გასართობიკრეატივისურათები

ყველაზე შთამბეჭდავი სავაჭრო ცენტრები


ამ ნაკრებში თავმოყრილია მსოფლიოს 12 საუკეთესო სავაჭრო ცენტრები: რესტორნები, მაღაზიები, სასტუმროები, აკვაპარკები – ყველანაირი კომფორტია შექმნილი მოზარდებისათვის და ბავშვებისათვის.
დაათვალიერეთ და ნახეთ ვიდოები:

1. „Mall of the Emirates“ – მოლი, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
სავაჭრო ცენტრი, ფართობით 223 ათასი კვ.მეტრი გთავაზობთ მომსახურეობის სრულ სფეროს საყიდლების, დასვენებისა და გართობისათვის. სავაჭრო ცენტრი მოიცავს 450 მაღაზიას, ასევე გთავაზობთ გართობის სრულ მომსახურეობას, რომელშიც შედის „Ski Dubai“ (პირველი დახურული სათხილამურო ცენტრი ახლო აღმოსავლეთში), Magic Planet – (უდიდესი დახურული გასართობი ცენტრი მთელი ოჯახისათვის), კინოთეატრი „Cinestar“ 14 დარბაზით და თეატრი „Arts and Theatre“, რომელიც გათვლილია 550 ადამიანზე.
ეს უჩვეულო ცენტრი მოიცავს ორ სასტუმროს, რომელთა შორისაა 5-ვარსვლავიანი „Kempinsk“, რომელშიც განთავსებულია 900 ნომერი თავისი ლუქსებით, ასევე უამრავი ლიცენზირებული რესტორნები, ჩოგბურთის მოედნები, საცურაო აუზები და სპა სალონებს.
ნახეთ ვიდეო: ( „Ski Dubai“ (პირველი დახურული სათხილამურო ცენტრი )


2. „ Mall of America“ – მოლი (სავაჭრო ცენტრი), მინესოტა, ამერიკის შეერთებული შტატების შტატი.
მოლის (Mall) ფართობია 4200000 კვადრატული მეტრი საცალო გაყიდვისათვის.
სავაჭრო ცენტრში არის კინოთეატრი, თემატური პარკი „Nickelodeon“, აკვარიუმი, გოლფის მოედანი, ტრენაჟორებიც და თეატრის სცენა.
ნახეთ ვიდეო:


3. “ Grand Canal“ მაღაზიები , ლას ვეგასი, ამერიკის შეერთებული შტატები.
საერთო ფართობი – 46 ათასი კვადრატული მეტრი.
“ Grand Canal“ -მაღაზიები არის მაღალი მოდის ფლაგმანი და შეიცავს დიზაინერთა მრავალ ბუტიკს.


4. ტოკიოს „Midtown Mall“ (მოლი), ტოკიო, იაპონია
ზედა „კოშკები“ გირავდება მსხვილ კომპანიებზე, როგორიცაა Yahoo, Fuji Xerox, კლინიკა – John Hopkins Hospital და სატუმრო „Ritz Carlton.“


5. „Wafi Mall“ – მოლი დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
მოლი -„Wafi City“ მოიცავს 350 მაღაზიაზე მეტს, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებლებს მსოფლიოში ყველაზე ორიგინალურ, ძვირფასს და ცნობილ ბრენდებს და რომლებიც შესაძლებელია მხოლოდ აქ ნახოთ…
ნახეთ ვიდეო:

ნახეთ „Wafi Mall“ დუბაიში:


6. მოლი – „West Edmonton Mall“, ალბერტა, კანადა.
ალბერტა (Alberta) პროვინციაა კანადის დასავლეთში, ხოლო სახელი ეწოდა დედოფალ ვიქტორიას ვაჟის მიხედვით.
სავაჭრო ცენტრს აქვს ერთ-ერთი უმსხვილესი აკვაპარკი მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზით. „West Edmonton“ – მოლი ითვლის 830 მაღაზიას და პარკინგს (ავტოსადგომს) 20 ათასი მანქანისათვის.
სავაჭრო ცენტრს გააჩნია თემატური ადგილ-ზონები: Bourbon Street (კლუბების და რესტორნების ქუჩა ახალ ორლეანში), European Boulevard (ევროპის ბულვარი) და Chinatown (ჩინეთის ქალაქი). სავაჭრო ცენტრში არის თემატური პარკი, სახელწოდებით „Galaxyland“. პარკი განთქმულია თავისი მრავალრიცხოვანი ატრაქციონებით, რომელთა შორისაც არის ატრაქციონი – „ამერიკული მთები“. გარდა ამისა, პარკში არის (შიდა, დახურული) ტბა, სადაც ბინადრობს ოთხი ზღვის ლომი.
ასევე, მიმდებარე ტერირორიაზე მდებარეობს 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო, საბავშვო ზოოპარკი, საბავშვო თეატრები, კინო თეატრები, ოთხი რადიოსადგური და სამლოცველო.


