რუმინეთში, ბუქარესტთან ახლოს არის მსოფლიოს ერთერთი მდიდარი ქალაქი – ბოშური ქალაქი ბუზესკუ. ქალაქში არის დაახლოებით 800 სახლი. მათი ღირებულება მერყეობს 2-დან 30 მილიონ დოლარამდე. ეს არის ბევერლი ჰილსი № 2 – მილიონერ ბოშათა დედაქალაქი.
რუმინელი ბოშების “მეფე” ფლორიან ჩიოაბას (ეს ტიტული მას მემკვიდრეობით გადმოეცა მამისაგან) შემოსავალი 50-დან -80 მილიონ ევრომდეა წელიწადში. მის კლანს – კოლდაშს მიეკუთვნება დაახლოებით 300 ოჯახი და ყოველი მათგანი მფლობელია სახლის, რომელთა ღირებულება მინიმუმ 3 მილიონი ევროა.
მეფის და მისი კლანის საერთო წლიური შემოსავალი შეადგენს 300-400 მილიონ ევროს. ის იკრიბება რიგითი ბოშების მიერ “ობშიაკში” შეტანებით ( 5-10% მათ შორის კრიმინალური და ნახევრადკრიმინალური შემოსავლებია). ბოშების ძირითად საქმიანობას შეადგენს სიგარეტების კონტრაბანდა რუმინეთიდან დასავლეთ ევროპაში, სასტუმროების ბიზნესი და და ვაჭრობა.
მსგავსი სურათია ბოშური “ელიტის” გარემოში ევროპის სხვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ღარიბ მოლდავეთშიც კი ბოშათა “ბარონს” არტურ ჩერარს და მის კლანს გააჩნიათ 20-40 მილიონი ევრო წელიწადში. ხოლო კოსოვოში “ბარონ” ნეჯმედინ ნეზირის კლანს აქვს 100 მილიონამდე ევროს შემოსავალი წელიწადში (კოსოვოელი ბოშები საქმიანობენ ძირითადად გერმანიასა და ავსტრიაში).
ბოშები განზრახ ახდენენ თავისი ზღაპრული ცხოვრების დემონსტრირებს, ლამის ცურავენ ოქროში (რუმინელ ბოშათა “მეფის” – ფლორიანა ჩიოაბას სახლის შიდა მოპირკეთებაზე წავიდა 55 კილომდე ოქრო). ამ უზარმაზარი შემოსავლებიდან დაბალ ფენას ხვდება რაღაც კაპიკები, ისიც რაიმე ჭუჭყიანი საქმისთვის. “ელიტის” მდიდრული ცხოვრება არ იწვევს პროტესტს მათზე დაქვემდებარებულ უბრალო ხალხში და გულში ისინი ოცნებობენ იმაზე რომ ოდესმე ისინიც გახდებიან ოქროს უნიტაზების მფლობელებიც.
აღმოსავლეთ ევროპის მილიონერი ბოშები – ეს არის იდეალური მაგალითი ლიბერტარიანელებისათვის. მათ ყველაფერს მიაღწიეს თავად სახელმწიფოს დახმარების გარეშე. გადასახადებს არ იხდიან, სამაგიეროდ არც არაფერს ითხოვენ მთავრობისაგან. ცხოვრობენ სრული თავისუფლებით.
ჟურნალ National Geographic-ის ოქტომბრის ნომერში აღწერიალია მილიონერი ბოშების, მათი მსოფლიო დედაქალაქის – რუმინული ქალაქის ბუზესკუს შესახებ. ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს ბუქარესტის ჩრდილო-დასავლეთით, 80 კილომეტრში. მისი მოსახლეობა შეადგენს 5000 ადამიანს. ბუზესკუში დგას დაახლოებით 800 სახლი. თითოეულის ღირებულება მერყეობს 2-დან 30 მილიონ დოლარს შორის. მილიონერი ბოშების ამ უძრავი ქონების ღირებულება მთლიანობაში შეადგენს 4 მილიარდ დოლარს.
ბოშები არ იხდიან არანაერ გადასახადებს და ფორმალურად ითვლებიან უმუშევრებად ან ფირმის მფლობელებად ნულოვანი ბალანსით. თუმცა არის ერთი გამონაკლისი – მათი ვილები ითვლება დაუმთავრებლად და ამიტომაც იხდიან მინიმალურ ქონების გადასახადს , დაახლოებით 200-300 ევროს წელიწადში.
ერთერთი ასეთი მდიდარი ბოშა გვარად პარაჩივი ყვება, თუ როგორ გახდა მდიდარი. 1989 წელს რუმინეთში კაპიტალიზმის შემოსვლის შემდეგ, მოხერხებული ბოშების ძირითადი საქმიანობა გახდა შავი და ფერადი მეტალის დაგროვება . «სულელი უნდა ყოფილიყავი, რომ 1989 წლის რევოლუციის შემდეგ არ აგეშენებინა 5 ვილა!», – ამბობს ერთერთი მილიონერი ბოშა სახელად ნიკოლაი მარინი.
ხოლო შემდგომ დაგროვებული კაპიტალით ბოშებმა დაიწყეს სხვა ბიზნესიც, მაგალითად ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში სიგარეტის კონტრაბანდა.
ფულს ბოშები შოულობენ საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში და ამ კაპიტალს დებენ თავიანთ მშობლიურ რუმინეთში.
ბეზუსკოს მილიონერი ბოშები მუშაობენ ასეთი მეთოდით: 3-4 თვე დასავლეთ ევროპაში, ხოლო შემდგომ 1-2 კვირა სახლში (ან იძულებითი დაბრუნება რაიმე შემთხვევაზე- ქორწილი, დასაფლავება და ა. შ. ) ამიტომაც მათი სახლები ქალაქში სავსეა ბავშვებით, მოხუცებით და ქალებით.
საინტერესოა კიდევ ერთი რამ, მდიდრების ნათესავების უმრავლესობა თავისი ტრადიციული საქმიანობის ერთგული რჩება. ბევრი მათგანი სასახლის უკანა ეზოში უვლიან ღორებს, შინაურ ფრინველებს, ცხენებს, ქალები კერავენ, მოხეცები ჭედავენ ჭურჭელს.