საკითხავისურათებიუცნაური

ედემი 13 ათას დოლარად

1962 წელს ინგლისელმა ბრენდონ გრიმშოუმ 13 ათას დოლარად სეიშელის პაწაწინა კუნძული იყიდა და სამუდამოდ იქ გადასახლდა.

ბრენდონ გრიმშოუმ ორმოცი წლის ასაკში მიატოვა სამსახური – გაზეთის რედაქტორის პოსტი და ახალი ცხოვრება დაიწყო.
მან მთელი თავისი დანაზოგი კუნძულის შეძენას მოახმარა.

მუაენის კუნძულზე ამ დროისთვის 50 წლის განმავლობაში არავის დაედგა ფეხი. როგორც შეეფერებოდა ნამდვილ რობინზონს, მან კომპანიონი ადგილობრივებიდან იპოვა. მის პარასკევას ერქვა რენე ლაფორტენი. რენესთან ერთად ბრენდონმა ააგო თავისი სახლი და შეუდგა კუნძულის ფლორისა და ფაუნის აღდგენა/განვითარებას. რენე დროებით სტუმრობდა ხოლმე კუნძულს, ბრენდონი კი მთელ დროს მარტო ატარებდა.

39 წლის განმავლობაში გრიმშოუმ და ლაფორტენმა 16 000-ზე მეტი ხე დარგეს საკუთარი ხელით, კუნძულზე გახსნეს პატარა რესტორანი და ვიზიტორებს ექსკურსიებსაც სთავაზობდნენ 12 ევროდ. 2007 წელს რენე გარდაიცვალა, ბრენდონი კი სულ მარტოდმარტო დარჩა კუნძულზე.

თანამედროვე რობინზონმა კუნძულზე 2000-ზე მეტი სახეობის ჩიტი და გიგანტური კუ გაამრავლა, რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ. გრიმშოუს ძალისხმევით, ოდესღაც ცარიელ კუნძულზე ამჟამად სეიშელის კუნძულების ფაუნის 2/3 მდებარეობს. მიწის მიტოვებული ნაკვეთი ნამდვილ ედემად გადაიქცა.

რამდენიმე წლის წინ საუდის არაბეთის პრინცმა ბრენდონს 50 მლნ დოლარი შესთავაზა კუნძულის სანაცვლოდ, თუმცა რობინზონისგან მტკიცე უარი მიიღო. “არ მინდა, რომ ეს ადგილი მდიდრებმა მხოლოდ თავიანთი დასვენებისთვის გამოიყენონ. სჯობს, რომ იგი იყოს ნაციონალური პარკი, რომლითაც ყველა დატკბება,” – განაცხადა მან.

და მიაღწია იმას, რომ 2008 წელს კუნძულმა ნაციონალური პარკის წოდება მიიღო. ამ დროისთვის გრიმშოუ უკვე 81 წლის იყო.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Close
Close