილიონობით სმარტფონი, უთვალავი ელექტრნონიკა ყოველწლიურად იშვიათ მიწათა ელემენტების გამოყენების ხარჯზე იქმნება, რაც ერთ დღეს შეიძლება ამოიწუროს. მიუხედავად ამისა, კვლევები აჩვენებს, ხელუხლებელი იშვიათ მიწათა ელემენტთა წყარო შეიძლება ზღვის ქვეშ იყოს მოთავსებული.

6810c3e69c22
ზღვის სიღრმეში იშვიათ მიწათა ელემენტების რკინის და მაგნიუმის კონგლომერატთა წყაროების დიდი პოტენციალია, რომლითაც ოკეანის ფსკერი სულ გარემოცულია. ამ კონგლომერატებს ფერომაგნიტური ქანები ეწოდება დროთა განმავლობაში, რკინის და მაგნიუმის ხსნარების ზღვის წყალში დალექვისგან ფსკერზე გამოზრდილი. გამოლექვის ერთერთი მიზეძია ზღვის დიდი სიღრმის გამო უზარმაზარი წნევა. სხვა ნივთიერებები წყალში იხსნება, ნალექებად იკრიბება, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით ვიდრე მაგნიუმი და რკინა. ისინი მოიცავს: კობალტს, ნიკელს და სხვა ზოგიერთ იშვიათ მიწათა მეტალებს.გერმანიაში გეოქიმიკოსებმა, ამ ფერომაგნიტურ ქანებისგან იშვიათ მიწათა ელემენტების ეფექტური გამოყოფის მეთოდი შეიმუშავეს გამხსნელ დეფეროქსიმინ-B ნივთიერების გამოყენებით, რომლის კომერციული სახელწოდებაა Desferal, რკინით ინტოკსიკაციის ჰემატოქრომატოზის სამკურნალო წამალი. Desferal-ის ფორმულა, ყოველი შემთხვევისთვის მოცემულია ქვემოთ სურათზე:
c1c6b4e632cd
Desferal ფერომაგნიტურ ქანებიდან ზოიერთ მეტალს გაცილებით ძლიერად კრავს ვიდრე დანარჩენს და ეფექტურად და შედეგიანად იშვიათ მიწათა მეტალებს გამოაძევებს, სხვა მეტალებს ქანებშივე ტოვებს. ამ მადნის გამოძევების მეთოდით, მკვლევართა ჯგუფმა ქანებისგან  80 პროცენტზე მეტი ოთხი სახეობის იშვიათ მიწათა მეტალის მიღება შეძლეს. მიღებული შედეგები გამოყენებით გეოქიმიის სტატიაში გამოაქვეყნეს.

ახალი ამბების სახით ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.

ყოველწლიურად 130000 ტონა იშვიათ მიწა მეტალები მოიპოვება. იმის 95 პროცენტი მხოლოდ ერთ ქვეყანაში – ჩინეთში მოიპოვება , ალტერნატიული მაღალ-ტექნოლოგიურ მეტალთა წყაროს ღირებულება ნათელია.  როდესაც მოთხოვნა გაიზრდება ეს ღრმა ზღვის ქვები შეიძლება გახდეს კომპონენტები: მომავალი მზის პანელებისთვის, ქარის ტურბინებისთვის და რაღა თქმა უნდა სმარტფონებისთვის :)

 

 

 

davitiu

ვარ ფიზიკოსი

მსგავსი ამბები

Back to top button