TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

პიტერ ბრეიგელ უფროსი

http://s61.radikal.ru/i171/1404/67/8464c5c71e16.jpg
ავტოპორტრეტი

პიტერ ბრეიგელი დაიბადა დაახლოებით 1525 წელს, ბრედაში. იგი იყო ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორი, რომლის სახელსაც ნიდერლანდური ფერწერის ერთ-ერთი ყველაზე შინაარსიან პერიოდს უკავშირებენ. ბრეიგელის შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა ტრაგიზმით; მის ადრეულ ნამუშევრებს ფილოსოფიურ-პესიმისტური ელფერი დაჰკრავს. მიუხედავად თავისი ფანტასტიურობისა, თითოეული მისი ტილო გამოირჩევა რეალობის მძაფრი შეგრძნებით.

http://s018.radikal.ru/i512/1404/de/5e12e2f68c43.jpg

მხატვარს საწყის წერტილად ყოველთვის-ადამიანის ბუნებრივი ასპექტი აქვს გამოყენებული და ცდილობს, ადამიანისა და სამყაროს მაშტაბურ შეფარდებაში მონახოს ერთადერთი სწორი პროპორცია. ის იყენებს რეალურ ფაქტებს ადამიანის ცხოვრებიდან და შემზარავი სისასტიკით აღწერს ცხოვრების სიმახინჯის გამოუვალობას. მისი ნამუშევრები დაცულია მადრიდის, ბრიუსელის, ვენის, ლუვრის ,ანტვერპენის მუზეუმებში. მხატვრის შემოქმედებაში სამი ძირითადი განხრა გამოიყოფა: გლეხები, წელიწადის დროები და ნახატები, რომელთაც ანდაზებზე დაყრდნობით ქმნიდა. დღეს გავარჩევ მის ორ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ტილოს: „ბაბილონის გოდოლს“ (რომელიც ყველაზე ცნობილია მის ნამუშევრებს შორის) და „ორ მაიმუნს.“ თუ პოსტი მოწონებას დაიმსახურებს, „ჰოლანდიურ იგავებსაც“ შემოგთავაზებთ, რომელიც არანაკლებ საიტერესოა.

http://s019.radikal.ru/i625/1404/7d/ba787ff20db6.jpg
“ორი მაიმუნი” დარჰემის მუზეუმი ბერლინი.

