ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

კომპანია Suommo-მ შექმნა ბავშვის საწოლები სუფთა ოქროსგან


კომპანია Suommo-მ შექმნა ბავშვის საწოლები სუფთა ოქროსგან.

ყველაფერი კარგი – ბავშვებს. როგორც ჩანს კომპანია Suommo-ს დიზაინერებმა ეს ფრაზა გულთან ძალიან ახლოს მიიტანეს, ამის დამტკიცება კი არის სუფთა ოქროსგან დამზადებული ბავშვის საწოლები. მინიატურული საწოლები დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ადამიანზე არამხოლოდ მათი გარე შეხედულებით, არამედ თითოეული ნაკეთობისთვის მწარმოებელი ითხოვს 16,3 მილიონ ამერიკულ დოლას.

მოდელები დამზადებულნი არიან თეთრ, ყვითელ და ვარდისფერ ოქროსგან. ერთ-ერთი საბავშვო საწოლი დამატებით დაფარულია შავი პერლამუტრით. კომფორტული საწოლის კომპლექტში შედის: ლეიბები, საწოლის თეთრეული, ბალიში, საბანი. გარდა ამ ყველაფრიკსა კომპანია Suommo მზრუნველ მშობლელბს სთავაზობს ოქროს საწოვარს, რომელიც მორთულია ალმასებით და ღირს 41 ათასი დოლარი.

უფრო წინდახედული მამებისთვის და დედებისთვის, რომლებსაც სურთ ფულის ეკონომია ბავშვის განათლებისთვის, კომპანია Suommo-ს ხელმძღვანელობამ გამოუშვა: საბავშვო საწოლის მოოქროვილი მოდელი და ღირს 300 ათასი დოლარი ან ვერცხლის აკვანი 16 ათას დოლარათ. ნაკეთობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმით, ზომით და წონით. რაც უფრო მეტი ოქროა გამოყენებული აკვნის დამზადებისას, მით უფრო მძიმეა საძინებელი ადგილი.

შეიძლება ზოგისთვის ეს ნაკეთობა არის ზედმეტობა, მაგრამ კომპანიის დიზაინერები დარწმუნებულები არიან, რომ საბავშვო საწოლები და აქსესუარები ძვირფასი მეტალებისგან იპოვიან მყიდველებს. სიმართლე ვთქვათ: რითი აპირებენ მშობლებმა გააკვირვონ თავიანთი შვილები, როდესაც გაიზრდებიან, თუკი ჩვილობის ასაკში მათ ეძინებათ ოქროს საწოლში?




თეგები
Close
Close