არქივი

საინტერესო ფაქტები ამერიკული პოლიციის შესახებ

9483280895fd
საინტერესო ფაქტები ამერიკული პოლიციის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოველ შტატს აქვს პოლიციის საკუთარი მართვის სისტემა. როგორც წესი ისინი დამოუკიდებლები არიან, ამიტომაც ასეთი ტერმინი, როგორიცაა “აშშ-ს პოლიცია”, ამერიკელი კანონდამცველებისთვის ფაქტიურად მიუღებელია.

პოლიციის ყოველ მმართველობას საკუთარი სტრუქტურა აქვს. ყოველ შტატებში ის განსხვავებულია, მაგრამ მსგავსებაც არის.

პოლიციელის ანაზღაურება ყოველწელს შეადგენს 40 ათას ამერიკულ დოლარს. ის იზრდება მსახურობის წელთან ერთად. ასევე ხდება ზეგანაკვეთური სამუშაო დროის კომპენსირება. ასეთი სამუშაოს ფასი 50% უფრო ძვირადღირებულია.

პირველი სამი წლის განმავლობაში პოლიციელს აქვს მხოლოდ 20 დღიანი შვებულება, ხოლო 4 წლის შემდეგ ის იზრდება 26 დღემდე. შვებულებაში პირველები ის ოფიცრები გადიან, რომლებიც დიდხანს მუშაობენ.

როდესაც პოლიციელი იწყებს მუშაობას პოლიციაში, მას ანიჭებენ “დეტექტივის” ან “ოფიცრის წოდებას”, რომლებიც ჩინის მიხედვით ითვლებიან ყველაზე უმცროსებად. ამათგან 90% გადის პენსიაზე ამავე წოდებით. ახალ წოდებას არ ანიჭებენ მსახურობის წლების ან სხვა დამსახურებების გამო.

თუკი პოლიციის ახალ სამმართველოში დაიწყებს ადამიანი მუშაობას, მაშინ კარიერის დაწყება მოუწევს ყველაზე დაბალი წოდებიდან. ასეთი პირობებია გადაყვანის შემთხვევაშიც. რაც შეეხება დამსახურებულ რანგს, მაშინ ის რჩება “ძველ” სამმართველოში.

დაკითხვებს და გამოძიებებს დეტექტივები აშშ-ში ატარებენ დამოუკიდებლად. სასამართლოს სჯერა ოფიცერის სიტყვების, მაგრამ თუკი ტყუილში გამოიჭერენ, მაშინ მას ელის 15 წლიანი პატიმრობა.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში ვალდებულები არიან თავიანთი გადაადგილების საშუალება დაუთმონ კანონის წარმომადგენელს. ამიტომაც როდესაც ფილმებში აჩვენებენ, რომ პოლიციელი მოქალაქეს ართმევს ავტომობილს ან სხვა რაიმეს არის სიმართლე.

პოლიციის ერთ სამმართველოში არ შეიძლება მუშაობდეს ოჯახური წყვილი. ითვლება, რომ ცოლის ან ქმარის ყოფნა ფორს-მაჟორის დროს, ოჯახის მეორე წევრს არ შეუძლია იმოქმედოს სწრაფად.

მსგავსი ამბები

Back to top button