გასართობისაკითხავიუცნაური

ფორდ GT

“ფორდმა” 60იანი წლების ავტორბოლებში “ფერარის” დასამარცხებლად GT40 შექმნა, ხოლო თანამედროვე მოდელი GT “ფერარის” შუაძრავიან მოდელებს უწევს კონკურენციას.

ფორდ GT
ფასი – 153 345 დოლარი
ძრავა – 550 ცხენის ძალა, 5,4 ლიტრი, კომპრესორიანი V8
0-100 კმ/სთ – 3.6 წამში
მაქსიმალური სიჩქარე – 328 კმ/სთ

“ფორდმა” 60იანი წლების ავტორბოლებში “ფერარის” დასამარცხებლად GT40 შექმნა, ხოლო თანამედროვე მოდელი GT “ფერარის” შუაძრავიან მოდელებს უწევს კონკურენციას.

დიზაინერმა კამილო პარდომ GT-ს საკმაოდ ორიგინალური ფორმა შესძინა, რომელიც GT40-ს გარეგნობას ეფუძნება. თანამედროვე GT დაახლოებით 10%-ითაა გაზრდილი. ეს სუპერავტომობილი 5,4 ლიტრი მოცულობის, მოდულებისგან შემდგარი ძრავათი არის აღჭურვილი და ფირმა არც მალავს, რომ ძარის შუა ნაწილში განლაგებული ძრავასთვის შექმნილმა სავალმა ნაწილმა “ფერარის” უნდა გაუწიოს კონკურენცია.

“ფორდმა” ამ ავტომობილის ძრავები შექმნა და საბოლოო განლაგებაც მას ეკუთვნის, თუმცა GT-ის ძირითადი კონსტრუქცია სალინის ქარხანაში აიწყო, რომელიც მიჩიგანში, ტროიში მდებარეობს. ავტომობილის წარმოება 2004 წელს დაიწყო და 2006 წელსაც გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში 4 000-მდე GT დამზადდა.

“ფერარის” 430 მოდელი 4,3 ლიტრი მოცულობის, 483 ცხენის ძალის სიმძლავრის V8 ძრავას აყენებს, ხოლო “ფორდის” ძრავა 5.4 ლიტრი მოცულობისაა და “ლიშოლმის” ტიპის ტურბოკომპრესორით არის აღჭურვილი, რისი საშუალებითაც GT-ს ძრავის სიმძლავრე 550 ცხენის ძალა, ხოლო ბრუნვის მომენტია 500 ფუნტი/ფუტზე. “ფორდის” გადაცემათა კოლოფი მექანიკურია და ექვსსიჩქარიანია.

“ფორდ GT-ის” ინტერიერი და ექსტერიერი GT40-ს მოგვაგონებს. პანელის ფორმა სარბოლო ავტომობილისაა, ისევე როგორც სავარძლების დიზაინი. V8 ძრავათი აღჭურვილი “ფორდ GT-ის” მართვა დიდი სიამოვნებაა.

იცოდით ?

სახელგანთქმულმა მრბოლელმა სტივ მილენმა და მისმა ფირმამ “სტილენმა” “ფორდGT” რალის ავტომობილად გადააქცია. სიმძლავრე 630 ცხენის ძალამდე გაიზარდა, დაკიდება შეიცვალა და GT სერიოზულ სარბოლო ავტომობილად იქცა, რომელიც ახალი ზელანდიის უსწორმასწორო “დანლოპ ტარგას” სარბოლო ტრასაზე გამოიყვანა.

ფორდ GT , ლამბორგინი მურსილაგოს წინააღმდეგ.

“ტოპ გირის” რეპორტაჟი ზემოდ ნახსენებ ფორდ GT40-ზე რომელიც თანამედროვე GT-ის წინაპარია

1100 ცხენის ძალის მქონე ფორდი , 1100 ცხენის ძალის მქონე დოჯის წინააღმდეგ

თეგები

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Close
Close