ნისან GT-R
ამერიკელებმა ნისან სკაილაინის შესახებ ბევრი არაფერი იციან მაგრამ ეს ავტომობილი იაპონიასა და ევროპაში ლეგენდადაა ქეცეული…
ნისან GT-R
ფასი : 70 000 დოლარი
ძრავა : 480 ცხენის ძალა, ორმაგი ტურბო, 6 ცილინდრი.
0-100 კმ/სთ : 3.5 წამი
მაქს. სიჩქარე : 304 კმ/სთ
ამერიკელებმა ნისან სკაილაინის შესახებ ბევრი არაფერი იციან მაგრამ ეს ავტომობილი იაპონიასა და ევროპაში ლეგენდადაა ქეცეული. კვარდო სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს ხანგრძლივი სარბოლო ისტორია აქვთ და ზოგიერთ ევროპულ ტრასაზე სიმძლავრის გამო აკრძალვაც კი შეეხო.
“ნისანმა” უახლესი “სკაილაინ GT-R” ბოლოს და ბოლოს წარადგინა ამერიკულ ბაზარზე. აგრესიული შეხედულების ექსტერიერი სიძლიერისა და ელეგანტურობის ნაზავია. GT-R-ის სიჩქარე შეხედულებას არაფრით ჩამოუვარდება. “სკაილაინის” მფლობელებს “ფერარისა” და “პორშეს” მფლოებელების შეუძლიათ არ შურდეთ.
“სკაილაინი” ცნობილია 3.8 ლიტრის მოცულობის ექვსცილინდრიანი მწკრივში განლაგებული V6 ძრავებით წინა თაობებს (R32, R33, R34). ძრავა ხელით არის აწყობილი თითოეულ გვერდზე ტურბო აქვს , 480 ცხენის ძალის სიმძლავრისაა, ხოლო ბრუნვის მომენტი 430 ფუნტი/ფუტზეა.
V6-ს თან ერთვის საჭეზე დამაგრებული ღილაკებით გადართვადი ექვსსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. GT-R-ის შთამბეჭდავი სიმძლავრე “ნისან TTESA E-TS-ის” კვადრო სისტემის დამსახურებაა, რომელიც ხელს უწყობს 480 ცხენის ძალის გამომუშავებას და ამავე დროს სიმძლავრის საუკეთესოდ გამოყენებას უზრუნველყოფს. დამოუკიდებელი დაკიდება წლების განმავლობაში სხვადასვა რბოლებშია გამოწრთობილი. ახალმა GT-R-მა გერმანიის ნიურბურგრინგის რასა სულ რაღაც 7:38 წუთში გაიარა, რაც სერიული ავტომობილისთვის საოცარი შედეგია. ამერიკელების დიდ ნაწილს “სკაილაინი” მხოლოდ ვიდეოთამაშებში უმართავს და ეს ავტომობილი მათი ფავორიტია. მიუხედავად ამისა, GT-R ყოველდღიური ავტომობილია მდიდრული სავარძლებით და გოლფის კომპლექტის ჩასადები საბარგულით.
იცოდით ?
“ნისანის” მაღალი წარმადობის ავტომობილები უკვე რამოდენიმე ათწლეულია არსებობს და რეკომენდირებულია თავად პოლ ნიუმენის მიერ.
ეს ხელოვნების ნიმუში საქართველოშიც გვყვავს. სერიული ნომრით : IOO – 222
წინამორბედი მოდელები
nissan skyline R32
nissan skyline R33
nissan skyline R34