1551 წელს ბრეიგელი გადავიდა ქალაქ ანთვერპენში სადაც გილდიაში გაწევრიანდა, როგორც მხატვრობის უბადლო მცოდნე, შემდეგ გადასახლდა იტალიაში, შემდეგ ისევ ანთვერპენში, სადაც 10 წელი დაჰყო. მას არასდროს დაუხატავს ეს ქალაქი, მაგრამ 1562 წელს დახატული „ორი მაიმუნი“ ერთადერთია, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი ბრეიგერის იქ ცხოვრებისას, ისიც მხოლოდ უკანა ფონზე. ეს სურათი უჩვეულოდ პატარაა და არ გამოირჩევა ბრეიგელისთვის დამახასიათებელი მასიური სცენებით. მაიმუნები საკნის ფანჯარასთან არიან მიჯაჭვულნი და გატეხილ თხილს დაჰყურებენ. ამ ნახატთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთი არის ის, რომ მამუნები არიან რეალობის ორი დაპირისპირებული მხარე, რადგან მათ ზურგი აქვთ შექცეული. სიმშვიდე სისასტიკისა და უკმეხობის წინააღმდეგ. მშვიდი მაიმუნი არის ის, რომელსაც სახე ჩვენკენ აქვს მოპრიალებული და კარნახობს კაცობრიობას რას ნიშნავს იყო დატყვევებული. მეორე გაგების მიხედვით, ნახატით პიტერ ბრეიგელს უფროსს სურდა ესპანური მმართველობის ფორმა აღეწერა, რაც თავისთავად გაკრიტიკებას გულისხმობდა. კიდევ ერთი მოსაზრება ამბობს, რომ ეს ნახატი აფრიკიდან მონების გადაყვანის ამსახველია, თუმცა თარიღები ამ შემთხვევაში არ არის დაზუსტებული, რადგან პირველი აფრიკელი მონა ამერიკაში 1616 წელს ჩაიყვანეს, ერთ-ერთი აზრი ამტკიცებს, რომ მისი ანთვერპენის დატოვების დამადასტურებელი უნდა იყოს ეს ნახატი. სინამდვილეში კი საქმე შემდეგში მდგომარეობს: ადრე ნიდერლანდებში არსებობდა ანდაზა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა, სასამართლოში ერთი კაკალი თხილის გამოც უნდა იჩივლო, ანუ იმდროინდელ ჰოლანდიელებს, ან ჰოლანდიელების ნაწილს მაინც, მიაჩნდათ, რომ ნებისმიერი, თუნდაც უნმიშვნელო, დანაშაულის გამო უნდა უჩივლო დამნაშავეს. ამ სურათით კი ბრეიგელს სურდა უკუეგდო ეს მოსაზრება. მან ამ ნახატზე აღწერა სასჯელისა და დანაშაულის შეფარდება, ანუ რამდენად პატარაა დანაშაული- კაკლის ნაჭუჭები- იმ ტანჯვასთან, რასაც ამ შემთხვევაში მაიმუნები განიცდიან. ქრისტიანულ ხატწერაში მაიმუნი ცოდვის სიმბოლოა, გოტიკურ ხელოვნებაში კი მაიმუნის გამოსახულება, რომელსაც პირში ვაშლი ედო, ადამიანთა დაცემის სიმბოლოდ იხმარებოდა, ამ შემთხვევაშიც იგივე დანიშნულება ეძლევა მას, რადგან მაიმუნებმა მართალია არა გრანდიოზული, მაგრამ ცოდვა მაინც ჩაიდინეს, გარისკეს თავისუფლება რაღას არაღირებულისთვის და ამ საქციელის კამო ისჯებიან კიდეც. საკნის გარეთა ხედი, მშვიდი სანაპირო, ნავები, ბუნების იდილია მიუწვდომელია ამ მაიმუნებისთვის, ამის ფონზე დაღვრემილი, თავჩაქინდრული მაიმუნები ნამდვილად იწვევენ შეცოდებისა და თანაგრძნობის განცდას დამთვალიერებელში.

http://s020.radikal.ru/i721/1404/45/917dfcee4689.jpg
ბაბილონის გოდოლი

ბიბლიაში არის თქმულება იმის შესახებ, თუ როგორ შეეცადნენ ბაბილონის მცხოვრებნი აეშენებინათ მაღალი კოშკი, რათა ცას შესწვდომოდნენ, მაგრამ ღმერთმა მათ ენები აურიათ და სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი. მშენებლებს ერთმანეთის აღარ ესმოდათ და კოშკიც აუშენებელი დარჩა. ნიდერლანდებში, ბრიუგელის ეპოქაში ბაბილონის გოდოლი იყო მაგალითი ადამიანთა უგუნურებისა და დანაშაულებრივი თვითრწმენისა, მაგრამ სურათის შინაარსი სულაც არ მეტყველებს ამაზე. გოდოლი ღრუბლებს ზემოთაა მოქცეული. მთებისაგან განსხვავებით, რომელნიც ბუნებისგანაა შექმნილი, ადამიანის შრომისა და ფანტაზიის ნაყოფს კანონზომიერება, გეომეტრიული სისწორე ახასიათებს. მართალია ადამიანები სურათზე ძლივს შესამჩნევი წერტილებია, მაგრამ სურათი ამაყად ადიდებს მათი შრომის შედეგს. მიუხედავად მისი არცთუ ისე დიდი ზომისა იგი მნახველს აოცებს მხატვრული ენის სიმძლავრით, მასში განსახიერებული მსოფლმხედველობის სიდიადით.
იოსებ ფლავიელის „იუდეური სიძველეების“ მიხედვით, ნიმროდი იყო ბაბილონის სწორედ ის მეფე, რომელმაც გოდოლის აგება ბრძანა. ისტორიაში იგი შევიდა როგორც სასტიკი და ამაყი მმართველი. ბრეიგელი გამოსახავს მას როგორც ევროპელ მონარქს და მხედველობაში ჰყავს კარლოს V. ხაზს უსვამს რა კარლოსის აღმოსავლურ დესპოტიზმს მხატვარი მის გვერდით გამოსახავს მუხლმოყრილ ქვისმჭრელებს. ისინი არიან დაჩოქილნი ისე, როგორც იმდროინდელ აღმოსავლეთში იყო მიღებული, მაშინ, როცა ევროპაში მიღებული მხოლოდ ერთი მუხლის მოყრა იყო.

