ახალი ამბებისურათებიუცნაური

ძლიერი სეტყვა ჰონგ-კონგში

30 მარტს მეტეოროლოგიურმა სადგურმა ჰონგ კონგის მოსახლეობა მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და სეტყვის შესახებ გააფრთხილა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის გაფრთხილება 2010 წლის შემდეგ არ გავრცელებულა.

დილის 8 საათსა და 40 წუთზე გამოაცხადეს, რომ მოსალოდნელი იყო საათში 30 მმ ნალექის მოსვლა, რაც შეაფერხებდა გადაადგილებას ქალაქის ქუჩებში. აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით გადადეს 200-ზე მეტი ფრენა, ხოლო საერთოდ გააუქმეს 44.

ძლიერი წვიმა და სეტყვა ჰონგ კონგს საღამოს დაატყდა და მთელი ორი საათი გაგრძელდა.

გოლფის ბურთისხელა სეტყვამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი მნიშვნელოვნად დააზიანა – ჩაამსხვრია ყველა შუშა. წვიმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ნაგებობებიც კი დატბორა.

წყალმა დაფარა მეტროს ორი სადგურიც, ასევე რამდენიმე საცხოვრებელი რაიონი კოულუნის ნახევარკუნძულის მიდამოებში. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვებით, ზოგიერთ ადგილას წვიმის წვეთების ინტენსივობა 100 მილიმეტრი/ სთ-შიც კი აღწევდა. გარდა ამისა, მათ დათვალეს მეხის დაცემის რაოდენობაც და აღმოჩნდა, რომ ჰონგ კონგისა და კოულუნის მიდამოებში 482, ხოლო ჯამში 2 041 მეხის დაცემა დაფიქსირდა.

წვიმას თან ახლდა 100 კმ/სთ-ში სიჩქარის ძლიერი ქარიც, რომელმაც წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგაყვანილობები, ხოლო პორტში გადააბრუნა 20-მდე კონტეინერი.

რაც შეეხება დაშავებულებს, ამ პერიოდში სასწრაფო დახმარება შვიდმა ადამიანმა გამოიძახა, საიდანაც სერიოზულად დაზიანებული მხოლოდ ერთი იყო. პაციენტების ასაკი 1 წლიდან 64-წლამდე მერყეობდა.
სერიოზულად დაშავებული 29 წლის მამაკაცი გახლდათ და ის სასწრაფოდ გადაიიყვანეს პრინცესა მარგარეტის სახელობის საავადმყოფოში.

ვიდეო:

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Close
Close