არქივი

რომის იმპერიის დაცემის განმაპირობებელი ეკონომიკური ფაქტორები

3fb225b9e241

ძველ რომში მოისაზრება ანტიკური ზესახელმწიფო რომის იმპერია, რომლის ისტორია ჯერ იყო იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს ისტორია, შემდეგ კი წარმატებული სამხედრო ექსპანსიის შედეგად იგი იქცა თავისი დროის უდიდეს ზესახელმწიფოდ, შემდეგ კი რიგი სამოქალაქო ომებისა და შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური არასტაბილურობის შედეგად დაიწყო მისი დაკნინება, რამაც 476 წელს გამოიწვია იმპერიის სრული კრახი. როგორც ვიცით, ქალაქი რომი ძვ. წ. VIII საუკუნეში დაარსდა მდინარე ტიბრის ნაპირზე, პალატინის ბორცვზე. ასევე ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი,რომ მის დაარსებას უკავშირებენ რომის ლეგენდარულ პირველ მეფეს რომულუსს. რაც შეეხება რომის იმპერიას, ის აღმოცენდა რომის რესპუბლიკაში უზენაესი ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევის შედეგად ძვ.წ. 27 წელს. პირველ იმპერატორად ოქტავიან ავგუსტუსი ითვლება, მაგრამ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ იმპერიას საფუძველი ჯერ კიდევ მისმა წინამორბედებმა ჩაუყარეს. უკვე ძვ. წ. I საუკუნეშივე რომის იმპერია განფენილი იყო თანამედროვე პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, მაკედონიის, თურქეთის, სირიის, ისრაელის, ტუნისის და ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიებზე. ხოლო რომის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა. ამ დაპყრობებს კი კეისარმა მიუმატა გალია (თანამედროვე საფრანგეთი), პონტოს სამეფო (თურქეთი) და ბრიტანეთი, ხოლო ოქტავიანემ ეგვიპტე. ამგვარად რომის იმპერია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს მოიცავდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს და დასავლეთ ევროპას. ამის გარდა რომზე დამოკიდებული იყო მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლის მეფეებიც „რომაელი ხალხის მეგობრის და მოკავშირის“ ტიტულს ატარებდნენ. იმ დროინდელ ევროპაში, დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში არ იყო ძალა რომელიც შეძლებდა რომაულ ლეგიონებთან დაპირისპირებას.

a7a92a9d577b

მიუხედავად ძველი რომის სიდიადისა, რომაული ეკონომიკა არასდროს ყოფილა ისეთი რთული, როგორც თანამედროვე ეკონომიკაა. ძველი რომის ეკონომიკა ეფუძნებოდა აგრარულ საქმიანობებსა და მონათმფლობელობას. მისი მთავარი სააზრუნავი დიდი რაოდენობა მოქალაქეების გამოკვება და იმ ლეგიონერებზე ზრუნვა იყო, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში იყვნენ დასახლებულნი. რომაული ეკონომიკის წარმატებაში ძირითადად დომინირებდა აგრარული და სავაჭრო საქმიანობები, ასევე მცირე დოზით სამრეწველო წარმოება. რომაელ ფერმერებს ძირითადად მოჰყავდათ მარცვლეული, ზეთისხილი და ყურძენი. ძირთადი საკვები საშუალებების შემდეგ კი ზეითუნის ზეთი და ღვინო ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო ძველ ცივილიზაციაში. ამ პროდუქტების რომის მიერ წარმოებამ საფუძველი დაუდო რომაულ ექსპორტს. ფერმერებს თავიანთი მოსავლით შეეძლოთ გადაეხადათ ფულადი გადასახადები. ამ სისტემის მეშვეობით რომში როგორც რესპუბლიკური, ასევე იმპერიული წყობის მმართველები სარგებლობდნენ, რადგან ეს იყო საშუალება მოსავლის განაწილებით დაეპურებინათ რომაელი მოსახლეობა და ასევე რეგიონები ხმელთაშუაზღვისპირეთში. სამწუხაროდ , სახელმწიფოს ამ ქმედებამ ფერმერებს მისცა სტიმული გაზეარდათ პროდუქტიულობა, რადაგანაც მარცვლეული უდრიდა ფულადი გადასახადებისაგან თავისუფლებას (და მეტი უფასო მარცვლეულის დისტრიბუციას. მოქალაქეები გახდნენ უფრო მეტად დამოკიდებულები ამ პროდუქტზე. პროვინციებისათვის მარცვლეულით უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან ფაქტორთაგანი, რამაც განაპირობა რომაული ექსპანსია.

