გასართობისაკითხავისასარგებლო

მიქელანჯელოს მადონები ქანდაკებაში

http://i031.radikal.ru/1404/7a/d259c22c25ac.jpg

მიქელანჯელო რენესანსის ეპოქის ცნობილი მოქანდაკე, მწერალი, მხატვარი და პოეტი იყო. მისი შემოქმედებიდან უდიდესი ნაწილი ხელოვნების ნიმუშად აღიარებული მისივე სიცოცხლეში იქნა, რაც დრო გადის კაცობრიობა უფრო და უფრო აფასებს ამ გენიალური ადამიანის ხელით შექმნილ ნამუშევრებს. დღეს შევეცდები მიქელანჯელოს, აღორძინების ეპოქის არქიტიპის, 3 ქანდაკება განვიხილო. ამ ქანდაკებებში მარიამი და იესო არიან გამოსახულნი და მოვლენები თითქოს ქრონოლოგიურად ვითარდება, იესო ჯერ პატარაა, შემდეგ ჯვარცმული და გარდამოხსნილი, ამიტომ მივიჩნიე მათი განხილვა საინტერესოდ.

http://i069.radikal.ru/1404/1e/ac65bb08ea7f.jpg

„მადონა ბრიუგე“ მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონის მიერ მარმარილოსგან შექმნილ ქანდაკებას წარმოადგენს, რომლის სიმაღლეც 128 სანტიმეტრია. ქანდაკება, ბელგიის ულამაზეს, გოთიკური სტილით აშენებულ ტაძარში, ნორტ-დამში ინახება. თავდაპირველად იგი განკუთვნილი იყო საკურთხევლისთვის, მაგრამ ხელოვნების ეს ნიმუში თავისი პარამერტრებით არ შეესაბამებოდა საეკლესიო კანონიკებს. დამთვალიერებლის ყურადღებას მარტივად მიიქცევს მარიამის ჩამოღვენთილი სახე. მას შვილი ახლახანს შეეძინა, თითქოს ბედნიერებისგან მეცრე ცაზე უნდა იყოს ამ ფაქტის გამო, მაგრამ ნაცვლად ბედნიერებისა მის სახეზე აშკარა მწუხარება იკითხება. ამასთან პატარა იესო დედას კალთაში არ უზის, როგორც ძირითადად ხატებში, ნახატებსა და ქანდაკებებშია გამოსახული, ქრისტე თითქოს ჩამოცურდაო მარიამის კალთიდან, დედის წიაღიდან თავიდ დაღწევას ცდილობს, სურს საზოგადოებაში გაერიოს, მაგრამ ღვთისმობელი მას ხელით აკავებს. დამწურებული სახე კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ დედამ იცის რა მოელის მის შვილს, იცის, რომ ისინი ვერასდოს იქნებიან ჩვეულებრივი, ამქვეყნიური, მოსიყვარულე დედა-შვილი, რომ მესია წინასწარმეტყველების აღსასრულებლადაა მოვლენილი და ძლიერ განიცდის ამას.

http://s018.radikal.ru/i515/1404/1f/fe2d291227bf.jpg

ამ ქანდაკებაში ტრადიციულ პერსონაჟებთან ერთად ჩნდებიან ახალი აღთქმის გმირები: მარიამ მაგდალინელი და ნიკოდემუსი. ისინი ღვთისმშობელთან ერთად იზიარებენ იმ დიდ მწუხარებას, რაც ქრისტეს სიკვდილით არის გამოწვეული. რენესანსის ეპოქაში ნახატი თუ ქანდაკება არ ითვლებოდა დასრულებულ შედევრად, თუ ხელოვანს საკუთარი თავი არ ჰქონდა მასში ჩახატული. ცნობილია, რომ მიქელანჯელოს არაერთხელ აქვს ეს გაკეთებული სხვადასხვა ნამუშევარში, მათ შორის ცნობილ „სიქსტის კაპელაში“, სადაც მან თავის თავს ყველაზე უბადრუკი როლი არგუნა.

