ინდოეთის ქალაქ ახმადაბადში არის დაწესებულება, რომელსაც ადგილობრივები “ბედნიერ” რესტორანს უწოდებენ.
საქმე ისაა, რომ ეს რესტორანი აშენებულია ძველი სასაფლაოს ადგილას და მეპატრონემ გადაწყვიტა, გარდაცვლილი წინაპრების საპატივცემულოდ, მათი საფლავები დაეტოვებინა და უბრალოდ შემოესაზღვრა მწვანე ღობით.
აღსანიშნავია, რომ კლიენტებს ეს ფაქტი სულაც არ ეჩვენებათ უცნაურად და პირიქით ხშირად სტუმრობენ კიდეც ამ რესტორანს.