202a8cf74b6c

რაც შეეხება დაპყრობილ ქვეყნებს, მათ რიგებში ეწერებოდა ეგვიპტე, სიცილია, ტუნისი, ჩრდილოეთ აფრიკა. ამ ადგილებს ჰქონდათ სასიცოცხლო მნიშვნელობა მარცვლეულის წარმოებაში და შემდეგ მის რომში გადაზიდვაში.მარცვლეული ჯერ იგზავნებოდა ოსტიაში, რომელიც რომის პფიციალური პორტი იყო, ხოლო იქ მიტანილი საქონელი იწონებოდა და სწრაფად მოწმდებოდა, შემდეგ კი იგზავნებოდა მდინარე ტიბრზე, რომის მისადგომებთან , სადაც ის უნდა გადმოტვირთულიყო ხმელთზე და შემდეგ გავრცელებულიყო მთელს იმპერიაში. ინდუსტრიული მრეწველობისა და მანუფაქტურის მნიშნელობა აგრარულ სექტორთან შედარებით ძალიან პატარა იყო.თუმცა ამით იმპერიის სიდიადე და გავლენა ვერ შეფასდება.უდიდესი ინდუსტრიას ძველ რომში წარმოადგენდნენ მაღაროები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ იმპერიას ქვებით უზარმაზარი შენობებისთვის, ასევე რკინით იარაღებისათვის. ასევე ჩრდილოეთ იტალიასა და საბერძნეთში მოიპოვებოდა მარმარილო.დიდი რაოდენობით ოქრო და ვერცხლი მოიპოვებოდა ესპანეთში, რომელსაც იყენებდნენ მონეტებისა და სამკაულების დასამზადებლად,ხოლო ბრიტანეთში ამ დროს იარაღის დასამზადებლად მოიპოვებოდა რკინა, ტყვია და კალა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქალაქებში არსებობდა მცირე ზომის მანუფაქტურები, სადაც მზადდებოდა ხელნაკეთი თიხის ურჭელი, მინა, იარაღი ინსტრუმენტები, სამკაულები და ა.შ.
არანაკლებ საყურადღებოა, რომ რომზე უამრავი სავაჭრო გზა გადიოდა, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც იხმარება. იმის გარდა ,რომ ეს გზები ვაჭრობის განვითარებისათვის იყო საუკეთესო, ასევე ეს გზები ხელს უწყობდა ჯარს სწრაფ მობილიზაციაში. ჯარის მსველობასთან ერთად ამ გზაზე დიდი რაოდენობით საქონელი გადიოდა, იმის მიუხედავად, რომ სახმელეთო გზით პროდუქტის ტრანსპორტირება იყო ნელი და ძვირი. ასეთ სიტუაციებში, სახმელეთო ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ იყო მომგებიანი, თუ პროდუქტი მცირე დისტანციაზე იყო გადასაზიდი, ან თუ ტვირთი მსუბუქი იყო. სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი მოცულობის ტვირთი იგზავნებოდა საზღვაო გზით, როგორიცაა ძვირფასი ლითონები, სამშენებლო მარაგი და ა.შ.არსებობდა მრავალი საზღვაო ხაზი, რომელიც უზრუნველყოფდა იაფ და მარტივ ტრანსპორტირებას ხმელთაშუაზღვის ყველა ნაწილში. თუმცა საზღვაო გზებზე ხშირი იყო მეკობრეების თავდასხმის საფრთხე. მიუხედავად ამ საფრთხისა, მაინც არ არსებობდა უკეთესი ალტერნატივა ტვირთის გადასაზიდად. უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც რომში იმპორტს ახორციელებდნენ, იყვნენ ევროპის ერთ-ერთი ყევლაზე მდიდარი ადამიანები.
ალბათ, არ იქნება სწორი, თუ რომის ეკონომიკურ სისტემაზე საუბარს ისე დავასრულებთ, რომ არ ვახსენოთ რომაული მონეტების სისტემა. რომაელებს ჰქონდათ იმ დროს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულლი მონეტების სისტემა.სპილენძის ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მონეტები იყო სახელმწიფოს მიერ მოჭრილი და იჭრებოდა მკაცრი პარამეტრების გათვალისწინებით(ანუ ზუსტი წონა, ზომა და ლითონის შემადგენლობა.) მონეტები ფაქტობრივად წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშებს. მმართველები მათ ხშირად იყენებდნენ ახალი ამბებიბის გასავრცელებლად თუ პროპაგანდისათვის.

