პოსტში წარმოგიდგენთ ორი მხატვრის – ოქტავიო ოკამპოსა და ოლეგ შუპლიაკის ნამუშევრებს.
ოქტავიო ოკამპო
ოქტავიო ოკამპო – მექსიკელი სიურრეალისტი მხატვარია, რომელიც ქმნის ილუზიებს ნახატებით. იგი 1943 წელს მექსიკის ქალაქ სელაიაში დაიბადა. მას შემდეგ რაც მეხიკოს ხელოვნების აკადემია დაამთავრა, მხატვარმა დაიწყო საკუთარი ნამუშევრების პუბლიკისთვის წარდგენა და მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა 1976 წელს.
ოკამპოს ძირითადი სტილი მეტამორფიზმია – იგი იყენებს დეტალების გაერთიანების სპეციალურ ტექნიკას. მისი ნახატების დიდი ხნის თვალიერების შემდეგაც კი შეიძლება აღმოვაჩინოთ რაღაც ახალი და დაფარული.
ოქტავიოს ნახატები დაცულია მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. პერიოდულობით ის შეკვეთებსაც იღებს და თანამშრომლობს სხვადასხვა ცნობილ სახეებთან. მაგალითისთვის ცნობილი მომღერლის, შერის ერთ-ერთი ალბომის ყდა მისი შესრულებულია.
ოქტავიო ოკამპოს ნამუშევრები:
ოლეგ შუპლიაკი
ოლეგ შუპლიაკი 1967 წლის 23 სექტემბერს უკრაინაში, ტერნოპოლის რაიონში დაიბადა. მან ლვოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა.
მისი ნახატები და შესრულების ტექნიკა მექსიკელი მხატვრის სტილს საკმაოდ ჩამოჰგავს, თუმცა მის ნამუშევრებში დეტალებს ნაკლები ყურადღება ექცევა და არც ისე “დაწვრილმანებულია”.
ოლეგ შუპლიაკი თავის ნახატებში გამოსახავს ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიცაა ჯონ ლენონი, პაბლო პიკასო, ზიგმუნდ ფროიდი, ჩარლზ დარვინი, პოლ გოგენი და ვან გოგი.
ოლეგ შუპლიაკის ნამუშევრები: