გასართობიკრეატივიუცნაური

გვირაბთა საუცხოო სამყარო და მისი ხელოვნებად ქცეული ფოტო-სურათები


ჩვენი სამყარო უამრავი ღირსშესანიშნაობითაა სავსე, რომელთაგან ნაწილი ბუნების დიდებული შემოქმედების ნაყოფია, ნაწილი კი – ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობათა ნათელი გამოვლინებაა… ამ პოსტში გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ბუნებისა თუ ადამიანის მიერ შექმნილ გვირაბთა განსაცვიფრებელ ფოტოებს !
დაათვალიერეთ:
1.   გვირაბი  „Prairie Lights“  მდებარეობს   ტეხასში.  გვირაბი,  რომელიც  მდებარეობს  ლინ  გრიკის  (Lynn Creek)  ლამაზ  პარკში,  გაჩახჩახებულია  4  მილიონზე  მეტი  ნათურით  და  ათასნაირი  განათებებით.   ვიზიტორები  გაკვირვებულები  რჩებიან,  როდესაც  ხედავენ  ყველაზე  დიდ   ფერად  გვირაბს  მსოფლიოში.
/

ნახეთ ვიდეო:

ნახეთ:


2. გზა „Red Rock Canyon“-ის კლდეში, იუტა (შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში).

ნახეთ ვიდეო:

3. ჩინეთის მნათობ-გვირაბები: გვირაბი შანხაიში (Shanghai), ჩინეთი.
ეს, უნდა იყოს ერთ-ერთი სიურეალისტური, ფსიქოდელიური (არაბუნებრივად კაშკაშა) და სახალისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფორმა-გვირაბი. გვირაბი აკავშირებს East Nanjin Rd და Pudong-ს. ეს საუცხოო მოგზაურობაა მინის გაბრწყინებულ და მოკაშკაშე „კაფსულაში“, რომლის სიგრძე შეადგენს 657 მეტრს.

ნახეთ ვიდეო:

4.  გსურთ,  რომ  ბაზარი  თქვენს  ქალაქში  ასე  გამოიყურებოდეს?  ჰოლანდიის,  ქალაქ  როტერდამის  (Rotterdam)  მოსახლეობას  მართლაც- და  გაუმართლა.  ქალაქის  მერმა  განაცხადა  გვირაბის ფორმის  ბაზრის  მშენებლობის  დაწყება  2012  წლის  გაზაფხულზე.

ეს არის „ცოცხალი“ ადგილი, სადაც განთავსებული იქნება საცალო ვაჭრობის ობიექტები, რესტორნები და კაფეები, საცხოვრებელი ბინები, საცურაო აუზები და სხვ. პროექტი შემუშავებული და რეალიზებულია „MVRDV“ მიერ და პროექტის მიხედვით, როტერდამის “ახალი სახე“ მზად იქნება 2014 წლის გაზაფხულზე.

5. ეს უჩვეულო გვირაბი შეიძლება ნახოთ ცნობილი ხის, სექვოიას „Sequoia“-ს ეროვნულ პარკში, კალიფორნიის შტატი (აშშ). გვირაბი ამოკვეთილია ხეში, რომელიც დაეცა 1937 წელს. იმის მაგივრად, რომ ხე-სექვოია აეღოთ გზიდან, პარკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინათ მასში გვირაბი. ორიგალური გამოვიდა ! ხო მართლა, გვირაბი არის 5,18 მეტრი სიგანის და 2,45 მეტრი სიმაღლის.

6. „სიყვარულის გვირაბი“.

ეს საოცარი მწვანე გვირაბი მდებარეობს უკრინის ქალაქ კლევანში (Kleve), როვნოს ოლქში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია როვნო . გვირაბს უწოდებენ „სიყვარულის გვირაბს“. ფოტო გადაღებულია ოლეგ გორდიენკოს (Oleg Gordienko) მიერ.


7. ეს სასწაული ყვავილების გვირაბია, რომელიც ცნობილია, როგორც გლიცინია, ცის ვაზი (Wisteria)

იაპონიაში, ქალაქ კიტაკიუსიუში არსებულ კავაჩი ფუჯის (Kawachi Fuji ) ბაღში რამდენიმე სახეობის 150-მდე გლიცინია ყვავის. ბაღში არა მხოლოდ გლიცინია, არამედ სხვა ბევრი ულამაზესი ყვავილიც ხარობს, რომელთა ნაწილი სპეციალურ სათბურებშია განთავსებული. მთავარი ღირშესანიშნაობაა გვირაბი Wisteria – გლიცინიების გვირაბი, სადაც ბაღის სტუმრებს ყვავილების სამყაროში დაუვიწყარი გასეირნება ელით. Wisteria გლიცინიას ლათინური სახელწოდებაა. იაპონიაში ეს მცენარე ახალგაზრდობის, პოეზიის, ქალური სილამაზისა და განკურნების სიმბოლოდ მიიჩნევა.

გლიცინიების გვირაბი ტოკიოდან დაახლოებით 4-5 საათის სავალშია. მისი დათვალიერებისთვის საუკეთესო დრო აპრილის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდეა, როცა გლიცინიას ყვავილები იფურჩქნება. კავაჩი ფუჯის ბაღი კერძო საკუთრებაა. ბილეთის ფასი სეზონების მიხედვით 100-დან 300 იენამდე მერყეობს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი გლიციანია არის სერა მადრეში (კალიფორნია), სადაც მას 1 აკრი ტერიტორია უჭირავს. ეს არის ჩინური ლავადნისებრი გლიცინია, რომელიც 1894 წელს დაურგავთ.
ყვავილედების სიგრძე 10-დან 80 სანტიმეტრამდე შეიძლება იყოს. არსებობს გლიცინიები ვარდისფერი, იისფერი, თეთრი და მოშინდისფრო ყვავილებით.


ნახეთ ვიდეო:

ნახეთ ვიდეო:

8. ეს შენობა გამოიყენება, როგორც საგამოფენო ცენტრი და ხელოვნების სკოლა 30 წლის განმავლობაში. ახლა ის უნდა დაანგრიონ და მის ადგილას აღმართავენ ახალ ნაგებობას. გამოსამშვიდობებლად, ადგილობრივმა მხატვრებმა დენ ჰაველმა (Dan Havel) და დინ რაკიმ (Dean Ruck) გამოიყენეს შენობის ფასადის ფიცრები და შექმნეს ძაბრისებრი გრგალური (vortex). ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ დავინახოთ შავი ხვრელი და არ გვქონდეს მისი ქმედების შედეგის შეგრძნება.

9. წყალქვეშა გვირაბი „L’Oceanographiс“ -ის ცენტრში, ვალენსია, ესპანეთი.


ნახეთ ვიდეო:

10. უჩვეულო გვირაბი წყლის ჩამონადენის და ქვების, ფხვიერი ქანების დაშვების წინააღმდეგ:

loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close