არქივი

ცხოველები – რეკორდსმენები

0f8c45bea0f2
მსოფლიო რეკორდების დამყარება შეუძლიათ არამხოლოდ ადამიანებს არამედ ცხოველებსაც. ჩემს მომდევნო პოსტში მოგიყვებით ცხოველებზე, რომლებსაც აქვთ რეკორდსმენის ტიტულები მინიჭებული.

ცხოველების ზოგიერთი წარმომადგენლები არიან ადამიანების მჭამელები. ინდოეთში ერთმა ლეოპარდმა შეჭამა 400 ადამიანზე მეტი, ხოლო 1911 წელს იარაღით მოკლული იქნა ვეფხვი, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში ნეაპოლში 437 ადამიანს სიცოცხლე გამოასალმა.

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ გეპარდი დედამიწაზე ყველაზე სწრაფი ცხოველია. გეპარდს შეუძლია წარმოუდგენელი სისწრაფით სირბილი – 110 კილომეტრამდე საათში. მეორე საპატიო ადგილზე გავიდა ანტილოპა. დაფიქსირებულია შემთხვევა როდესაც ანტილოპამ 1,6 კილომეტრი დაფარა 67 კილომეტრი საათში სიჩქარით. სხვა ანტილოპამ 183 კილომეტრი დაფარა 98 კილომეტრ საათში სიჩქარით. ბრინჯაო გადაეცა დოღის ცხენს. მას შეუძლია გაირბინოს 70 კილომეტრ საათში სიჩქარით.

ყველაზე მრავალშვილიანი ცხოველები არიან ტანრეკისებრნი. მოცემული ცხოველი ცხოვრობს მადაგასკარზე. ერთი ოჯახს შესაძლოა ყავდეს 32-33 ნაშიერი.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ აფრიკელი ლეოპარდები და პუმები პრობლემების გარეშე ხტებიან ხეებზე, მაგრამ ამასთან ერთად ნახტომის სიმაღლე შეადგენს 5,5 მეტრს. თუკი კენგურუს საფრთხე ემუქრება და გარბის, მაშინ ის მარტივად ახტება დაბრკოლებას სამი მეტრის სიმაღლეზე.

ეტრუსკული ბიგასებრნები ითვლებიან ყველაზე პატარა ძუძუმწოვრებათ. მათი წონა შეადგენს 1,5 გრამიდან 2,5 გრამს. მისი სხეულის სიგრძე არის 6-8 მეტრი. კუდი კი არის სულ რაღაც 2,5 სანტიმეტრი.

ტაილანდური ღამურა არის ყველაზე პატარა მფრინავი ძუძუმწოვარი. ღამურის სიგრძე არის 22-29 მილიმეტრი. წონა კი არის არაუმეტეს 2 გრამი. ფრთების ზომა შეადგენს 160 მილიმეტრს.

აფრიკული მამრი სპილო არის ყველაზე დიდი ცხოველი ხმელეთზე. ყველაზე ცნობილი სპილოს ზომა არის 3,8 მეტრი. ეს გიგანტი იწონის 10,8 ტონას. სპილოს სიგრძე ხორთუმიდან კუდამდე შეადგენს 10 მეტრს. ეს ცხოველები ცხოვრობენ 70-80 წელი.

ყველაზე ნელი ძუძუმწოვარი არის სამთითიანი ზარმაცა. წუთში მათი გადაადგილების სისწრაფე არის სულ რაღაც 2 მეტრი. ხეებზე ზარმაცები ცოტათი უფრო სწრაფად გადაადგილდებიან – 3 მეტრი წუთში, თუკი თავიანთი შვილის ყვირილს გაიგონებენ მაშინ მისკენ მირბის წუთში 4 მეტრით.

აფრიკის ჯუნგლებში ცხოვრობს ყველაზე საშიში ღამურა. ღამურას ეძახიან ღამურა-ვამპირი. მეცნიერები მიიჩნევენ მას ყველაზე საშიშად, რადგან სისხლის დალევის დროს ადამიანის სხეულში გადააქვს ბევრი დაავადება.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button