არქივი

მსოფლიოს ულამაზესი დღესასწაულები

21a0bac0a359
მსოფლიოს ულამაზესი დღესასწაულები.
21a0bac0a359
კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში
კარნავალი რიოში – ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი დღესასწაული მსოფლიოში. კარნავალი არის ფერების, მუსიკების, კოსტიუმების და მოცეკვავებიის გიჟური კოქტეილი.
სინამდვილეში კარნავალი რიოში ეს არის სამბის სკოლების აღლუმი, რომელსაც ორგანიზებას უწევენ ქალაქის ტურიზმის სამინისტრო, სამბის შემსწავლელი სკოლების ლიგა და ტელეკომპანიები, რომლებიც ტრანსლირებენ წარმოდგენას.
თითოეული სკოლა ირჩევს თემას და აფორმებს თავის მოძრავ მოედანს, აფორმებს კოსტუმს, დგამს ცეკვას, აკეთებს პრეზენტაციას. კარნავალის დასრულების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული სკოლა, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი. გამარჯვებულ სკოლაში ცეკვის შესწავლა ითვლება ძალიან პრესტიჟულათ.
8113ccaa4e07
ჰოლი – საღებავების ფესტივალი ინდოეთში
ჰოლი არის დღესასწაული გაზაფხულის მოსვლისა და ბუნების გამოღვიძებისა ინდოეთში, აღინიშნება მარტში ან თებერვალში. დღესასწაულის დროს აწყობენ ბრძოლას კაცებსა და ქალებს შორის, ხტებიან ცეცხლზე და ა.შ.
დღესასწაულის ყველაზე სანახაობრივი პროცესი არის როდესაც ხალხი ერთმანეთს ასველებენ სხვადასხვა ფერების საღებავებით. ამ საღებავებს აკეთებენ სამკურნალო ბალახებისგან, რომლებიც ამ პერიოდში ეხმარებიან ორგანიზმს, რომ ორგანიზმმა დასძლიოს სხვადასხვა საგაზაფხულო ვირუსები.
c854051e4d12
ვენეციის კარნავალი
ყოველწელს ვენეცეია 12 დღით გადაიქცევა გიგანტურ სცენად დეკორაციებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და დამაბრმავებელი კარნავალისთვის. დაუოკებელი ფანტაზია, შეუჩერებელი მუსიკა, უძილო ღამეები, ნავებისა და ნიღბების, ნიღბების, ნიღბების აღლუმი.
სან-მარკოს მოედანზე აწყობენ ტეატრალურ წარმოდგენებს, ხოლო შემდეგ კი დღესასწაული გადადის უფრო ვიწრე ქუჩებში, ამ ყველაფერს თან ახლავს მუსიკა, ცეკვა და მასიური გართობა.
d35164d25800
საგაზაფხულო ფესტივალი ჩინეთში
“საგაზაფხულო ფესტივალი” – ეს არის ჩინური ახალი წელი. ის იწყება იანვრის ბოლოს და გრძელდება 40 დღე. ამ დღეების განმავლობაში ცაში უშვებენ ათასობით ფეიერვერკს, ტარდება მასშტაბური კარნავალები. ჩინელები გულმოდგინეთ რთავენ საკუთარ სახლებს დღესასწაულისთვის, ხოლო მაღაზიები და რესტორნები ხალხს სთავაზობენ ტრადიციულ საახალწლო კერძებს.
b26e7bd2bb52
თოვლისა და ყინულის ფესტივალი ჰარბინში
ჩინური ქალაქი ჰარბინი არის ყინულისა და თოვლის კულტურის ერთ-ერთი ცენტრი მსოფლიოში. საერთაშორისო ფესტივალი იწყება 5 იანვარს და გრძელდება ერთი თვე.
ყინულის სკულპტურის აკეთებენ შენობების, ძეგლების, ცხოველების, ადამიანების და მითიური არსებების მსგავსად. განათებებისთვის იყენებენ ლაზერებს და ფარნებს, მათი საშუალებებით იქმნება მანათობელი ვარიაციები, რომლებიც ღამით წარმოუდგენლად ლამაზები არიან.
570eaace30be
ფესტივალი Burning Man
არტ-ფესტივალი Burning Man-ი ტარდება შტატ ნევადის უდაბნოში აგვისტოს ბოლო კვირაში. თავისი სახელწოდება ფესტივალმა მიიღო უზარმაზარი ხის ადამიანის დაწვის ტრადიციის გამო. აქ ყველაფერი შესაძლებელია, აქ არის მუსიკის, ცეკვების, სიგიჟის და ექსტავაგანტულობის ნაზავი, ყველაზე ლამაზი არტ-ობიექტების უთვალავი რაოდენობა და ნათელი იდეები.