cf269d162f6a

ცოტა წინ რომ წავიწიოთ, წინამორბედი იმპერატორებისგან განსხვავებით, ავგუსტინიანეს სისტემა(საგადასახადო) მეტ–ნაკლებად პროგრესული იყო. ავგუსტინიანემდე შემოღებული იყო ბეგარა სოცალური და მატერიალური მდგომარეობის მიხედვით. ყოველივე ეს ხელს უწყობდა მწარმოებლურობის შემცირებას და საგადასახადო სისტემაც ნაკლებად ეფექტიანი იყო. ავგუსტიანეს დროს კი შემოიღეს ფიქსირებული გადასახადი, რამაც მიწისმოქმედთა პროდუქტიულობა გაზარდა. ამიერიდან იმ შემოსავლიდან, რომელსაც ადამაინები იღებდნენ, მხოლოდ კონკრეტული რაოდენობა მიდიოდა რომის სახელმწიფო ხაზინაში. ყოველივე ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ეკონომიკურ განვითარებასა და ხალხის სიმდიდრეს ზრდიდა. რეალურად რომ განვსაჯოთ, ავგუსტინიანეს რეფორმა ამაღლებდა მოტივაციას, რომ ეწარმოებინათ.
რომის ეკონომიკის აღზევება და დაცემა – რომის ეკონომიკურმა რეფორმებმა, მათ შორის: მთელი ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე სახმელეთო ტერიტორიებისთვის შექმნილმა საერთო ბაზარმა, სტაბილურმა, უცვლელმა ვალუტამ და შემცირებულმა, ზომიერმა გადასახადებმა დადებითი გავლენა მოახდინეს ვაჭრობაზე. კეით ჰოკინსის აზრით, იმ ფაქტზე, რომ ვაჭრობა განვითარდა, აშკარად უნდა მეტყველებდეს სწორედ ამ პერიოდში(რესპუბლიკის ბოლო პერიოდი და ადრეული იმპერია) გემების მკვეთრად გაზრდილი ჩაძირვები. ვაჭრობის განვითარება ლოგიკურად იწვევს ნავიგაციის განვითარებასაც. ასეთი ფაქტების სიმრავლე კი სწორედ ამ დროიდან შეიმჩნევა, რაც რომის იმპერიის ეკონომიკურ აღმასვლას უნდა „დავაბრალოთო“, ამბობს ის. ჰოკინსი აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ ამავე პერიოდში ძალიან გაიზარდა რომაული ფულის მიმოქცევახმელთაშუა ზღვისპირეთში,რასაც მოჰყვა ვაჭრობის გავრცელება ამავე რეგიონში. იწარმოებოდა მეტი გასაყიდი საქონელი, იხვეწებოდა სავაჭრო მომსახურებსი სფერო და ა.შ. ფულის მიმოქცევის გაზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ქეშზე გადასახადების თუ ქირის გადახდისას, რაც გვაჩვენებს, თუ რატომ არ იყო ფულის გაზრდილი მიმოქცევა ინფლაციის განმაპირობებლი.