http://i047.radikal.ru/1404/45/2f21c5d6ff72.jpg

ამ ნამუშევრის შემთხვევაში კი მიქელანჟელო ყველაზე ამპარტავნულ როლს ირგებს და თავს აქანდაკებს, როგორც ქრისტეს ჯვრიდან გარდამომხსნელს. მწუხარების სრულყოფილად გამოსახატად აუცილებელია ტანისამოსით დაიფაროს სხეულის ყვეალა ის ნაწილი, რამაც ოდნავ მაიცნ შეიძლება გამოიწვევს სიხარულის განცდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოდემუსი მთლიენად შებურულია ტანისამოსით, სხეული მარიამ მაგდალინელსა და ღვთისმშობელზე მეტად აქვს დაფარული, თითქოს ის უფრო იტანჯებოდეს. ოდნავ გვერძე გადახრილი თავი და დაბლა დახრილი თვალები, რომელიც ჯვარცმულ იესოს უმზერს, თავმდაბლობისა და მწუხარების განცდას იწვევს.

http://s002.radikal.ru/i199/1404/b6/8cffb02b240a.jpg

„პიეტა“ ასე ეწოდება მიქელანჯელოს ამ ქანდაკებას, სადაც კვლავ მარიამი და იესო არიან გამოსახულნი. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ქრისტე აქ 33 წლის არის, მარიამს კი ასაკი თითქოს საერთოდ არ მომატებია, ის კვლავ ისეთნაირად გამოყურება, როგორც „მადონა ბრიუგეში“. მოქანდაკე მას არა მხოლოდ ღვთიურ წმინდანს, არამედ როგორც ლამაზ ქალს ისე გამოხატავს, მისი დამუწული პირი, ტუჩების კონტური, ქვემოთ დახრილი თავი და თვალები კი ესთეტიურად ლამაზ, დახვეწილ მწუხარების განცდას ქმნის, რაც, ჩემი აზრით, ქანდაკების ყველაზე თვალსაჩინო მხარეა. ამასთან ისიც არის შესაძლებელი, რომ მოქანდაკემ უბრალოდ არ იცოდა როგორ გამოესახა მოხუცი მარიამი.

http://i031.radikal.ru/1404/7a/d259c22c25ac.jpg

ქრისტე ჯვარს აცვეს, მარიამს შვილი სასტიკი სიკვდილით მოუკლეს, მაგრამ მისი რეაქცია არ ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის რეაქციას, რომელსაც სავარაუდოდ სიშმაგე მოიცავდა. მისი ღვთიური ბუნება სწორედ აქ ჩანს. ღვთისმშობელს, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავშეკავებული მწუხარება იპყრობს, რომელიც დამახასიათებელია რენესანსის ეპოქისთვის. მისი მზერა და განზე გაშვერილი ხელი, თითქოს უფალს რაღაცას ევედრებაო, სწორედ ამაზე მეტყველებს.
ოსტატი აქანდაკებს მარიამს, რომელსაც უნდა შეძლებოდა ქრისტეს სხეულის ხელში დაჭერა, ამის უკეთ გამოსახატავად ღვთისმშობელი პროპორციულად უფრო დიდია, ვიდრე იესო, სიდიდეს კი ოსტატურად გამოქანდაკებული მოსასხამი ქმნის და არა მკაფიოდ გამოხატული სხეულის ნაწილები. სამოსი და დაფარული სხეული აქაც დიდ უბედურებას უსვამს ხაზს.
მიქელანჯელო ამ სამ, და კიდევ მრავალ სხვა, ნამუშევარში ზუსტად ახერხებს დამთვალიერებელისთვის საკუთარი განწყობის გადაცემას. შესრულების ოსტატური მხარე და სწორედ ეს თვისება აქცევს მას ყველა ეპოქი ლეგენდარულ მოღვაწედ.

Back to top button