გართობაუცნაური

ფაქტები ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის შესახებ

c21049c90774
ფაქტები ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის შესახებ.

ქალაქის მაცხოვრებლებმა მომხდარის შესახებ გაიგეს, მხოლოდ 26 აპრილის შუადღისას. მაშინ როდესაც ქალაქში მაცხოვრებლები დაკავებულები იყვნენ თავიანთი საქმიანობით, რადიაცია გავრცელდა ქართან ერთად წარმოუდგენელი სისწრაფით. უკრაინის ტერიტორიის 50 ათასი კვადრატული კილომეტრი ითვლებოდა დაინფიცირებულად, ეს არის უკრაინის დაახლოებით 12 მხარე.

იმისათვის, რომ კატასტროფის შედეგების ლიკვიდირება მომხდარიყო, მთელი საბჭოთა კავშირიდან გამოიძახეს 600 ათასი ადამიანი.

ddfb6510b770

პრიპიატიდან ავარიის დღეს გაიყვანეს 100 მეხანძრეზე მეტი. ეს ადამიანები იყვნენ ისინი, რომლებმაც ყველაზე მეტი დოზა დასხივება მიიღეს. ხანძრის ლიკვიდაცირების დროს დაიღუპა 31 ადამიანი. ეს რაოდენობა არის მითითებული საბჭოთა ჩანაწერებში.

იყო მცდელობები, რომ დაეთვალათ კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვებთა რაოდენობა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან: ზოგი მონაცემი ამბობს, რომ დაიღუპა 4 ათასი ადამიანი, ხოლო სხვები 100 ათასაი ადამიანი.

a473e4040f2a

134 ადამიანს, რომლებიც პირველ დღეებში იყვნენ კატასტროფის ბლოკში აღმოუჩინეს დასხივებითი დაავადება. ერთი თვის შემდეგ 28 მათგანი დაიღუპა.

110050aff747

იმისათვის, რომ ჩაექროთ ხანძარი აამოქმედეს ვერტმფრენები. ისინი ყრიდნენ სპეციალურ ნაზავებს ხანძრის ჩასაქრობად. ისინი ყრიდნენ ქვიშას და თიხას, მაგრამ შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ასეთ ქმედებებს შესაძლებელია რეაქტორის ტემპერატურა უფრო გაეზარდა. ხანძრის სრული ჩაქრობა მოხერხდა, მხოლოდ 9 მაისს.

კატასტროფიდან ერთი კვირის შემდეგ 47 500 ადამიანმა თავისი სახლი დატოვა. 300 ადამიანი ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა სახლში. შემდეგ ტერიტორია, რომელზეც დასახლდნენ დაბრუნებულები უწოდეს გაუცხოების ზონა. იმ ადამიანებთან, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქში 20 წლის განმავლობაში არ უშვებდნენ ნათესავებს.

f4a3cf28521a

ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის გარშემო 150 ათასი კვადრატული კილომეტრი არის საცხოვრებლად გამოუყენებელი.

გაუცხოვების ზონიდან 1986 წლიდან მოყოლებული ევაკუირებული იქნა 250 ათასი ადამიანი.

491d9fe66b57

ბოლო დროს რეაქტორი და ქალაქი პრიპიატი გახდა ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი. ქალაქ-მოჩვენებაში შესაძლებელია მიტოვებულ სახლებში, სკოლებში და სასტუმროებში შევლა. მიტოვებული სატრანსპორტო საშუალებები იმ ადგილას დგანან სადაც ის დატოვეს ევაკუაციის დროს. ჯავშანტექნიკასთან და ვერტმფრენებთან მიახლოვება ძალიან სახიფათოა, რადგან მათში რადიაცია არის დიდი რაოდენობით.

უკრაინის, რუსეთის და ბელორუსიის დაახლოებით 8,4 მილიონი ადამიანი დასხივდა.

7c1fc6af0550

რადიაციის რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 50 მილიონი კიური. ეს შეიძლება შევადაროთ 500 ატომურ ბომბს. ატომური საწვავის დაახლოებით 90% მოხვდა დედამიწის ატმოსფეროში.

ვისაც უფრო გაინტერესებთ ყველაფერი ჩერნობილის კატასტროფის შესახებ შეგიძლიათ უყუროთ National Geographic-სგან ფილმს – “ჩერნობილი. წამით ადრე კატასტროფამდე”.

397ebc020e66

ddfb6510b770

მსგავსი ამბები

Back to top button