გასართობისაკითხავისასარგებლო

ბერნინი – აპოლონი და დაფნე

http://s020.radikal.ru/i718/1404/28/f6bee3ec9d4c.jpg

ჯოვანი ლორენცო ბერნინი ბაროკოს სტილის სულისკვეთებით გამსჭვალული მოქანდაკე, ფერმწერი და არქიტექტორია. იგი იტალიური ბაროკოს ყველაზე თვალსაჩინო ფიგურად ითვლება, ხოლო თუ თარიღებსა და ქრონოლოგიას გავითვალისწინებთ, მისთვის არც ამ განუმეორებელი სტილის ფუძემდებლის სტატუსის მინიჭება იქნებოდა დიდად მკრეხელობა. ბერნინი შთაბეჭდილებას ადვილად ახდენს გაზვიადებული მოძრაობებითა და ადვილად აღსაქმელი დეტალებით. ხელოვანი რომის პაპებთან და ზოგადად კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოებული პირი გახლდათ, რამაც გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მისი პოპულარობა, ოღონდ არამც და არამც ნიჭიერება. ლორენცო ბერნინი რენესანსის ეპოქისგან იმითაც განსხვავდება, რომ არა მხოლოდ აღორძინებისთვის დამახასიათებელი შვიდი საიდუმლოს აღწერისგან, არამედ ახალი აღთქმის სიუჟეტებისგან საერთოდ განრიდებას ცდილობს. იგი, ძირითადად, მითოლოგიურ და ძველი აღთქმის ისტორიებს გადმოსცემს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია: „ჰადესიდან პერსეფონეს მოტაცება“, დავითის რამდენიმე სკულპტურა, „აპოლონი და დაფნე.“ სწორედ ამ უკანასკნელის, ჩემთვის ყველაზე საინტერესოს, გარჩევას შევეცდები ამ პოსტის ფარგლებში, რომელიც ბერნინიმ სრულიად ახალგაზრდამ, 24 წლის ასაკში, გამოაქანდაკა.

http://s04.radikal.ru/i177/1404/a9/3a64a4128ac1.jpg

„აპოლონი და დაფნე“ ბერძნული მითოლოგიის სიუჟეტზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც მზის ღმერთს კუპიდონის დახმარებით შეუყვარდა ნინფა დაფნე, რომელმაც აპოლონის სიყვარული არ გაიზიარა. ქალმა ღმერთებს სთხოვა ისეთ რამედ გადაექციათ, რომ აპოლონს მასთან მიკარება ვერ შესძლებოდა. სიუჟეტის მიხედვით აპოლონი მისდევს ნინფას და ზუსტად იმ წამს, როცა ღმერთმა თითქოს ხელთ უნდა იგდოს ნანატრი მიჯნური, ფერიას ნატვრა უსრულდება, მისი ტანი – ხედ, ხელები – ტოტებად, თმა, თითები და ფრჩხილები კი ფოთლებად გადაიქცევა. ვირტუოზი მოქანდაკე კი ახერხებს ამ ყველაფრის ერთდროულად გამოსახვას. ამ შემთხვევაში არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში მე არ ვარ შემძლე, დავინახო ბერნინის ჩანაფიქრის სითამამე, რადგან იგი ქანდაკებაში ხაზს უსვამს მითოლოგიური ტექსტის ყველა ნიუანსს, თუმცა, შეუძლებელია, არ აღინიშნოს შესრულების ბრწყინვალე ოსტატობა.

