ახალი ამბებიგამოგონებასაკითხავი

გასაოცარი საკალათბურთო არენა ჩინეთის ქალაქ დუნჰუანში


გასაოცარი საკალათბურთო არენა ჩინეთის ქალაქ დუნჰუანში.

ალბათ თქვენ ვინც ამ ხაზებს კითხულობთ საერთოდ არაფერი არ გაგიგიათ ჩინეთის ქალაქ დუნჰუანზე. ამასთან ერთად სწორედ, რომ ამ 7 მილიონიან მეგაპოლისში გაიხსნა ალბათ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საკალათბურთო არენა. ის ეკუთვნის საკალათბურთო კლუბ “დუნჰუან ლეოპარდს”.

არცერთ სხვა ქვეყანაში არ აშენებენ ამდენ მოედნებს და სპორტულ დაწესებულებებს, რამდენსაც ჩინეთში. სპორტზე და მის ინფრასტრუქტურაზე ყოველწლიურად იდება ათობით მილიარდი დოლარი. ჩინეთში რეგულარულად ჩნდება ახალი კლუბები, რომლებშიც თამაშობენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კალათბურთელები.

2003 წელს ჩინეთის სამხრეთ ქალაქში დუნჰუანში გაჩნდა საკალათბურთო კლუბი “დუნჰუან ლეოპარდსი”, რომელიც მალევე გახდა ეროვნული ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. ათ წელზე მეტი საკალათბურთო კლუბი თამაშობდა ძველ მოედანზე, რომელიც გათვლილი იყო 4 ათას ადამიანზე, მაგრამ 2014 წელს გუნდმა ახალი არენა მიიღო – შესანიშნავი, ლამაზი, სუფთა საკალათბურთო მოედანი, ქალაქის ნამდვილი დეკორი.

ეს საკალათბურთო არენა აშენდა გერმანული საარქიტექტურო კომპანიის – Architekten von Gerkan, Marg und Partner (GMP)-ის მიერ. არენა ითვლება პარკის ცენტრად, რომელიც გახდება მაცხოვრებლების დასასვენებელი და გასართობი ადგილი.

მოედანი დგას ხელოვნურ მაღლობზე. არენა გათვლილია 15 ათასი მაყურებლისთვის. მასზე შესაძლებელია ჩატარდეს კალათბურთის და სხვა სპორტის სახეობების თამაშები, ასევე კონცერტები, გამოფენები და სხვა მასიური ღონისძიებები.

საარქიტექტურო კრიტიკოსები მოხიბლულები არიან ამ მოდენით და უკვე უწოდებენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ საკალათბურთო არენას.

მსგავსი ამბები

Close
Close