გართობაუცნაური

ცხოველების მიერ ოკუპირებული კუნძულები

504d6d2b39cc

პოსტში წარმოგიდგენთ კუნძულებს, რომელთა მცხოვრებლების უმეტეს ნაწილს შეადგენენ არა ადამიანები, არამედ ერთი სახეობის ცხოველები.

1. ტასიროძიმა, იაპონია – კატების კუნძული

9f759165b70f

იაპონიის სამხრეთით მდებარე პატარა წყნაროკეანურ კუნძულზე მხოლოდ 100 ადამიანი ცხოვრობს. რიცხვობრივად მათ მნიშვნელოვნად აჭარბებენ კუნძულის სხვა მცხოვრებნი: კატები, რომელთა გამოც ტასიროძიმამ მეტსახელი – კატების კუნძული, მიიღო.

ტასიროძიმა არ ითვლება კატების ისტორიულ სამშობლოდ. ეს ცხოველები აქ ასწლეულის წინ, თაგვებთან საბრძოლველად შემოიყვანეს. კატებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი, თუმცა მათი კუნძულზე ყოფნის საჭიროება ამით არ დასრულებულა: ადგილობრივმა მეთევზეებმა შენიშნეს, რომ კატები გრძნობენ ამინდის მოსალოდნელ ცვალებადობას და დაიწყეს მათზე დაკვირვება სათევზაოდ გასვლის წინ.

2011 წლის მარტში ტასიროძიმას მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს და მთელი სანაპირო დატბორა. კატასტროფამ ადამიანური მსხვერპლის გარეშე ჩაიარა: კატების უნარის წყალობით მოსახლეობა ცუნამის დარტყმამდე გაიხიზნა მთებში.

2. ოკუნოსიმა, იაპონია – კურდღლების კუნძული

03be04f47ec4

ოკუნოსიმა კიდევ ერთი იაპონური კუნძულია, რომელზეც დიდი რაოდენობით ცხოველები გვხვდება.

კუნძულს არც თუ ისე სახარბიელო ისტორია აქვს: 1920-იანი წლების ბოლოს აქ იწარმოებოდა მომწამვლელი აირი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამერიკელებმა ქარხნები დახურეს. ხოლო კუნძულის მცხოვრებლებმა, რომლებიც ამ აირის წარმოებით იყვნენ დაკავებულები, სამსახურის დაკარგვის გამო დაიწყეს მისი დატოვება.

6aa81f657db0

ერთ-ერთი ვერსიით, კურდღლები კუნძულზე კვლევებისთვის ჩამოიყვანეს, მეორე ვერსიით კი მათი დახმარებით მოწმდებოდა კუნძულზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ. მესამე ვერსიით კი, კურდღლები სულაც მოსწავლეებმა მოიყვანეს, რომლებიც კუნძულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

როგორც არ უნდა იყოს, მტაცებლების არარსებობისადა ასევე იმ კანონის წყალობით, რომელიც კრძალავს მათზე ნადირობას, კურდღლების რაოდენობა უსასრულოდ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფუმფულა ცხოველებს სულაც არ ეშინიათ ადამიანების და მათთან სიამოვნებით ურთიერთობენ.

3.შობის კუნძული, ავსტრალია – კიბორჩხალების კუნძული

c54712237815

ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლოს, შობის კუნძული “წითლდება”. ამ პერიოდში ხდება კუნძულის მთავარი მცხოვრებლების – წითელი კიბორჩხალების, მიგრაცია ტყეებიდან ზღვის მხარისკენ. უსასრულო “წითელი ბილიკები” აფერხებენ ფეხით მოსიარულეებს და ასევე მანქანებისა და მატარებლის მოძრაობას.

გასაკვირია, რომ კუნძულის აღწერისას, რომელიც შედგენილია ძველი მცხოვრებლების მიერ, არსადაა ნახსენები კიბორჩხალები. სავარაუდოდ, მათი პოპულაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც კუნძულზე ამოწყდა ვირთხების ერთბაშად ორი სახეობა.

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Back to top button