უცნაური და საინტერეს (ნაწილი 10)
და აი ისიც საიუბილეო მე10ე ნაწილი უცნაური და საინტერესო ფაქტების შესახებ. დღეს შემოგთავაზებთ 2ჯერ უფრო მეტ ფაქტს ვიდრე ჩვეულებრივ სერიულ პოსტებში.
1. დედოფალ ელიზავეტას არ აქვს პასპორტი. მან შემოიღო ასეთი კანონი. უბრალოდ იტყვის რომ დედოფალია და მისთვის საღვრის გადაკვეთა პრობლემა აღარ არის.
2. პინგვინის ფეხები ბევრად გრძელია ვიდრე ის ჩანს და მათ მუხლებიც აქვთ.
3. ხალხი ზრდიან ხეებს სკამების , ხიდების , “ადამიანი ხეების” , მაგიდების და სხვა მრავალი ფორმით. ამას ხის ფორმირებას უწოდებენ.
4. 1 წელი ჩინეთის გარშემო
5. 18-33 წლის ასაკში ადამიანი არის ყველაზე სტრესის ქვეშ მყოფი არსება.
6. წინ გადახრილი და 90 გრადუსით ანუ სწორად ჯდომა სკამზე თქვენი და თქვენი ბავშვების ხერხემლისთვის არაა მიზანშეწონილი. ყველაზე კარგი ჯდომის პოზიციაა როდესაც ქმნით 135გრადუსიან კუთხეს.
7. ნაბახუსევიდან ანუ პახმელიიდან გამოსასვლელათ ყველაზე ეფექტური სწაფი და ჯანმრთელი გამოსავალია მიირთვათ ბანანისა და რძის შეიქი.
8. აი რა ხდება როცა ქვიშას ეცემა მეხი
9. ჩინეთში თუ მოხვდებით საცობში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაციას რომელიც გამოგიგზავნით მძღოლს თქვენ კი მოგაკითხავთ მოტოციკლი და გაგიყვანთ საცობიდან მძღოლი დარჩება თქვენს ავტომობილში და სასურველ ადგილას მოიყვანს.
10. “ბურჯ ალ არაბ” სასტუმრო დუბაიში (გამიმართლა და ნამყოფი ვარ^_^) უზრუნველყოფს სტუმრებს ოქროს იპადებით.
11. სანამ ხეები ამოვიდოდა და მოხშირდებოდა დედამიწა დაფარული იყო გიგანტური სოკოებით
12. ვენერაზე მეტალის წვიმა მოდის
13. 1991 წლამდე თურქმენეთში გაზი წყალი და ელექტრობა უფასო იყო.
14. დედოფალი ელიზაბეტ მეორე მეორე მსოფლიო ომში მსახურობდა როგორც მექანიკოსი და მძღოლი
15. როდესაც ვიღაცა ძალიან გენატრებათ ეს იწვევს “ინსომნიას”. ღამე ვეღარ იძინებთ იმ ადამიანის გარეშე.
16. ინდოელმა კაცმა 16 წლის ასაკში დაიწყო ხეების დარგვა. დღეს დღეობით ის დაახლოებით 50წლისაა და ცხოვრობს საკუთარ ტყეში მარტორქებთან , სპილოებთან და ვეფხვებთან ერთად.
17. გაჭრილზე შაქრის დაყრა მოგიხსნით ტკივლის წამიერად და ააჩქარებს შეხორცების რეაქციას.
18. ნამდვილი ბრილიანტები X-RAY-ზე არ ჩანს
19. ბილი ჰარისი უსახლკარო რომელმაც დაინახა თუ როგორ დაუვარდა ქალს რამოდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ბეჭედი მან აიღო ბეჭედი და გაეკიდა ქალს რათა დაებრუნებინა. მადლობის ნიშნად ქალმა და მისმა მეუღლემ გააკეთეს გვერდი ამ გვერდზე ხალხმა გადმორიცა 180 ათასი დოლარი. ამ ფულით მისტერ ჰარისმა იყიდა ბინა და დაიწყო მუშაობა.
20. მაიკლ ჯექსონს სურდა შეესყიდა მარველის კომიქსები 1990 წელს. ამის შემდეგ ის ითამაშებდა ადამიან ობობას ფილმში რომლის პროდიუსერიც თვითონვე იქნებოდა.