http://s006.radikal.ru/i213/1404/0d/de7e69ac4a99.jpg

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზოგ ადგილას გოდოლი დაუმთავრებელია, ჩამონგრეულია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადგილების შემოგარენში არქიტექტორის ჩანაფიქრი თითქოს სრულყოფილადაა შესრულებული. ეს ყოველივე ბადებს განცდას, რომ ნაგებობა ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად უკანაც იხევს, ამ ქმედებით ავტორი დროს აჩერებს და თითქოს აქვე ხდება ნათელი, რომ ქმნილებას სისრულეში მოყვანა არ უწერია.ნახატი იმდენადაა გადატვირთული პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, სიმანდვილეში კი ღრმა აზრის მქონე დეტალებით, რომ მისი თითოელი ნაწილი ცალკე შედევრად შეიძლება ჩაითვალოს.

http://s020.radikal.ru/i719/1404/41/9140dc622453.jpg

http://s020.radikal.ru/i718/1404/0c/4c98912458e0.jpg

არქიტექტურულად გოდოლი იმეორებს რომის კოლიზეუმს, რომელიც ითვლებოდა ქრისტიანებზე დევნის სიმბოლოდ, რადგან იქ ანტიკურ დროში მოწამეობრივად დახოცეს იესოს პირველი მიმდევრები. ბრეიგელის წარმოსახვით მთელი იმპერია წარმოადგენდა ასეთ „კოლიზეუმს“, სადაც სისასტიკით ტკბებოდნენ კათოლიკენი და დევნიდნენ პროტესტანტებს, ნამდვილ ქრისტიანებს მხატვრის გაგებით, რადგან თავად პროტესტანტი იყო.
გოდოლის შიგნით მხატვარმა განათავსა შენობა, რომელიც რომის წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრის ასლია.ეს ციხესიმაგრე შუა საუკუნეებში რომის პაპების რეზიდენცია იყო და კათოლიკური სარწმუნოების იმბოლოდ აღიქმებოდა.
პორტში შემოსულ გემებს აკეცილი აფრები აქვთ, რაც უიმედობისა და სასოწარკვეთის სიმბოლოდ მიიჩნევა. პორტთან ციხესიმაგრეცაა გამოსახული, რომელსაც მთლიანად ჩრდილავს გოდოლის სიდიადე.
„გოდოლი ეს თვითონ ისტორიაა, მისი საუკუნეების ციკლი. იგი ხესა ჰგავს, რომლის ასაკიც წლიური რგოლებით განისაზღვრება, მისი ყოველი სართული კაცობრიობის განვითარების გარკვეული ეტაპია, თუმცა სანამ ჩვენ სართულებს ვაშენებთ, იძულებულნი ვართ მუდმივად გადავაკეთოთ და განვაახლოთ ძველი, რაც ცვეთს და ანადგურებს დროს.“
ბრეიგელის სურათზე ბაბილონის გოდოლი არასოდეს დასრულდება, მასზე შემხედვარეს კი ორი სიტყვა გახსენდება, რომელნიც, ალბათ, საუკეთესოდ ახასიათებს მას: ღვთისაგან მიტოვებული.

ბრეიგელის სხვა შემოქმედებები

http://s020.radikal.ru/i709/1404/46/bc1f9a016377.jpg

http://s020.radikal.ru/i720/1404/cb/8bc73ead7904.jpg

http://i023.radikal.ru/1404/ad/fd06e064c5f4.jpg

http://s019.radikal.ru/i619/1404/23/67391d71a1b8.jpg

http://i062.radikal.ru/1404/67/0e2652d2f10d.jpg

http://s020.radikal.ru/i709/1404/77/589e8133f7ca.jpg

http://s003.radikal.ru/i202/1404/17/2154e0caa821.jpg

http://i055.radikal.ru/1404/9f/824b071315ef.jpg

მსგავსი ამბები

Back to top button