გასართობისაკითხავიუცნაური

რამდენი დაჯდა ცნობილი ლოგოების გაკეთება?


ყველაზე ცნობილი ლოგოების ფასი ვარირებს ყველაზე ფართო დიაპაზონში: როდესაც ზოგიერთი მსოფლიო ბრენდი ხარჯავდნენ მილიონებს, რომ შეექმნათ ლოგოები, სხვები შემოიფარგლებოდნენ, მხოლოდ 15 დოლარს ხარჯავდნენ, ხოლო ზოგიერთი კი ცენტსაც კი არ ხარჯავდა, რომ საკულტო ლოგოტიპი შეექმნა. თქვენ გაკვირვებული იქნებით, როდესაც გაიგებთ, რომლებმა კომპანიებმა რამდენი დახარჯეს, რომ თავიანთი საკულტო ლოგოები შეექმნათ.

Google
დახარჯულია: 0 დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ Google-ს მრავალფეროვანმა დიზაინმა მრავალი წლის განმავლობაში განიცადა ცვლილებები, მისი ორიგინალი დიზაინი შეიქმნა 1998 წელს კომპანიის დამაარსებლის – სერგეი ბრინისა და უფასო გრაფიკული პროგრამის GIMP-ის მიერ. Google-ს ლოგოების სხვა პროტოტიპების შექმნით დაკავებული იყო სერგეი ბრინის და ლარი ფეიჯის საერთო მეგობარი – რუთ კედარი.

Coca-Cola
დახარჯულია: 0 დოლარი

Coca-Colas-ს ცნობილი ლოგოტიპი შექმნა კომპანიის თანადამაარსებელმა – ფრენკ რობინსონმა 1886 წელს. კომპანიის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით, რობინსონმა “შესთავაზა დასახელება Coca-Cola”, რადგან “ორი ასო C რეკლამაში კარგად გამოჩნდებოდა”. მას უნდოდა შეექმნა უნიკალური ლოგოტიპი, ამიტომ ატარებდა ექსპერიმენტებს, სანამ არ თვითონ არ შექმნა სპეციალური ხელწერითი შრიფტი სახელწოდებით Spencerian.

Twitter
დახარჯულია: 15 დოლარი

თავისი მსოფლიოში ცნობილი ლოგოტიპი ტვიტერის ჩიტის გამოსახულებით კომპანიამ შეისყიდა 15 დოლარათ ფოტობანკში. სურათის ავტორი არის საიმონ ოკსლი, ბრიტანელი მხატვარი, რომელიც ცხოვრობს იაპონიაში, ოკსლიმ მიიღო თავისი სამუშაოსთვის დაახლოებით 6 დოლარი. ამ მოვლენის შემდეგ ჩიტმა ცვლილებები განიცადა და მიიღო უფრო თანამედროვე იმიჯი.

Nike
დახარჯულია: 35 დოლარი

კომპანიის თანადამაარსებელმა – ფილ ნაითმა იყიდა ცნობილი ლოგო 1971 წელს კეროლინ დევიდსონისგან – სტუდენტისგან, რომელიც სწავლობდა გრაფიკულ დიზაინს. ნაითი, რომელიც კითხულობდა ლექციებს პორტლენდის უნივერსიტეტში, შემთხვევით მოისმინა გოგონას საუბარი, რომელიც ამბობდა, რომ არ გამოიტანდა მის მიერ ზეთის საღებავებით დახატულ სურათებს გალერეაში საჩვენებლად. ამიტომაც მან შესთავაზა გოგონას პატარა სამუშაო: საათში 2 დოლარათ დაეხატა გრაფიკები, დიაგრამები და საბოლოოდ შეექმნა ლოგო.

“მე ის არ მომწონს, მაგრამ ალბათ, დროთა განმავლობაში მომეწონება”, – თქვა ნაითმა, რადგან არ უნდოდა Nike-ის ლოგოტიპში 35 დოლარის გადახდა.

NeXT
დახარჯულია: 100 000 დოლარი

სტივ ჯობსის კომპანიისთვის, რომელიც მან დაარსა 1985 წელს Apple-დან წასვლის შემდეგ, ლოგოტიპი შექმნა პოლ რენდმა, რომელიც ცნობილია ფირმული ემბლემების შექმნით IBM-ისთვის, ABC-სთვის და სხვებისთვის.

2012 წლის ოლიმპიური თამაშები ლონდონში
დახარჯულია: 625 000 დოლარი

ლოგო შექმნილია სააგენტო Wolff Olins-ის მიერ 2007 წელს, ლოგო ბევრჯერ გააკრიტიკეს საკმაოდ დაუდევარი ფორმისთვის და თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ ორ ფიგურას, რომლებიც ასახავან ორალურ სექსს.

Pepsi
დახარჯულია: 1 000 000 დოლარი

ლოგო განახლებული იქნა სტუდია Arnell Group-ის მიერ 2008 წელს.

BBC
დახარჯულია: 1 800 000 დოლარი

არხმა BBC-მ გადაიკეთა საკუთარი ლოგო 1997 წელს, როდესაც გადავიდა დახრილი შრიფტიდან და კონტრასტული ფერებიდან ჩვეულებრივ შრიფტზე კვადრატებში.

BP (British Petroleum)
დახარჯულია: 211 000 000 დოლარი
2008 წელს კომპანია BP-მ თავისი ლოგოსთვის დახარჯა 211 მილიონი დოლარი. სარეკლამო სააგენტო Ogilvy & Mather მუშაობდა ლოგოს, სლოგანის და ფორმის შეცვლაზე, “რომ გამოესახათ კომპანია, რომელშიც შესაძლებელია ნდობა და რომელსაც შეასძლებელია ენდო”.

მაგრამ 2010 წელს ნავთობის დაღვრის შემდეგ მექსიკის ყურეში, British Petroleum-ს გაუჩნდა იმიჯთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

თეგები
Close
Close