გასართობისურათებიუცნაური

ყველაზე „მძიმე“ ათლეტი მსოფლიოში – Emanuel Yabrauh


მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ხოსე ლუის გარზა (Jose Luis Garza), რომელიც იწონიდა 499 კილოგრამს, და მას შემდეგ, როცა მეორე „მძიმე“ ათლეტმა მანუელ ურიბემ (Manuel Uribe) დაიკლო 230 კილოგრამი, რომელიც ადრე იწონიდა 558 კილოგრამს, დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე სქელი და მძიმე ათლეტი გახდა – Emanuel Yabrauh. ასევე ემანუელი არის ყველაზე დიდი და მძიმე მებრძოლი სუმოში თავისი წონის წყალობით, რომელიც შეადგენს დაახოებით 450 კილოგრამს…
ჭიდაობის სახეობა სუმო, რა თქმა უნდა არის დიდი ადამიანებისთვის, მაგრამ ალბათ, როგორც ყველა სპორტში, 1 ადამიანი სუმოშიც არის გამორჩეული. ამერიკელი სუმოისტის მონაცემების მიხედვით წონა არ უნდა იყოს 350 კილოგრამზე ნაკლები და რა თქმა უნდა ეჭვგარეშეა, რომ Emanuel Yabrauh არის ყველაზე დიდი და „მძიმე“ სპორტსმენი მთელს მსოფლიოში.
ნახეთ ვიდეო:

რაც შეეხება ამ სპორტის სახეობას, მოგაწვდით მცირეოდენ ინფორმაციას : სუმო არის სპორტის ნაციონალური სახეობა და მეტად პოპულარული სანახაობაა იაპონიაში. სუმო არის თითქმის იმდენი ხნის რამდენისაცაა თვითონ იაპონური ცივილიზაცია. საუკუნეების განმავლობაში დადგენილი წესებისა და რიტუალების მიხედვით, მეტოქეები, რომლებიც სპეციალურად შერჩეული საკვებით იკვებებიან წონის მოსამატებლად, ცდილობენ, ერთმანეთი რინგს გადაღმა გადააგდონ.

სუმო რესლერები იწონიან 100 – 230 კილოს და მეტსაც… სუმოისტებს არ შეუძლიათ სწრაფად გადაადგილდნენ და ამიტომ სუმო ძალიან ნელი სპორტია.
სუმოისტები იწყებენ ვარჯიშს ბავშვობიდანვე და ასევე ჭამდნენ ბევრს.
სუმოს მატჩი ტარდება მრგვალ ქვიშისიატაკიან რინგზე. რესლერი აგებს მატჩს თუ ის დატოვებს მოედანს. ასევე ის წაგებულია თუ მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი (ფეხების გარდა) შეეხება რინგს. ისინი ცდილობენ რომ მოწინააღმდეგე ძირს დააგდონ ან რინგიდან გადააგდონ.
სუმო არ სარგებლობს დიდი პოპულარობით სხვა ქვეყნებში მაგრამ იაპონელები ფიქრობენ რომ სუმო ძალიან საინტერეესო სპორტია…





ნახეთ ვიდეო Emanuel Yarbrough წინააღმდეგ Daiju Takas:

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close