7. Dubai Mall – მოლი (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები).
Dubai Mall – არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, რომლის ფართობი შეადგენს 12.1 მლნ. კვ ფუტს ( ფუტი= 30,5 სანტიმეტრი)
სავაჭრო ცენტრში განთავსებულია 1,200 მაღაზია და აკვარიუმი, რომელიც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი აკრილის პანელი მსოფლიოში. Dubai Mall- ში არის საციგურაო მოედანი, ელიტარული სასტ უმრო 250 ლუქს-ნომრით, 22 კინოთეატრი, ასევე 120 რესტორანი და კაფე. სავაჭრო ცენტრს აქვს უნიკალური კონცეფცია „სავაჭრო ცენტრი – მოლის შიგნით“ თემატური ფართით შოპინგისათვის, როგორიცაა „ოქროს ბაზრობა“, მოდის კუნძული და პატარა ტყე – იშვიათი ხის ჯიშებით…
Dubai Mall – მოლი ცნობილი სავაჭრო ცენტრია, რომელსაც ყოველდღიურად 500 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. ამ მოლში ძირითადად ფუფუნების საგნების მოყვარულები დადიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ძვიურადღირებული ნივთები იყიდება, მყიდველის ნაკლებობას არავინ უჩივის. ამ სავაჭრო ცენტრში სტუმრობა სასურველია, რადგან ის დამსახურებულად ატარებს ყველაზე სახელგანთქმული სავაჭრო ქსელის ტიტულს მთელ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.


8. „Beijing Mall“ -პეკინი , ჩინეთი.
ეს სავაჭრო ცენტრი შედის მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილ საჭრო ცენტრებში ფართით 3,4 მილიონი კვადრატული ფუტი.


9. „Istanbul Cevahir“ -მოლი, სტამბული, თურქეთი
„Istanbul Cevahir“ ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია ევროპაში, რომელიც განათავსებულია სტამბულში და მოიცავს 340 მაღაზიას, 50 რესტორანს, 12 კინო-თეატრს, მათ შორისაა კერძო თეატრიც, ბოულინგის დარბაზს, „rollerdrom“-ის დარბაზს (გორგოლაჭებიანი ციგურები). „ Istanbul Cevahir“ -მოლი იკავებს მსოფლიოში მე-5 ადგილს ფართობის სიდიდის მიხედვით , მისი საერთო ფართობია 3, 47 მილიონი კვადრატული მეტრი.


10. “ Westfield London Shopping Centre“ – ვესტფილდ -ლონდონის სავაჭრო ცენტრი , (ლონდონი, ინგლისი).
ლონდონის სავჭრო ცენტრი ცნობილია თავისი ფართობის ზომით: იგი შეადგენს 150 ათას კვადრატულ მეტრს, რომელიც უდრის დაახლოებით 30 საფეხბურთო მოედანს…

ასევე ლონდონში არის ყველაზე დიდი და ცნობილი სავაჭრო ცენტრი-„ Harrods“, რომელსაც ყოველდღიურად 300 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.
1824 წელს Harrods 25 წლის ჩარლზ ჰენრი ჰეროდმა დააარსა. თუმცა თავიდან ეს მხოლოდ პატარა სასურსათო დახლი იყო. 1849 წელს კი ჰეროდმა ბრომფთონ-როუდზე პატარა მაღაზია შეისყიდა, სადაც სულ ორი გამყიდველი მუშაობდა, 1880 წლისთვის ჰეროდის შვილმა ჩარლზ დიგბი ჰეროდმა ეს პატარა სავაჭრო ცენტრი უზარმაზარ უნივერსალურ მაღაზიად გადააქცია, რომელშიც 100 ადამიანი მუშაობდა.
დიდ ბრიტანეთში პირველი ესკალატორიც ჰეროდსის მაღაზიაში გაიხსნა.
Harrods-ის შენობა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა, თუმცა 1903 წელს Harrods-ის ახალი სავაჭრო ცენტრი ამოქმედდა. მომხმარებელთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო – ოსკარ უაილდი, ჩარლი ჩაპლინი, ლოურენს ოლივიე, ვივიენ ლი, ზიგმუნდ ფრეიდი, ალექსანდერ მილნი და სხვ. ასევე სამეფო ოჯახის წევრები.


Harrods ლონდონის ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად მიიჩნევა და ის ერთ-ერთია ქალაქის სამ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას შორის ბიგ ბენისა და პარლამენტის შენობის შემდეგ. სავაჭრო ცენტრის შენობა განსაკუთრებით ლამაზია ღამით, როცა მის ფასადზე 11500 ნათურა ინთება.
მოლის ქსელში ოფიციალური დრეს-კოდია დაწესებული. მასში გამორიცხულია მოუვლელი, გამომწვევი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით ან ნებისმიერი ტიპის უნიფორმით შესვლა.
აქ არის ყველაფერი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სპორტული ინვენტარი, აქსესუარები შინაური ცხოველებისთვის, სათამაშოები, კოსმეტიკა, მედიკამენტები, საკანცელარიო საქონელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სასურსათო სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და სხვ. აქვეა სილამაზის სალონი Hair and Beauty, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სალონად მიიჩნევა …
…. ერთი სიტყვით, Harrods არის ცენტრი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებსა და მათ პროდუქციას აერთიანებს: ქალის ტანსაცმელი Escada-სგან, Nina Ricci-სგან, Stella McCartney-სგან; მამაკაცის ტანსაცმელი Diesel-ისგან, Gant-ისა და Junk de Luxe-სგან; აქსესუარები ფირმებისგან Mulberry, Tory Burch და მრავალი სხვა.
თუ გაქვთ დასახარჯი თანხა, ეწვიეთ სავაჭრო ცენტრს „Harrods“ !


11. “ King of Prussia“ – მოლი, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები.
ამ სავაჭრო ცენტრს აქვს მსოფლიოს დონის 7 უნივერსამი, 400 მაღაზიაზე მეტი, ბუტიკები და რესტორნები.


12. “ Zlote Tarasy“ -მოლი, ვარშავა, პოლონეთი
Złote Tarasy – თარგმანში ნიშნავს ოქროს ტერასებს, რომელიც წარმოადგენს ოფის-გასართობ ცენტრს ვარშავაში.

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close