უცნაური

საინტერესო ფაქტები ვუდუს კულტზე

1ab81023f663
საინტერესო ფაქტები ვუდუს კულტზე.

ვუდუს კულტს ბევრი მიიჩნევს, როგორც საშიშს და გაუგებარ ნივთს. ბევრ ისტორიებში ვუდუს კულტს აღწერენ, როგორც იდუმალ რელიგიას, რომელიც ტრიალებს ცხოველების მსხვერპლად შეწირვის გარშემო. ასევე მისი დახმარებით შესაძლებელია ჯადოების დადება ადამიანებზე, ასეთი ჯადოები კეთდება თოჯინების დახმარებით, მაგრამ ეს არის სწორი წარმოდგენა.

ვუდუს თოჯინები
ფილმებში ხშირად ვხედავთ მსგავს თოჯინებს. ყველაფერი უფრო რთულადაა. ჩვენ გვაწვდიან არასწორ ინფორმაციას ფილმებში, იმის გარდა, რომ რასაც უკეთებენ თოჯინას, ის ემართება ადამიანს. ჯადოს ძალა იმ შემთხვევაში აქვს, თუკი ის სიმბოლიზირებს კონკრეტულ ადამიანს. იმისათვის, რომ თოჯინას ძალა ჰქონდეს საჭიროა ან ფოტოს, ან პირადი რაიმე ნივთის, ან თმის ღერის მიკრობა თოჯინაზე. ვუდუს თოჯინას, მხოლოდ ზიანის მიყენება არ შეუძლია, მისი დახმარებით შესაძლებელია კეთილი საქმეების კეთებაც. თვითონ თოჯინა არ არის ბოროტების სახექმნილება, ეს არის მხოლოდ იარაღი. ყველაფერი დამოკიდებულია სახის მიზნებისგან, რომელსაც ის იყენებს.

ვუდუს კულტის სამი ტიპი
არსებობს ვუდუს სამი ტიპი. თითოეული ტიპი გამოიყენება აფრიკის გარკვეულ რაიონში და განვითარებულია თავისებურად.

ლუიზიანის ვუდუ. ამ ტიპის ვუდუს იყენებენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში და ასევე ლუიზიანას შტატში. ის ჩამოიტანეს დასავლეთ აფრიკიდან შავკანიანმა მონებმა. ფრანგებმა და ესპანელებმა ის მრავალჯერ შეცვალეს.

დასავლეთაფრიკული ვუდუს მაგია. დღეს ამ ტიპის თოჯინებს იყენებენ ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ბენინი და განა. რადგან სხვა რელიგიები მას არ შეეხნენ, ამიტომაც მაგიას იყენებს 30 მილიონი ადამიანი.

ვუდუს ჰაიტური კულტი. სახელწოდებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ამ ტიპის თოჯინებს იყენებენ ჰაიტიზე. ქრისტიანებმა და ფრანგებმა ის მხოლოდ ცოტათი შეცვალეს.

წითელი მაგია
როგორც ბევრი თვლის არსებობს ორი ტიპის მაგია – თეთრი და შავი. თეთრი მაგიი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებების განკურნება, ხოლო შავი მაგიით მსოფლიოსთვის ზიანის მიყენება. ვუდუ კულტში ასეთი დაყოფა არ არსებობს. თუკი ვუდუს თოჯინას იყენებენ ბოროტი განზრახვებისთვის, მაშინ მას ეწოდება წითელი მაგია. ასეთი სახელწოდება იქიდან მოდის, რომ სულის ფერი არის წითელი. მაშინ როდესაც ადამიანი ბოროტებას, რომელსაც ჰქვია “loa” მისცემს უფლებას სრულიად დაიპყროს ადამიანის თვალები ხდება წითელი. ასეთი თვალებიდან მაშინვე ხდება ცნობილი, რომ ადამიანში არის ბოროტება და ის დომინირებს.

გველი
კულტის მიმდევრები ხშირად ამკობენ თავიანთ ჯადოებს ცეკვებით გველებთან ერთად. ვუდუს მითოლოგიაში გველი ითვლება უმნიშვნელოვანეს ელემენტად. უხუცესი და გველი-ღმერთი არის სახელად დანბალა ან დამბალი. ეს გველი მოიხმეს იმისთვის, რომ შეექმნა სამყარო. წყალი შექმნილი იქნა დამბალის ტყავისგან. დამბალის ცოლად მიიჩნევა აიდა ვებო. მათი სიყვარული დასაბამს აძლევს ბალანსს ქალსა და კაცს შორის. უხუცესი არის გონების სიმბოლო, ასევე სიბრძნის, ინვალიდების, დაუცველების და ასევე პატარა ბავშვების. მას გადაყავს დედამიწის შემდგომ სამყაროში გარდაცვლილები.

მსხვერპლის შეწირვა
ცხოველები მსხვერპლის როლში არიან ვუდუს კულტის განუყოფელი ნაწილები. ბოროტი სულები იყენებენ ცხოველების სისხლს იმისათვის, რომ დაუკავშირდნენ მოკვდავთა სამყაროს. ცერემონიისთვის იყენებენ ცხოველის მომზადებულ ხორცს და ასევე მის სისხლს. თითოეულ სულს წირავენ იმ ცხოველს, რომელიც მასთანაა დაკავშირებული. მაგალითად – გველის სულს ხშირად სწირავენ ქათამს მსხვერპლად.

განკურვნა
წითელი მაგიის გარდა ვუდუს კულტში იყენებენ ასევე ბალახებით განკურვნას. რიტუალის დროს იხმობენ სულს და სთხოვენ მას დახმარებას ავადმყოფი და დაჭრილი ადამიანის განკურვნისთვის. ისინი არამხოლოდ კურნავენ სხეულს, არამედ სულსაც. ბევრი სხვა რელიგიისგან განსხვავებით ვუდუს კულტის მიმდევრები თვლიან, რომ სულები ყოვლის შემძლეები არ არიან. მაგალითად, თუკი დაავადების დიაგნოსტირება შეუძლებელია, მაშინ ვუდუს მიმდევრები რეკომენდირებენ, რომ მიმართოთ მედიკოსებს.

მსგავსი ამბები

Back to top button