გასართობისაკითხავისურათები

საინტერესო ფაქტები სათამაშოების შესახებ

რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?! იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!

კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 5-6 წლისა უნდა იყოს ბიჭუნა, რომ მან დამოუკიდებლად აირჩიოს სათამაშო, გოგონები ამას 3 წლის ასაკში ახერხებენ. გარდა ამისა, ყველა ბავშვის გემოვნება ერთმანეთს სულაც არ ემთხვევა: როგორც აღმოჩნდა, ათიდან ერთი ბავშვი ოცნებობს სამაგიდო თამაშზე, ორი – ტექნიკურ სათამაშოზე, ამდენივე – რბილზე, სამს კი სულაც ვიდეოთამაშები ურჩევნია; აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, მხოლოდ თორმეტ წელს ზემოთ ბავშვები გამოხატავენ მადლიერებას საჩუქრის მიღებისას.

დღესდღეისობით, მსოფლიოში გაყიდული სათამაშოების 70% ჩინეთშია დამზადებული, 20% ევროპაში და მხოლოდ 10 % – ამერიკაში. სათამაშოების მსოფლიო ბაზარი კი ჯამში 90 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ყველაზე ცნობილ სათამაშოებზე:

1.დათუნია „ტედი“

დათუნია „ტედის“ მთელი მსოფლიო იცნობს. იგი შეიქმნა აშშ-ს პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის საპატივცემულოდ, როდესაც მან ვერ შეძლო დაჭრილი დათვის მოკვლა. ამ სიმპათიურ დათუჩას დიდ ბრიტანეთში 25, გერმანიაში 6 და ბელგიაში 4 მუზეუმი მიუძღვნეს.

2.ბარბი

ბარბის სახელი ეწოდა შემქმნელის, რუთ ჰანდლერის ქალიშვილის საპატივცემულოდ, კენი კი მისი ვაჟიშვილის სახელია. ბარბის სრული სახელია ბარბარა მილისენტ რობერტსი. აღსანიშნავია, რომ გოგონებში განსაკუთრებით გრძელთმიანი ბარბები სარგებლობენ უპირატესობით.

3.მონოპოლი

სამაგიდო თამაში “მონოპოლი” 1932 წელს, დიდი დეპრესიის პერიოდში, უმუშევარმა, პროფესიით გაყიდვების აგენტმა, ჩარლზ დაროუმ შექმნა. ყოველწლიურად 2 მილიონი მონოპოლის სათამაშო იყიდება. საინტერესოა, რომ მონოპოლის ყველაზე ხანგრძლივი თამაში 1983 წელს, ბუფალოს მყვინთავების კლუბის წევრებს შორის გაიმართა და ჯამში 1080 საათი შეადგინა.

4.იო-იო

იო-იო მსოფლიოში მეორე ყველაზე ძველ სათამაშოდ ითვლება. მისით ჯერ კიდევ ძვ. წ. 500 წელს, საბერძნეთში ერთობოდნენ. მისი ამჟამინდელი სახელი – იო-იო, მოდის ფილიპინებიდან და ამ მიწის ენაზე ნიშნავს „მოდი, მოდის“. ფილიპინებში იგი შეიქმნა დაახ. მე-16 საუკუნეში და თავიდან გამოიყენებოდა როგორც საბრძოლო იარაღი.

5.პატარა მანქანები

1952 წელს, პატარა ანა ოდელს სკოლის მასწავლებელმა აუკრძალა ისეთი სათამაშოების ტარება, რომელიც ასანთის ყუთზე დიდი იყო. მამამისმა, რომელიც ინჟინერი გახლდათ, შვილს პატარა, ასანთის ყუთისხელა მანქანები გაუკეთა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პაწაწინა მანქანების სერიული წარმოება.

6.რუბიკ-კუბიკი

რუბიკ-კუბიკს 43 252 003 274 489 856 000 კომბინაცია აქვს და მათგან მხოლოდ ერთია სწორი. კაცობრიობის ისტორიაში უკვე 300 მილიონ კუბიკზე მეტია გაყიდული. ეს კუბიკები ერთმანეთის მიყოლებით რომ განვალაგოთ, ჩრდ. პოლუსიდან სამხ. პოლუსამდე მანძილს ეყოფა.

7.ლეგო

კომპანია „ლეგო“ ნაწილების ყველაზე დიდ მწარმოებლად შეიძლება ჩაითვალოს. ყოველწლიურად იგი 300 მილიონზე მეტ პატარა ნაწილს ამზადებს. აღსანიშნავია, რომ 6 ლეგოს ყუთისგან 120 მილიონი კომბინაციის შექმნაა შესაძლებელი. არსებობის მანძილზე კომპანიას 320 მილიარდი „აგური“ აქვს გამოშვებული.

ვიდეო: რუბიკის კუბიკის ყველაზე სწრაფი აწყობა

ვიდეო: ლეგოს ყველაზე დიდი კოშკი

loading...
თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close