TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური
ნუ ნადირობთ ველოსიპედისტებზე!!!
შეიძლება გგონიათ, რომ მხოლოდ საქართველოშია პრობლემა ველოსიპედისტებთან მიმართებაში, ეს ასე არაა.
ბრაზილიაში იგივე პრობლემა აქვთ და ველოსიპედისტებზე “ნადირობა” ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომლის შესახებაც სარეკლამო კამპანიაც გააკეთეს.
სააგენტო Heads Propaganda-ში “მონადირეების” შენახული ირმის ფიტულები ავტომობილის მძღოლების მიერ დაჯახებულ ველოსიპედებთან გააიგივეს და სარეკლამო პლაკატების სერია გააკეთეს.
კამპანია მძღოლებს მოუწოდებს “შეაჩერონ ნადირობა” და ველოსიპედისტების მიმართ აგრესიულად არ იყვნენ განწყობილნი.