არქივი

ბენჯამინ ფრანკლინი – 13 სათნოება

Image Hosted by ImageShack.us

უკომენტაროდ გთავაზობთ:

1.
თავშეკავება არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.


2.
დუმილი ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.


3.
წესრიგი ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.


4.
გაბედულება გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.


5.
მომჭირნეობა ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.


6.
სიბეჯითე არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.


7.
გულწრფელობა არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.


8.
სამართლიანობა არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.


9.
ზომიერება მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.


10.
სისუფთავე არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.


11.
სიდინჯე არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.


12.
უმწიკვლობა იყავი ზნეობრივად წმინდა.


13.
თავმდაბლობა მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

მსგავსი ამბები

Back to top button