d4d882e58eaf

იმპერიის ადრეულ ეპოქაში რომის იმპერიას იმდენად დიდი შემოსავალი ჰქონდა, რომ მდგომარეობამ გააჩინა შესაძლებლობა, წამოეწყოთ მასობრივი სამშენებლო სამუშაოები. ავგუსტუსი აშენებდა გზებს, ხიდებს, რესტავრაციას ახდენდა ძველი ტაძრებისა თუ შენობებისა. განსხვავებით მისგან, ტიბერიუსი ჩამოშორდა მშენებლობების პროექტს და ხელი მიჰყო შემოსავლების დაგროვებას, რამაც რომის იმპერია მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. ეს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა მას შემდეგ, რაც მიიღეს მევახშეობის ინსტიტუსი აღდგენის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ეს ინსტიტუტი მანამდე დიდი ხანი გაუქმებული იყო. რაც შეეხება კლავდიუსის იმპერატორობის ხანას, ის მნიშვნელოვანი იყო ბრიტანიის ტერიტორიის შემოერთების თვალსაზრისით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტრაიანეს მოღვაწეობა, რომლის დროსაც რომის იმპერიის საზღვრები ყველაზე მეტად განივრცო, რომის იმპერია საკმაოდ დიდ ტერიტორიას იტევდა, რომლის მართვა რთული იყო. ეს ნიშნავდა იმას, რომ ნაკლებად ცენტრალიზებული ხელისუფლება ვერ მიიღებდა სარგებელს პროვინციათა ხარკებისგან და ხაზინა უშუალოდ იმპერიის ტერიტორიაზე მიღებული შემოსალიდან უნდა შეევსო. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსები რომის შემდგომ იმპერატორებს აქებდნენ ავგუსტიანესეული ჩაურევლობის პრინციპის შენარჩუნებაში, ფაქტი იყო, რომ იმპერიას სჭირდებოდა შემოსავლები, რომლებსაც ვერ იღებდა, ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, ძირს უთხრიდა რომის იმპერიის ეკონომიკურ აღმავლობას.
გადასახადების გადახდის ახალი ფორმა და ინფლაცია – ჯერ კიდევ მაშინ, როცა რომს ნერონი მართავდა, ქვეყანას გაზრდილი შემოსავლები ესაჭიროებოდა, რათა გამკლავებოდა სხვადასხვა გადასახადებს, რომელიც ხმარდებოდა ბიუროკრატიასა და თავდაცვას. რადგანაც ქვეყანაში ვერ ხდებოდა გაზრდილი გადასახადების გადახდა, ნერონი და შედგომი იმპერატორები პრობლემის დაძლევის ახალ გზას მიმართავდნენ, აყალბებდნენ რა მონეტებს. ისინი მონეტებს აღარ ასხამდნენ ძვირფასი ლითონისგან, ეს გადასახადების გადახდის ერთ–ერთი საშუალება იყო, რა თქმა უნდა.
საუკუნეების განმავლობაში რომში სამი სახის მონეტის მიმოქცევა იყო: ოქროს, ვერცხლისა და სპილენძისა. ყველაზე ძვირფასი ოქროს მონეტა იყო, რომლის 42 ცალი=1 ფუნტს. 84 ვერცხლის ფული=1 ფუნტს. 1/4ვერცხლის ფული=1სპილენძის ფულს, 25 ვერცხლის ფული=1 ოქროს ფულს. ძირითადად მიმოქცევაში ვერცხლის ფული იყო. ნერონმა მონეტაში ვერცხლის შემცველობა 90%მდე შეამცირა და იმისთვის, რომ მასსა და ოქროს ფულს შორის მიმართება უცვლელი დარჩენილიყო, ეს უკანასკნელი ზომაში დააპატარავა.