მთავარი Burning Man-ზე არიან ფანტასტიკური სკულპტურები, რომლებიც გამოაქვთ ფესტივალის დაწყების წინ ტერიტორიაზე. ხელოვნების ყველა ნიმუშებს წვავენ შიშველი ადამიანების მარშის დროს, ტარდება ცნობილი დი-ჯეიების და მუსიკოსების კონცერტები.
ფესტივალის დროს ტერიტორიაზე აკრძალულია ფულის თხოვნა და ტრანსპორტით გადაადგილება. ფესტივალის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე არაფერი არ უნდა დარჩეს, რაც ფესტივალის არსებობას მიანიშნებს.
178b2ee81ee8
დივალის ცეცხლების დღესასწაული ინდოეთში
დივალი არის ცეცხლის ფესტივალი, რომელიც აღინიშნება ინდოეთში ოქტომბერ-ნოემბერში და სიმბოლიზებს სინათლის გამაჯვებას სიბნელეზე, სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე.
დივალი ეძღვნება სიმდიდრის ქალღმერთს. ხალხი სახლებს ალაგებს, ანთებენ ცეცხლს, რადგან ქალღმერთს არ უყვარს სიბნელე, მიმართავენ ქალღმერთს ლოცვით, მიაქვთ მისთვის რძე, რომელშიც ჩაყრილია მონეტები, ხოლო ღამით კარებებს და ფანჯრებს ტოვებენ ღიათ, რომ ქალღმერთმა მარტივად შემოაღწიოს სახლში.
c68bd4cd8142
მოცურავე ლამპრების ფესტივალი ჰავაიზე
ყოველ წელს ჰავაიზე ტარდება მოხსენიების დღე. ამ დღეს მაცხოვრებლები და ტურისტები მოდიან ოკეანის ნაპიზე, რომ ნახონ ათასობით მოცურავე ლამპარი და გაუშვან თავიანთი.
ოკეანეში გაშვებულ ლამპრებს თან ატანენ ლოცვებს დაღუპულებისა და ცოცხლების შესახებ, ასევე კონფლიქტების, დაავადებების და იმედოვნებენ, რომ მსოფლიოში იქნება ბედნიერება.
60680e5ef271
ყვავილების ფესტივალი ტაილანდში
წელწადში ერთხელ პროვინციალური ჩიანგმაი გარდაისახება. ტურისტების ურდოებს სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ კაცების, ქალების, ბავშვების და მუსიკოსების მარშში.
დღესასწაული იწყება თებერვლის პირველ პარასკევს და გრძელდება სამი დღე. ამ სამი დღის განმავლობაში იმდენი ყვავილი გროვდება, რომ გებადება კითხვა საიდან გაჩნდა ამდენი ყვავილი ერთად. გოგონები იცმევენ ამ მოვლენისთვის ეგზოტიკურ ეროვნულ კოსტუმებს, ხოლო ფესტივალის ბოლოს მათ შორის ყველაზე ლამაზი ხდება ყვავილების დედოფალი.
0ad7ce584b68
ცის ლამპრების ფესტივალი ტაილანდში
დღესასწაულს საფუვლად უდევს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ლამპარის გაშვების შემთხვევაში ადამიანი განიწმენდს სულს, გააძლიერებს ოჯახის გენებს ან აანთებს სიყვარულის ჩამქრალ გრძნობას.
ცეცხლი სიმბოლიზირებს განწმენადს, ხოლო ლამპარის გაფრენა კი – უმაღლესისკენ სწრაფვას. ამიტომაც ითვლება, რომ ლამპართან ერთად ცაში მიფრინავენ პრობლემები და საზრუნავები, ხოლო ადამიანებს რჩებათ მხოლოდ სინათლე და კეთილი გრძნობები.
e1524b19f1be
კინოსა და მუსიკის დამოუკიდებელი ფესტივალი Boomtown
კინოსა და მუსიკის ფესტივალი Boomtown-ი ტარდება ტექსასის სამხრეთ-აღმოსავლეთით და არჩევენ საუკეთესო დამოუკიდებელ ფილმებს. ხალხს ფესტივალზე შეუძლიათ განიხილონ იდეები და ა.შ.
ფესტივალი ცნობილია შესანიშნავი DJ სცენებით, რომლებიც ყოველ წელს სხვადასხვანაირები არიან.
db5bfe189f79
თოვლის ფესტივალი საპოროში
1950 წელს ერთ-ერთი სკოლის უფროსკლასელებმა საპოროში დააყენეს ცხოველების თოვლის ექვსი ფიგურა. ამ ქმედებამ გამვლელებზე ისეთი შთაბეჭდიელება მოახდინა, რომ ახლა უკვე ყოველწელს აღინიშნება თოვლისა და ყინულის ფესტივალი.
თავდაპირველად დღესასწაული ცნობილი იყო იაპონიაში, მაგრამ მე-11 ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ საპოროში ფესტივალმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

მსგავსი ამბები

Back to top button