არქივი

გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ცხოველები

image

გლობალური დათბობა და “უპრაგონოდ” ნადირობის შედეგად ძალიან ბევრ ცხოველს გადაშენების საფრთხე ემუქრება.

 

მსოფლიოში დარჩენილია მხოლოდ 4 თეთრი მარტორქა

 

image

 

ამ მარტორქებს იცავს შეიარაღებული დაცვა

 

image

 

ფოტოში ნაჩვენები მარტორქა კენიის ველურ პარკში ცხოვრობს. მარტორქა ყველა ფოტოში შეირაღებულ დაცვასთან ერთად ჩანს.

 

image

 

მარტორქებს 24 საათის განმავლობაში შეიარაღებული დაცვა იცავს, პარკში სულ 2 მარტორქა ცხოვრობს, მათი სიგრძე 4, 5 მეტრია. გადამეტებული ნადირობის შედეგად მთელ დედამიწაზე დარჩენილია მხოლოდ 4 თეთრი ჯიშის მარტორქა, აქედან 2 არის კენიაში.

 

image

 

66 წლის შემდეგ ავღანეთში დაფიქსირდა ბასრკბილებიანი ირემი.

 

image

 

ქაშმირის მუშკის სახელად ცნობილი ირემი გადაშენების პირასაა. ცხოველი ბინადრობს აზიის კონტინენტზე.

 

image

 

ქაშმირის მუშკის ირემი თავის ბასრი და მახვილი კბილებით მტერს აშინებს! მისი კბილების გამო მას ვამპირის ირემსაც ეძახიან.

 

image

 

ამ ირმის მუშკით ამზადებენ პარფიუმერიას და მედიკამენტებს. ამ ირმის ჯიშის ტყავის 1 კილოგრამი 45 000 დოლარად იყიდება, თუ გავითვალისწინებთ, იმას რომ ოქროს 1 კგ 37 000 დოლარია, მაშინ მივხვდებით თუ რამდენად ძვირფასია ამ ცხოველის ტყავი და რატომ არის იგი გადაშენების პირას.

 

image

 

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები რათქმაუნდა დედამიწაზე დარჩენილი იშვიათი ცხოველებია. მეცნიერების ცნობით არასწორი ნადირობის და გლობალური დათბობის შედეგად, თუ უფრო მეტი ყურადღება არ მიექცევა ცხოველებს, მათი 30 % გადაშენდება. ვნახოთ იმ 10 ცხოველის ჯიში, რომელსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება.

 

image

 

1. იავანის მარტორქა

 

image

 

დარჩენილია დაახლოებით 60 იავანის მარტორქა, ბინადრობენ ინდონეზიასა და ვიეტნამში. სტატუსი: ეს მარტორქები მსოფლიოში შემორჩენილი ერთ-ერთი უიშვიათესი ძუძუმწოვრების ჯიშისაა. უკანონოდ მონადირეებისთვის მარტორქის რქა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხოლო ადგილობრივები ჩეხავენ ტყეებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ ცხოველის ჯიშს გადაშენების საფრთხე ემუქრება!

 

2. ვაქვიტა (მექსიკის დელფინი)

 

image

 

დარჩენილია მხოლოდ 200-300 ვაქვიტას დელფინი. ბინადრობენ კალიფორნიის შტატში. სტატუსი: ეს ძუძუმწოვარი ერთ-ერთი უიშვიათესია ვეშაპისებრთა სამყაროში. მათი გადაშენების საფრთხეს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ისინი მოთევზავეების მიერ ზღვაში ან ოკეანეში ჩაგდებულ ბადეს ძალიან სწრაფად ეგებიან.

 

3. შავფეხა თხუნელა

 

image

 

დარჩენილია მხოლოდ 1000- მდე შავფეხა თხუნელა. ისინი ბინდარობენ ჩრდილოეთ ამერიკაში. სტატუსი: ჩრდილოეთ ამერიკის ერთადერთი თხუნელის ჯიშია, რომელიც არსად არ არის გავრცელებული. 1986 წელს როგორც ცნობილია იყო მხოლოდ 18. თუ შევადარებთ დღევანდელ შედეგს, მივხვდბით რომ საკმაოდ მომატებულია ამ ძუძუმწოვრის ჯიში დღესდღეობით.