http://i024.radikal.ru/1404/ee/f3a885ea54e5.jpg

ცნობილია ფაქტი, რომ ქანდაკების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვალების ზუსტად ისე გამოსახვა როგორც სინამდვილეშია, თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ბერნინისეული დაფნე, ამ შემთხვევაში, სავსებით ახერხებს თვალებით დამთვალიერებელისთვის მინიშნების მიცემას. იგი აპოლონისკენ გახედვას ლამობს, ცდილობს დაინახოს, ისევ მოსდევს თუ არა მისთვის ასე საძულველი ღმერთი. გაღებული პირი გვაფიქრებინებს, რომ ბაგედან თითქოს არაადამიანური, შემზარავი ხმა ამოსდის. იმპოზანტური ნინფა ადამიანურ ბუნებას ემშვიდობება, ეს არის მტკივნეული დასასრული ამქვეყნიურობისა, მასში ძლიერდება შინაგანი პათოსი, ეს ყველაფერი კი თვითმკვლელობას ჰგავს, თუმცა მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება მასზე უარესიც იყოს.
აპოლონზე დაკვირვებისას ერთდროულად რამდენიმე რამის ამოკითხვაა შესაძლებელი; უკან გაწეული მარჯვენა ხელი და სახის გამომეტყველება მიანიშნებს იმაზე, რომ იგი შემცბარია, მზის ღმერთმა არაფერი იცოდა დაფნეს სურვილის შესახებ, რადგან ნინფა ფიქრით შესთხოვდა ღმერთებს ამ ყველაფერს, ამიტომაცაა ასე გაოგნებული მომხდარით და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღიქვამს რა ხდება მის გარშემო. აპოლონს თითქოს სურდა მეორე ხელითაც ჩაბღუჭებოდა ნინფას, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა ხელი ინსტიქტურად გააწევინა უკან, სხეულიც უფრო მოდუნებულია და უსუსური იმისთვის, რომ დაფნე დედამიწაზე დააკავოს. აპოლონი აანალიზებს, რომ კარგავს დაფნეს, მასში ერთდროულად იკითხება სიყვარული, გულისტკივილი, ლიბიდო, თანაგრძნობა, კრძალვა, გაკვირვება და რაც მთავარია, წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ღმერთია, არ შესწევს ძალა ამ უბედურების შეჩერებისა.
აპოლონის და დაფნეს შემთხვევაშიც აღსანიშნავია მოძრაობის დინამიკა, „კადრი“ იმ მომენტშია გაჩერებული, როცა ქარი მათ თმას ჯერ კიდევ აფრიალებს, როცა დაფნე კვლავ სულიერი არსებაა და შეუძლია ადამიანურად განიცადოს. შესამჩნევია ისიც, რომ პერსონაჟები ჩვენ არ გვიყურებენ, ყველაფერი დამთვალიერებლების მიღმა ხდება, მაგრამ ჩვენ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, თავისთადად ვხდებით დაფნეს ტრაგიკული ტრანსფორმაციის თვითმხილველნი.
ლორენცო ბერნინმა არა მხოლოდ ზღაპრის სახით გადმოგვცა მითოლოგიური სიუჟეტი, ანუ დაფნესა და აპოლონის ვერბალური ისტორია, არამედ მარმარილოში გააცოცხლა იგი, შეძლო გამოეყენებინა ხელოვნების ძალა და ტრაგიკული ისტორია ჩვენამდე კიდევ უფრო მძაფრი ტონით მოეტანა. ამაზე უფრო ფუჭი დასასრული ადამიანურობისა კაცობრიობას ჯერ არ ახსოვს. შეიძლება ითქვას, რომ ბერნინმა მითოლოგია გააცოცხლა, ქვა დაამარცხა და ჩვენ, უბრალო ადამიანებს, იმის შეგრძნება დაგვიტოვა, რომ მზის ღმერთს სამარადჟამოდ ეყვარება ნინფა დაფნე, მუდამ მისი ხსოვნის სადარაჯოზე იდგება და ერთდროულად ყველაზე საყვარელ და საძულველ ხეს უხვად დაასაჩუქრებს, მცენარისთვის ასე საჭირო, მზის სხივებით.

ბერნინის სხვა ნამუშევრები

“პლუტონი და პროსერპინა” გნებავთ “პროსერპინას მოტაცება ჰადესიდან”

http://i069.radikal.ru/1404/d9/5431d4e0df67.jpg

http://s51.radikal.ru/i131/1404/e4/7c3991a7894e.jpg

http://s019.radikal.ru/i643/1404/36/16c5801a3620.jpg

“ქველმოქმედება 4 ბავშვთან ერთად”
http://s020.radikal.ru/i712/1404/cc/880fcb6bbd9c.jpg

დავითი
http://s019.radikal.ru/i603/1404/1a/03419264afb1.jpg

მთვარის ფანტანი
http://s018.radikal.ru/i521/1404/5b/f42b883dc23c.jpg

ოთხი დამფუძნებელი
http://s018.radikal.ru/i508/1404/ab/65dff6a44d4f.jpg

წმინდა ტერეზას ექსტაზი
http://s020.radikal.ru/i722/1404/bc/1aca17cd23fc.jpg

http://s019.radikal.ru/i643/1404/f5/e70bae31359d.jpg

თეგები
Close
Close