ნერონი

ტრაიანემ კი მონეტაში ვერცხლის შემცველობა 85%მდე შეამცირა, მაგრამ შეინარჩუნა მისი ოქროს მონეტასთან მიმართება. ფულის ამგვარი გზით გაყალბება გრძელდებოდა მარკუს ავრელიუსის დროსაც, მან მონეტაში ვერცხლის შემცველობა 75%მდე დაიყვანა, ტენდენცია გააგრძელა სევეიურსმაც, მის დროს ვერცხლის პროცენტობა 50–მდე შემცირდა. შედეგად, ა.წ. მესამე საუკუნისთვის ზემოხსენებულ მონეტაში მხოლოდ 5% ვერცხლი გახლდათ. მსგავსი ტენდენციის მიუხედავად რომის იმპერიის ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ეს განპირობებული იყო ე.წ. Gresham’s law (“bad money drives out goods”). ხალხს შემონახული ჰონდა ძველი, მაღალი ვერცხლის შემცველი მონეტები, რითაც იხდიდნენ გადასახადებს, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს შემოსავალი არ გაზრდილა. აი, როგორ ხსნის სიტუაციას აურელიო ბერნარდი: „ეს მიდგომა თავდაპირველად საკამოდ მომგებიანი და წარმატებული გამოდგა, მაგრამ შემდგომ ხრიკი გაფუჭდა, იმპერატორები თავად უწყობდნენ ხელს ფულის გაუფასურებას. ფასები მკვეთრად იზრდებოდა, რის პროპორციულადაც იზრდებოდა სახელმწიფო ხაზინის შემოსავალიც, თუმცა, ბუნებრივია, ეს ნამატი არაფრის მომცემი იყო და რომის იმპერიის ფინანსურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახა“

6d515fa7361d

იმპერატორები შემოსავალს ზრდიდნენ სახელმწიფო ქონების გაყიდვით. ასევე მოიგონეს სხვადასხვა მიზეზები, რომლებითაც დაპყრობილ მოსახლეობას ახდევინებდნენ ხარკს, რომელიც სინამდვილეში არ იყო ხარკი, არამედ ნებაყოფლობითი შემოწირულობა, რომელიც ძირითადად ხმარდებოდა სხვადასხვა საყოველთაო ღონისძიების(მაგ, აღსანიშნავი გამარჯვების) მოწყობას. იმპერატორი კალიგულა ხშირად აწყობდა ასეთ ზეიმებს შემოსავლების გაზრდის მიზნით. ცნობილი ისტორიკოსი როსტოვტზეფი ამ ხერხს „უბიწო ქურდობას“ ეძახდა.
ჩვეულებრივი რომაელების გადასახადები არ იზრდებოდა, სამაგიეროდ იზრდებოდა მოქალაქეობა, ხელისუფლების ხელშეწყობით. მდიდრების მდგომარეობა კი მძიმე იყო, რადგან მათი გადასახადი საკმარისზე მეტად იწევდა.
ყველა იმპერატორი მიყვებოდა ფულის გაყალბების პოლიტიკას, მათი უმრავლესობა აწესებდა მაღალ გადასახადებს შეძლებული ფენის მიმართ. ომი ელიტის წინააღმდეგ არ ყოფილა მხოლოდ ფინანსური კუთხით განპირობებული, არამედ ეს მიდგომა გულისხმობდა სენატორთა კლასის განადგურებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მართავდა რომს. ამ მეთოდით იმპერატორები მათ პოტენციურ მეტოქეებსაც იშორებდნენ თავიდან. საბოლოოდ, იმპერატორებმა დაიჯერეს, რომ არმია სახელმწიფოს სიძლიერის ერთადერთი გარანტი იყო და მთელ ძალისხმევას მათ შენახვასა და განვიტარებას ანდომებდნენ. გაძლიერდა რა წნეხი მდიდრებზე, მათი საკუთრების უფლებები შეილახა, კლასი განადგურდა და გადასახადების გადახდა აღარ შეეძლო, შესაბამისად, მთელი სიმძიმე დააწვა დაბალ სოციალურ კლასს, რომელიც მოხვდა არნახულ წნეხში, გაღარიბდა , ეკონომიკური ზრდა შენელდა, ფაქტობრივად შეჩერდა. როგორც როსტოვტზეფი ამბობდა, რაც მეტი იყო წნეხი მაღალ სოციალურ ფენებზე, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში ცვივდებოდნენ დაბალი სოც. ფენის წარმომადგენლები.
კერძო საკუთრება თითქმის აღარ არსებობდა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სავალალო გახდა მაშინ, როცა რომაულ არმიას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ფინანსური თანადგომა. იმპერიის საზღვრებთან იყო გაუთავებელი თავდასხმები გერმანული ტომებისა, ირანელებისა, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. თანდათან ყველამ გააცნობიერა, რომ იმპერატორის ძლიერება ჯარის ძლიერებით იყო განპირობებული და ამ ჯარს შენახვა სჭირდებოდა(ეს კი მაღალი სოციალური ფენის განადგურებით, საკუთრების მოსპობით ვერ განხორციელდებოდა).