 

4. ბორნეოს ჯუჯა სპილო

 

image

 

დარჩენილია დაახლოებით 1500 ბორნეოს ჯუჯა სპილო. ისინი ბინადრობენ ჩრდილოეთ ბორნეოში. სტატუსი: ამ სპილოების სიმაღლე აზიურ სპილოებთან შედარებით დაბალია. სპილოები ასევე სხვა სპილოებთან შედარებით უფრო ჭკვიანები არიან.

 

5. კროს რივერის გორილა

 

image

 

დარჩენილია 300-ზე ნაკლები კროს რივერის გორილა. ისინი ბინადრობენ ნიგერიასა და კამერუნში.  სტატუსი: 80-იან წლებში გორილის ამ ჯიშს გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა. ამ გორილას ჯიშს აქვს ძალიან გემრიელი და ჭარბი ხორცი, ამის გამო მასზე მიმდინარეობს ძალიან ბევრი უკანონო ნადირობა, რაც განაპირობებს იმას, რომ გორილას გადაშენების საფრთხე ემუქრება უახლოეს მომავალში.

 

6. სუმატრას ვეფხვი

 

image

 

დარჩენილია 600-ზე ნაკლები სუმატრას ვეფხვი. ისინი ბინადროებენ ინდონეზიაში მდებარე კუნძულ სუმატრაში. სტატუსი: მილიონებით წელია რაც ეს ვეფხვები სუმატრას კუნძულზე ბინადრობენ. ამ ფაქტიდან გამომდინარე ადამიანები კუნძულზე ვეფხვების მოსანადირებლათ რჩებიან. კუნძულის ტყეებში დარჩენილია 100-მდე სუმატრას ვეფხვი, ხოლო დანარჩენი ზოოპარკებსა და ველური ცხოველების თავშესაფარში არის გადაყვანილი.

 

7. ოქროს-თავიანი ლანგურის მაიმუნი

 

image

 

დარჩენილია 70-ზე ნაკლები ჯიშის ლანგურის მაიმუნი. ისინი ბინადრობენ ვიეტნამში. სტატუსი: ამ მაიმუნის ჯიშს 10 წელია იცავენ, მაგრამ ვერაფრით ვერ გამრავლდა. ჯიშმა ყველაზე მეტად მოიმატა 2003 წელს, მის შემდეგ მომატება არ დაფიქსირებულა.

 

8. პანდა

 

image

 

დარჩენილია 2000-ზე ნაკლები პანდა. ისინი ბინადრობენ ვიეტნამში, ჩინეთსა და ბურმაში. სტატუსი: პანდების გადაშენებას განაპირობებს ტყეების დაჩეხვა და გლობალური დათბობა, შემორჩენილია ძალიან ცოტა პანდა რომლებსაც ინახავენ დახურულ გარემოში.

 

9. პოლარული დათვი

 

image

 

დარჩენილია 25 000-ზე ნაკლები პოლარული დათვი. ისინი ბინადრობენ პოლარულ მხარეებზე, როგორიცა გრენლანდია, ანტარქტიდა და ა.შ სტატუსი: პოლარული დათვებიც დაემატა იმ ცხოველთა სიას, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. მათ გადაშენებას განაპირობებს გლობალური დათბობა.

 

10. მეკონგის კატა-თევზი

 

image

 

დარჩენილია მხოლოდ 100-ბით მეკონგის კატა-თევზი. ისინი ბინადრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მეკონგის რეგიონში. სტატუსი: დაახლოებით 234 კილოგრამიანი თევზი, უიშვიათესი ჯიშის თევზია. გამოირჩევა გემრიელი ხორცით. თევზის ჯიშს იცავენ ლაოსში, კამბოჯაში და ტაილანდში.

 

წყარო : intermedia.ge

 

იხილეთ ასევე
Close
Back to top button