გასართობისაკითხავიუცნაური

არქიტექტურის გადასვლა შუა საუკუნეებიდან ადრეულ რენესანსულ ეპოქში

http://s020.radikal.ru/i710/1404/86/6e249e15ba3e.jpg

გოთკური სტილი

გოთიკური არქიტექტურა შუა საუკუნეების ევროპაში ვითარდება. ამ სტილით შენდებოდა იმ დროის რელიგიური და საერო ძეგლები. დღესდღეისობით ამ სტილის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებიდან ტაძრებია წარმოდგენილი. გოთიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში, მანამ, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეუკლასიკურ სტილში არ გადაიზარდა. სტილის გავრცელების საფუძველი საფრანგეთის საეპისკოპოში გაჩაღებული კონკურენციაც იყო: ეპისკოპოსებს სურდათ უფრო მშვენიერი და მასიური ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ასე განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, თუმცა ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით. სიტყვა „გოთიკური“ თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო, რადგან მათი აზრით, ეს ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსენის ხელოვნება.

http://i065.radikal.ru/1404/85/5bff570d130d.jpg

პირველი თვალსაჩინო განსხვავება შუა საუკუნეებისა და ადრეული რენესანსული ეპოქის არქიტექტურაში არის ტაძრების მოცულობა. შუა საუკუნეებში ისინი არ გამოირჩეოდნენ მასიურობით, მაშინ, როცა აღორძინების ხანაში გრანდიოზული მასშტაბები შეიძინა. ეს ტენდენცია ხალხის რაოდენობის ზრდით არის ახსნილი. პატარა ტაძრები მცირე მოსახლეობისთვის იყო გამიზნული და პირიქით.

http://s51.radikal.ru/i131/1404/b8/299d8efa67ae.jpg

დღეს ბევრი ხელოვანი ამტკიცებს, რომ გოთიკური სტილი, როგორც არქიტექტურილი, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით, არ არის რომაულისგან მოწყვეტილი, მაგრამ აშკარაა, რომ შუა საუკუნეებში დაიკარგა რომაული ტრადიცია- დიდი და ლამაზი მშენებლობის აგებისა. მშენებლები შემდეგი სტრუქტურით ხელმძღვანელობდნენ- აშენებდნენ ხის ჩონჩხს და შემდეგ შენობას ქვით ამაგრებდნენ. ამის გამო ჭერი ძალიან მძიმე გამოდიოდა და მთელი სიმძიმე კედლებს აწვებოდა. ამიტომაც ვერ აძლევნენ არქიტექტორები თავს უფლებას, შენობები დიდი და ბევრი ფანჯრით გაელამაზებინათ. საჭირო იყო მყარი კედლები, ფანჯის ადგილას კი სიცარიელე იქნებოდა და მთელი სიმძიმე კედლის დანარჩენ ნაწილზე გადავიდოდა, სწორეს ამიტომ, მხოლოდ ერთეული და ძალიან პატარა ფანჯრებიდან აღწევდა შუქი ადრეული გოთიკური არქიტექტურის ნაგებობებში. მიუხედავად ამისა, კედლები მაინც განიერი და მაგარი იყო.

http://s005.radikal.ru/i209/1404/ad/1cf6583545da.jpg

გოთიკაში არის დაცული ტენდენცია- რელიეფის ნაკლებობა, პატარა ფანჯრები, ღარიბული მორთულობა, მრგვალი თაღი, ჭერის შენების სტრუქტურა, სტანდარტული სიმაღლე.

ამ ყველაფრიდან დიდ ნახტომს აკეთებს ამიენის ტაძარი. ღვთისმშობლის სახელობის ეს საკათედრო ტაძარი ყველაზე მაღალი კათედრალია საფრანგეთში. განსხვავება არა მხოლოს მასშტაბში, არამედ სტილსა და ნიუანსებშიცაა. მაგალითად ერთი შესასვლევის ნაცვლად ამიენის ტაძარს უჩნდება სამი არკა, რაც თავის მხივაც გამორჩეულია, რადგან ადრეული გოთიკური სტილის თაღები იყო მრგვალი, ამ შემთხვევაში კი მას მოსამკუთხედო ფორმა აქვს. გაიზარდა ფანჯრების რაოდენობა და სიდიდიეც. სიმძიმის დაჭერაში კედლებს გასქელებული სვეტები ეხმარება. აქ ჩანს ვარდი, ღვთისმშობლის სიმბოლო, რომელიც შემდეგ შექმნილ იმავე სტილის ნაგებობათაგან თითქმის ყველგან გვხვდება.

http://i016.radikal.ru/1404/3b/4f7e6261f581.jpg

http://i055.radikal.ru/1404/37/4ebe2eec2950.jpg

იზრდება ზღაპრული მხეცების ქანდაკებები, ორნამენტები, ჩუქურთმები და დეკორაციული თაღები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ დიზაინერული დატვირთვა აქვს. უელსის საკათედრო ტაძარს უამრავი ასეთი, არქიტექტურული თვალსაზრისით უფუნქციო, არკა აქვს. რაც შეეხება ჭერს, სიმძიმის უკეთ გადასანაწილებლად კეთდება ჯვრის ფორმის თაღები, რამაც განაპირობა ის, რომ შენობები გახდა რამდენიმესართულიანი. ამ პერიოდში რომანული სტილით აშენებული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ბრტყელი ჭერი აღარსად გვხვდება.

http://s020.radikal.ru/i710/1404/86/6e249e15ba3e.jpg

ფლორენციის საკათედრო ტაძარზე, სანტა მარია დელ ფიორეზე, იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი არქიტექტორები მუშაობდნენ. ბრუნილესკიმ და დონატელომ იმოგზაურეს რომში, შეისწავლეს იქაური არქიტექტურა, უკუაგდეს ხის ჭერის სტრუქტურა და შექმნეს სრულიად ახალი რამ. ამ სტრუქტურის თანახმად სიმძიმე გადადიოდა არა ჭერის ცენტრში, არამემ კედლებზე. მაკეტის შექმნა დონატელომ მოახერხა. ფლორენციის ტაძარი ამკვიდრებს ლათინური ჯვრის სისტემის ტრადიციას.

თეგები
Close
Close