გართობაკულტურაუცნაური

45 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში

image

იაპონელი მამაკაცი, რომელმაც სიკვდილმისჯილთა საკანში 45 წელი გაატარა, გაათავისუფლეს მისი საქმის ხელახლა გადახედვის შემდეგ, რამაც მისი დანაშაულებრივი ქმედება ეჭვქვეშ დააყენა.

 

ივაო ჰაკამადას 1968 წელს ჩამოხრჩობა მიესაჯა კომპანიის პრეზიდენტის, მისი ცოლის და ორი შვილის მკვლელობის, აგრეთვე ძარცვის და ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

იაპონელი, რომელიც ახლა 78 წლისაა, პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც 45 წელი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში და ყოველდღე ელოდა განაჩენის სისრულეში მოყვანას.

ყოფილი პროფესიონალი მოკრივე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დნმ-ის ანალიზებმა აჩვენეს, რომ სისხლის კვალი ნივთებზე, რომლის მიხედვითაც მას დაუმტკიცდა ბრალეულობა, მას არ ეკუთვნოდა.

სავარაუდოდ, პოლიციამ უბრალოდ შეთითხნა მის წინააღმდეგ სამხილები, რათა ივაო ჰაკამადა ციხეში ჩაესვათ.

image

ჰაკამადამ თავი დამნაშავედ ცნო პოლიციის მიერ მისი 20-დღიანი დაკითხვის შემდეგ. მოგვიანებით, სასამართლოზე მან უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე და მოსამართლეს განუცხადა, რომ იძულებითი აღიარება პოლიციის მიერ მისი ცემის და წამების შემდეგ დაწერა.

პატიმარი ჯიუტად იმეორებდა, რომ ის უდანაშაულოა მთელი ორწლიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში.

რამოდენიმე ხნის წინ, დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, მთავარმა მოსამართლემ შეაჩერა სასიკვდილო განაჩენი და მოითხოვა საქმის ხელახლა გადახედვა.

“აუტანელი და უსამართლო იქნება მსჯავრდებულის ციხეში დატოვება. მისი უდანაშაულობა სავსებით ნათელია”-განაცხადა მან.

ციხეში გატარებული 48 წლის შემდეგ, ჰაკამადა, როგორც იქნა, გაათავისუფლეს. ციხიდან ის გამოვიდა თავისი დის თანხმებით, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გვერდით ედგა მას წლების განმავლობაში და არასოდეს შეჰპარვიათ ეჭვი მისი ძმის უდანაშაულობაში.

image

სამწუხაროდ, ივაის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა სერიოზულად დაზარალდა იზოლიაციის ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 45 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ივაი ჰაკამადა ცხოვრობდა სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის შიშის ქვეშ.

image

იაპონიაში სიკვდილმისჯილებმა არასოდეს არ იციან, როდის მოიყვანენ განაჩენს სისრულეში; ძირითადად ეს ხდება განაჩენის გამოტანიდან 7-წლიანი პერიოდის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე ბრალდებულების უმეტესი ნაწილი სიკვდილის მოლოდინის შიშით ჭკუიდან იშლება.

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button