0bf293460362

ფულადი ეკონომიკის განადგურებასთან ერთად, ნორმალური საგადასახადო ინსტიტუტიც მოიშალა. ამან სახელმწიფო აიძულა სხვა გზით მოეპოვებინა ის რესურსები, რომელიც სჭირდებოდა. მაგალითად, საჭმელი და საქონელი ფერმერებისგან მოჰქონდათ. სხვა მწარმოებლებიც იძულებულნი იყვნენ გაეღოთ ის რესურსები, რაც რომაულ არმიას სჭირდებოდა. შედეგი, რა თქმა უნდა, კატასტროფული იყო. ასეთმა პოლიტიკამ სახელმწიფოს მესვეურნი აბსოლუტურ ტერორიზმამდე მიიყვანა, ისინი გვიან მიხვდნენ, რომ ხელი უნდა შეეწყოთ მწარმოებლობის განვითარებისათვის, საკუთრების არსებობისათვის. ამ მიმართულებით წასვლის შემდეგ ადამიანებს ისევ ტერორში უწევდათ ცხოვრება, რადგან მათ აიძულებდნენ ეწარმოებინათ, ემუშავათ. ისინი აღარ ფლობდნენ თავისუფლებას თავად განეკარგათ თავიანთი ცხოვრება. სამხედროებსაც აიძულებდნენ სულ სამხედროებად დარჩეილიყვნენ. მათ შვილებს არ ჰქონდათ უფლება, სხვა პროფესიას დაუფლებოდნენ. მაღალი ფენის წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ აეკრიფათ გადასახადები ანაზღაურების გარეშე. გადასახედების ამკრეფელები იძულებულნი იყვნენ აღერიცხათ თავიანთი ქონება, რამაც რომის იმპერა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა: ხალხი ქონებას მალავდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იმ მასისთვის იყო, რომელიც ჯერ კიდევ პოულობდა გზას, რომ გამდიდრებულიყო. ამიერიდან ისინი ცდილობდნენ გამოჩენილიყვნენ ყველაზე ღარიბები, რადგან სიმდიდრის პროპორციულად უწევდათ ემუშავათ ანაზღაურების გარეშე. ამას დაემატა ისიც, რომ კონსტანტინემ (308-337 ახ.წ.)განაგრძო დიოკლიტიანეს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება შემდეგი ხერხით: ის მუშებსა და მათ შთამომავლებს უფრო და უფრო დამოკიდებულს ხდიდა თავიანთ მიწებსა თუ სამუშაო ადგილებზე. მაგალითად, 332 წელს მან შემდეგი პეტიციაც კი გამოსცა:
“ნებისმიერი პიროვნება, ვის მფლობელობაშიც არის მდგმური/ მობინადრე, რომელიც ეკუთვნის სხვა ადამიანს, ვალდებულია, რომ არა მარტო დააბრუნოს ის მდგური/მობინადრე თავის დაბადების ადგილას, არამედ თავის თავზე აიღოს/იკისროს სულადობრივი გადასახადი ამ კაცისათვის იმ დროის მანძილზე, რაც ეს კაცი, ანუ მდგმური, მასთან იყო. ისეთი მდგმურები, რომლებიც განიზრახავენ გაქცევას, შესაძლებელია/დაშვებულია, რომ ჯაჭვებით დაიბან და გადავიდნენ მონურ მორჩილებაში, ისე, რომ მონური მორჩილების განაჩენის ძალით ისინი იძულებულნი გახდნენ, შეასრულონ მოვალეობები, რომლებიც თავისუფალ ადამიანებს შეეფერება.”

