საკითხავისურათებიუცნაური

ევროპის საუკეთესო გზები


ევროპის საუკეთესო გზები.

საფრანგეთში არის უნიკალური გზა, რომელიც გადის “კოლ დე ტურინის” უღელტეხილზე, ის ადამიანს გულს უჩქარებს. აქ თქვენ თქვენს თავებს იგრძნობთ მონტე-კარლოს რალის მრბოლელათ: 1600 მეტრით მაღლა ზღვის დონიდან და მუდმივად დაკლაკნილი გზები, ეს არის ის რაც უყვართ ადრენალინის მოყვარულებს და თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ ულამაზეს მთებს, მდინარეს და ქვის ქედებს მაშინ გამოვა სხვადასხვა გრძნობების შესანიშნავი მიქსი ცხოვების ბოლომდე.

უფრო მეტი შთაბეჭდილებას თქვენზე მოახდენს იტალიის გზა Stelvio Pass, რომელიც გადის ალპებზე. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 2757 მეტრზე მაღლა და ღიაა მხოლოდ ივნისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე. აქ არის 60 შესანიშნავი მოსახვევი, ხოლო საგზაო ტექნიკა მუდმივად მზადაა, რომ გზა იყოს მუდმივად კარგ მდგომარეობაში, მიუხედავად ამინდისა.

ნორვეგიული გზა Trollstigen ცნობილია თავისი შესანიშნავი ჩრდილოეთული სილამაზითა და მთიანი ჩანჩქერებით. თუ გინდათ, რომ სილამაზით დატკბეთ ჯობია გაჩერდეთ სპეციალუად გამოყოფილ ფართებზე და არ გამოცადოთ საკუთარი ბედი, რადგან აქ არის ყველაზე მიმზიდველი მოსახვევები მთელ მსოფლიოში, ხოლო გზის გაფართოვება ზოგან არის სულ რაღაც 3,3 მეტრი. ტყუილუბრალოდ არ ეძახიან მას “ტროლების გზას”.

ამ სიაში მოხვდა კიდევ ერთი ნორვეგიული გზა – Atlantic Road. Atlantic Road არ არის საშიში, მაგრამ ნებისმიერ ავტომოყვარულს გააკვირვებს. გზა გაკეთებულია რამდენიმე კუნძულის დასაკავშირებლად და შედგება 8 ხიდისგან, მაგრამ ერთ-ერთი არის მაღალი და ცოტათი შესაძლებელია აღელდეთ. Atlantic Road-ის გახსნის შემდეგ ის გახდა ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი. აქ არის აშენებული ოთხი დასათვალიერებელი ფართი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close