გასართობისაკითხავიუცნაური

საინტერესო ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცხოველები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე ჩვენ გვგონია


ადამიანი იმყოფება ევოლუციური კიბის უმაღლეს მწვერვალზე, მაგრამ ცხოველები, როგორც აღმოჩნდა ჩვენ დიდად არ ჩამოგვრჩებიან. ჩემს მომდევნო პოსტში მოგიყვებით იმ ცხოველებზე, რომლებმაც ხალხი გააოგნეს თავიანთი ქმედებებით.

კატამ ზედმესახელად ჯორდანმა გადაარჩინა ხუთი ბავშვი 2007 წელს. ბავშვები რომლებიც თამაშობდნენ თავს დაესხნენ პითბულები. ჯორდანი მამაცურად ჩაება პითბულების წინააღმდეგ ბრძოლაში, ის მათ უყეფდა და კბენდა. მებრძოლმა ძაღლებმაც შეუტიეს ჯორდანს. ერთმა ძაღლმა უკბინა თავზე, ხოლო მეორემ კი უკბინა ზურგზე. ამ ქმედებით ბავშვებმა მოახერხეს თავის შველა. ისტორია სამწუხაროდ დრამატულად დასრულდა: ჯორდანი გარდაიცვალა ჭრილობებისგან, მაგრამ სამაგიეროდ ჯორდანმა გადაარჩინა ბავშვები, ის დააჯილდოვეს მამაცობის მედლით.

1969 წელს ბოკვერი ზედმეტსახელად კრისტიანი შეიფარეს ორმა ძბებმა. როდესაც ლომი გაიზარდა ის გაუშვეს გარეულ სამყაროში. ერთი წლის შემდეგ ყოფილი პატრონები დაბრუნდნენ. მათ შეატყობინეს, რომ ამჟამად კრისტიანი არის პრაიდის წინამძღოლი. უთხრეს, რომ ლომს ის ხალხი აღარ ახსოვს ვინებმაც გაზარდეს. წარმოიდგინეთ როგორი იყო გაკვირვება, როდესაც მოხდა შემდეგი:

სამი კაცი ნიღბებში ცივი იარაღებით შევარდნენ პატრიცია ედსჰედის სახლში, მაშინ როდესაც პატრიცია ამზადებდა ჩაის. ქმარმა, როდესაც მიხვდა ყველაფერს დასახმარებლად გაიქცა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქმარს ხელში ჩაარტყა მაჩეტე. პატრიცია თავდამსხმელის პირისპირ აღმოჩნდა სამზარეულოში სტაფორდშირის ტერიერთან – ოისთან ერთად. ძაღლმა ხელზე უკბინა თავდამსხმელს, ხოლო თავდამხსმელმა ოის თავში ჩაარტყა მაჩეტე, მაგრამ ამან ძაღლი ვერ შეაჩერა. ოიმ მიყვა თავდამსხმელს, მანამ სანამ, თავდამსხმელმა არ დატოვა სახლი. ასე გადაარჩინა სტაფორდშირის ტერიერმა პატრონის სიცოცხლე სიკვიდილისგან.

უპატრონო ცხოველების თავშესაფრის დირექტორმა წაიყვანა უსინათლო ესპანიელი ზედმეტსახელად ელი თავისთან. სხვა ძაღლი ზედმეტსახელად ლეო, რომელიც არის გერმანული ავჩალკა გახდა ელის გიდი. როდესაც პატრონს გაჰყავს ძაღლები სასეირნოდ ლეო ყველგან თან დაჰყვება ელის, ასევე ლეო იცავს ელის ყველაფრისგან, მათ შორის სხვა ძაღლებისგანაც.

შიმპანზე სახელად დოროთი გარდაიცვალა შიმპანზეების გადარჩენის ცენტრში კამერუნში. ის გარდაიცვალა გულის უკმარისობით. ამის შემდეგ ხდებოდა წარმოუდგენელი რაღაცეები. მისი ყველა მეგობარი სოლიდარობის ნიშნად მას ეხუტებოდნენ და დიდი მწუხარებით უყურებდნენ დოროთის დაკრძალვას.

ირინა პეპერბერგი იყო აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუშის ზედმეტსახელად ალექსის მფლობელი. თუთიყუშს შეეძლო არამარტო ფერების გარჩევა, არამედ მათი განსაზღვრაც. გოგოსა და თუთიყუშს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მაგრამ 2007 წელს ალექსი გარდაიცვალა. უკანასკნელი, რაც ალექსმა გოგონას უთხრა სიკვდილის წინ, იყო: “შენთან კარგი იყო. მე შენ მიყვარხარ”.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close