36b829ba5070

აღნიშნული ძალისხმევის მიუხედავად, მიწა კვლავ ხშირად მიტოვებად და გაყიდვად ობიექტად რჩებოდა. მრეწველობამ გადაინაცვლა რეგიონებში, რის გამოც რომი, როგორც ასეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით დაემსგავსა ცარიელ ჭურს. მართალია გადასახადები კვლავ არსებობდა და რეგიონებშიც მარცვლეული და სხვა სასარგებლო მადნეული კვლავ იწარმოებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იმ სიტუაციიდან გამოსასვლელად ეს არ იყო საკმარისი. რომაელთა დიდი ნაწილი, რომელიც ფაქტობრივად უბრალო ბრბოს წარმოადგენდა და სასახლის კარის ფავორიტები კვლავაც უსაქმურად რჩებოდნენ. გარდა იმისა, რომ თავად არანაირი მონაწილეობას არ იღებდნენ არაფრის წარმოებაში, ამასთან ერთად უფრო და უფრო მეტს მოითხოვდნენ ხარკისა თუ გადასახადის სახით, რაც პირდაპირ ნიშნავდა პროდუქტიული კლასებისათვის ტვირთის უფრო დამძიმებას. ამასთან ერთად, პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო და შესაბამისად ეროვნული თავდაცვისათვის, სახელმწიფო კვლავ აგრძელებდა საშემოსავლო გადასახადების არა მარტო აკრეფვას, არამედ მათ გაზრდასაც კი. მაგალითად, გაყიდვებზე მიღებული საშემოსავლო გადასახადი 1%-იდან 4.5%-მდე გაიზარდა. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სახელმწიფო ხაზინა კვლავ აგრძელებდა დაცარიელებას, რისი მიზეზიც გახლდათ, ის, რომ გადასახადთა გადამხდელები უფრო და უფრო მეტ დროსა და ენერგიას უთმობდნენ იმ სქემებისა თუ გზების შემუშავებას, რომელთა დახმარებითაც მათ უფრო ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის განაკვეთი გაიზარდა, საგადასახადო შემოსავლები დაეცა, რამაც უკუპროპორციულად გაზარდა რომაული იმპერიის დაცემის ტემპი. მოკლედ რომ ვთქვათ, გადამხდელებმა, საზოგადოებასთან ერთად, სხვადასხვა გზებით, იურიდიული თუ უკანონო, მათ გარშემო დაიწყეს მცირე თემების ორგანიზება, შედეგად კი თავიდან აიცილეს თითქმის ყველანაირი გადასახადი. ამის გამო, მცირე მიწათმფლობელები უსწრაფესი ტემპით გაკოტრდნენ, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ხომ სწორედ მათ უწევდათ დაცარიელებული ხაზინის გადასახადებით ამოვსება და ამასთან ერთად მსხვილი მიწათმფლობელების „მფარველობა“, „გამოკვებვა“ საკუთარი სახსრებით. ასეთ სიტუაციაში, მათ რჩებოდათ ერთადერთი გამოსავალი, ისინი ხდებოდნენ ასეთი მსხვილი მიწათმფლობელების მონები, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ მონები გადასახადებს არ იხდიდნენ. მაშ ასე, პროდუქტიული მოსახლეობის კლება კვლავ გრძელდებოდა, შესაბამისად გრძელდებოდა ხაზინის დაცარიელებაც. ასეთ პირობებში შეუძლებელი გახდა გასამრჟელოს გადახდა არმიისათვის, ფლოტებისა თუ არმიის სხვა დანაყოფების გამაგრება, რაც პირდაპირ ნიშნავდა საზღვრების დასუსტებას. ბარბაროსული შემოსევები, რომლებიც V საუკუნეში რომისათვის საბოლოო დარტყმად შეგვიძლია ჩავთვალოთ, იყო ფაქტობრივად კულმინაცია, იმ 3 საუკუნის გაუარესებული ფისკალური შესაძლებლობებისა, რომლითაც სახელმწიფოს შეეძლო თავი დაეცვა. ასეთ პირობებში, ბევრმა რომაელმა ბარბაროსი მიიღო როგორც თავიანთი მტანჯველი გადასახადებისაგან მხსნელი.

