ახალი ამბებიგამოგონებაკრეატივი

ასანთის ღერებისგან შექმნილი გლობუსი


ადამ იოდერის მიერ შექმნილი გლობუსი ასანთის ღერებისგან.

ტრიალებს, ბრუნავს ცისფერი ბურთი. ტრიალებს, ბრუნავს თავზე… იმ მომენტიდან, როდესაც მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწას აქვს ბურთის ფორმა და არ დგას ვეშაპებზე ან კუებზე გავიდა წლები. ამ დროის განმავლობაში ადამიანმა მოახერხა კოსმოსში გაფრენა და შეიქმნა რუკების რამდენიმე მილიონიანი ასლი. დღეს ბევრი ადამიანი ხმარობს გლობუსს მსოფლიოს შესასწავლად, ხოლო ყველაზე ორიგინალური გლობუსი შექმნილი აქვს ადამ იოდერს სხვადასხვა ფერის ასანთის ღერებისგან.

სკულპტორმა გლობუსის შექმნას მოანდომა ორი წელი. გლობუსის დიამეტრი არის მეტრზე მეტი. თვითონ ავტორი დაიბნა დახარჯული ასანთის ღერების დათვლაზე. ის ამბობს, რომ პირველად ითვლიდა გამოყენებული ყუთების მიხედვით, მაგრამ შემდეგ სათვალავი აერია. ყველაზე რთული იყო გოგირდის ფერის, ღია მწვანე და ბეჟის ფერის თავებიან ასანთების შოვნა.

ხელოვანი აპირებს, რომ თავისი გლობუსი გამოფინოს ნიუ-იორკში Winkleman Gallery-ს გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება 8 მაისიდან 11 მაისამდე. გლობუსმა ინტერნეტში უკვე მილიონობით ნახვა მოაგროვა.




მსგავსი ამბები

Close
Close