მისტიკასაკითხავიუცნაური

საუკუნის საიდუმლო – დირიჟაბლი ჰინდენბურგი

ჩემს მომდევნო პოსტში მინდა გესაუბროთ დირიჟაბლ “ჰუნდენბურგზე”. 


დირიჟაბლი “ჰინდენბურგი” გააკეთეს 1936 წელს გერმანიაში – ფერდინანდ ცეპელინის ქახანაში და რომელმაც ავიაციის ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა. იმ დროს ბოლო დონის ტექნიკით აღჭურვილი, განსაკუთრებული ფორმის მქონე კონსტრუქცია იყო მესამე რეიხის დიდებისა და ძლიერების ძალა.

სასახლე ჰაერში, ასე საუბრობდნენ მასზე, მას შეეძლო, რომ სრული კომფორტით გადაეყვანა ოკეანეზე 72 მგზავრი 140 კილომეტრ საათში სიჩქარით. იმისათვის, რომ მგზავრებს თავი მოწყენილად არ ეგრძნოთ ნიჭიერი მზარეულები ამზადებდნენ ულამაზეს საჭმელებს, სპეციალურად კონსტრუქტირებული როიალი უკრავდა შესანიშნავ მუსიკას, ხოლო ბარში იყიდებოდა განსაკუთრებული კოქტეილი სახელად “ჰინდენბურგი”.

დირიჟაბლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მე-18 რეისი ატლანტიკიდან ნიუ-იორკში. 1937 წლის 6 მაისს დირიჟაბლს ელოდებოდნენ რეპორტიორები, კინოოპერატორები და გუნდი, რომელმაც დახმარება გაუწია შემქმნელებს ამ გიგიანტის შექმნაში. ჰინდენბურგის ზომები საფეხბურთო მოედანს ორჯერ აჭარბებდა. დაშვების დაწყებიდან ცოტახანში დირიჟაბლი აფეთქდა, მაგრამ ხომალდის გამოცდილმა კაპიტანმა მარკ პრუსმა და მისმა გუნდმა მოახერხეს 61 სიცოცხლის გადარჩენა სიკვდილისგან. დღესაც არის შემორჩენილი დირიჟაბლის აფეთქების კადრები, რომელსაც ნახულობთ. ამ მომხდარის შემდეგ დირიჟაბლების ეპოქა დასრულდა. რატომ მოხდა აფეთქება დღემდე გამოცანად რჩება, მაგრამ ჯერაც არ წყდება ცდები, რომ აშენდეს უსაფრთხო საოცრება დირიჟაბლი.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close