75fc7df2401c

მიუხედავად იმისა, რომ რომის დაცემა მსოფლიო კატაკლიზმადაც კი ითვლება, თავად რომაელებისათვის ეს არც თუ ისე რთული გადასატანი აღმოჩნდა. ჰენრი პირენი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც დამპყრობლებმა სახელმწიფოს ჩამოაშორეს წინამორბედი ადგილობრივი მმართველები, მათ თავად დაიკავეს მათი ადგილები. ამ ეტაპზე, მათ არ ჰქონდათ სტიმული იმისა, რომ გაეძარცვათ და აეოხრებინათ მიმდებარე დასახლებები, არამედ პირიქით, ისინი ცდილობდნენ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თავად აკონტროლებდნენ. შედეგად, ელოდებოდნენ იმას, რომ ასეთ დადებით პირობებში მცხოვრებლები შეძლებდნენ მეტი ფულის გამომუშავებას, რაც პირდაპირ ნიშნავდა გადასახადების შემოდინებას.
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომის იმპერიის დაცემა გამოწვეული იყო ეკონომიკის ფუნდამენტური გაუარესებით, გაბერილი გადასახადებითა და რეგულაციების კონტროლის სფეროდან ამოვარდნით, მათი უმართავობით. მაღალმა გადასახადებმა არ გაამართლა, იმ მხრივ, რომ მათ მეტი შემოსავალი ნამდვილად ვერ გაუჩინეს სახელმწიფოს. ამის მიზეზი კი გახდათ ის, რომ, როგორც მანამდე აღვნიშნე, გადამხდელები პოულობდნენ ახალ გზებს, რომელთა საშვალებითაც წარმატებით იცილებდნენ სხვადასხვა სახის გადასახადებს. თანდათან ქრებოდა საშუალო ფენა – ზოგი ღარიბდებოდა, ზოგი კი ხდებოდა მსხვილი მიწათმფლობელის მონა.

d86462840678

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ რომის დაცემას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიისათვის, იქ არსებული პირობების გამო, თავად რომაელებისათვის ეს ფაქტი არა კატასტროფა, არამედ პირიქით – ხსნაც კი იყო.

Frida

:)
Back to top button