სიყვარულის ტაძარი ინდოეთში.
რამდენი საინტერესო რამე არის აშენებული მსოფლიოში, ალბათ ყოველდღე არის შესაძლებლობა, რომ ხელოვნების უნიკალური ნიმუშებზე ვწეროთ სტატიები. მე ჩემს მომდევნო პოსტში მინდა მოგიყვეთ საინტერესო “სიყვარულის” ტაძარზე, რომელიც აშენებულია ინდოეთის ქალაქ კჰაჯურაჰოში. ამ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 19 000 ადამიანს, მაგრამ ეს ფაქტი ვერ აჩერებს ტურისტების უზარმაზარ ნაკადს, რასაც თავისი მიზეზები აქვს.
ტაძარი შენდებოდა 950-დან 1050 წლებში, როდესაც ინდოეთს მართავდა ჩანდელას დინასტია. ინდოეთში ეს წლები ითვლება არქიტექტურის აღზევების წლებად. უძველესი მონაცემების ჩანაწერების მიხედვით სულ აშენდა 85 ტაძარი, მაგრამ ბუნებისა და ადამიანის ზემოქმედების გამო გადარჩა მხოლოდ 22 ტაძარი.
გასაოცარი და არაორდინალური შეხედულებები ჰქონდა მმართველ ჩანდელ რაჯპუტოვს, რომლის ხელმძღვანელობის დროს შენდებოდა ტაძრები. იმ დროინდელი მშენებლების ოსტატობა დღესაც აკვირვებს მოცემული საქმიანობის სპეციალისტებს. მშენებლობის მასალად გამოყენებული იქნა ქვიშაქვა და მშენებლობა მიმდინარეობდა ყოველგვარი ხსნარების გარეშე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ასეთი მშენებლობისთვის აუცილებელია ყველაფრის ზუსტად გათვლა.
მთავარი არის ათასობით ამოკვეთილი სკულპტურები, რომლებიც არიან ტაძრებზე, მათმა კომპოზიციებმა და მრავალფეროვნებამ ეს ადგილები მსოფლიოში ცნობილები გახადა. ყველა სკულტურა მოაგონებენ ადამიანებს ცნობილი წიგნის – “კამასუტრას” სცენებს, აი ეს არის ის საიდუმლო, რომელიც ტურისტებს ძლიერ იზიდავს.