არქივი

10 ლეგენდარული თამაში

5feedf367159
10 ლეგენდარული თამაში, რომლებმაც დასაბამი დაუდეს გეიმინგს მსოფლიოში.

5feedf367159
Donkey Kong
მართლაც, რომ საკულტო თამაში რომელიც გამოუშვა კომპანია Nintendo-მ და ეს თამაში იყო კომპანიისთვის პირველი. მფეთქავი კასრები, მაიმუნი, პრინცესა და გმირი სახელად ჯამფმენი, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა Mario-თ. თამაშის მიზანი მარტივია: უნდა ასცდეთ კასრებს, ახვიდეთ კიბეებზე და გადაარჩინოთ პრინცესა. ჩამთრევი სიუჟეტია არა? შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში სახელად KingofKong-ში ნაჩვენებია, თუ რაზე მიდიოდა ზოგიერთი რეკორდის მოსახსნელად.
7eba53561e16
Doom
Doom-მა გეიმინგს დაეხმარა, რომ განვითარებულიყო შუთერები პირველი პირიდან და ამაში ხელი შეუწყო თამაშს თამაშის საშინელმა მონსტრებმა. თამაშს გააჩნია იარაღების დაუვიწყარი არსენალი და ჩამთრევი სიუჟეტი. უამრავი ადამიანი მიაწყდა ამ თამაშს ონლაინში და ასევე ონლაინ თამაშების ერის დამწყებათ არის მიჩნეული Doom-ი. დღეს წამყვანი ონლაინ შუთერებია Battlefield და Call Of Duty, ისინი მადლობას უნდა უხდიდნენ Doom-ს.
da18884e8d75
GoldenEye 007
დღევანდელ თამაშებთან შედარებით გრაფიკა აშკარად არაფერია და ძველია, მაგრამ ონლაინში სათამაშოდ GoldenEye 007-ი მაინც გამოდგება. გეიმერთა უამრავი თაობა ჩაეშვა ამ თამაშის ონლაინ ტურნირებში, რომელიც იყო განსაზღვრული ოთხი კაცისთვის. ასევე კარგად ქაჩავდა ერთმომხარებლური გეიმპლეიც. თქვენ გიწევდით პარაშუტით გადმოხტომა, დაცვას შორის ჩუმად გაძვრომა და ერთი სიტყვით ნამდვილი ჯეიმს ბონდობა. ყველა მოიხიბლა თავის დროზე GoldenEye 007-ით.
9e2b3df34bf4
Grand Theft Auto III
Grand Theft Auto-ს პირველი 3D ნაწილი გამოვიდა 2001 წელს და მაშინვე მოახერხა სახელის მოხვეჭა. Grand Theft Auto III-ში არის ყველაფერი თავისუფალი და შეგიძლიათ წახვიდეთ ლიბერთი-სიტის ნებისმიერ წერტილში თავისუფლად, მაგრამ როგორც წესია მოპარული მანქანით. მიმზიდველი სიუჟეტის და კარგი მუსიკალური მიმდევრობის წყალობით ეს თამაში გახდა ნამდვილი საკულტო თამაში.
e313b9256a75
Pac-Man
ამ თამაშის სათამაშო ავტომატები ისე სწრაფად ყლაპავდნენ მონეტებს, როგორც პაქ-მენი ყლაპავდა წერტილებს. ამ თამაშმა შემქმნელებს მოუტანა 2,5 მილიონი დოლარი 90-იან წლებში, რაც არც ისე ცოტა იყო და არც დღესაა ცოტაა. მოჩვენებები, ბონუსები და Pac-Man-ის ხმა, ეს იყო 90-იანების ერთ-ერთი საუკეთესო რელიზი.
2454c4a8cec3
Sonic the Hedgehog
გმირი, რომელიც კომპანია Sega-მ დაუპირისპირა მარიოს იყო სონიკი, რომელიც ისევე მალე გახდა ცნობილი როგორც მისი მოწინააღმდეგე სანტექნიკოსი. ამ თამაშში ჩანდა, ნელ-ნელა თუ როგორ მაღლა მიიწევს გეიმინგი მსოფლიოში. თამაშის მიზანი არის წრეების შეგროვება და ბოროტი რობოტის დამარცხება. ხმის ეფექტებმა და საერთოდ სათამაშო პროცესებმა დროს გაუძლეს.
d3721ab95b97
Space Invaders
ეს არის ნამდვილი საკულტო თამაში, რადგან Space Invaders არის პირველი არკადული თამაში. თამაშის სიუჟეტის მიხედვით უნდა მოახერხოთ და შეაჩეროთ უცხოპლანეტელები და მათი ახალი ტალღები, არის ასევე დაცვითი ფარები, მაგრამ ეს ფარები დიდი ხნით ვერ ძლებენ.
237ca6574f2d
Super Mario Bros.
მარიო არის ყველა დროის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი. მისი პირველი ჩვენება მოხდა NES-ის გამოფენაზე. SuperMarioBros-მა განსაზღვრა თამაშების მიმართულება, რადგან მაშინ გეიმინგი ჯერ კიდევ ახალდაბადებული იყო და ჯერ იზრდებოდა. SuperMarioBros-მა გეიმერები მიიზიდა გრაფიკით, მიმზიდველი ხმით, შესანიშნავი სათამაშო პროცესით და დაიპყრო ყველა გეიმერის გული. დღეს მსოფლიოში არის გაყიდული Super Mario Bros.-ის 40 მილიონი კოპია.
65c91e387510
Tetris
თამაში-თავსატეხი გახდა ნამდვილი ფენომენი. Tetris ხელმისაწვდომია ყველადროის ყველა კომპიუტერულ პლათფორმაზე, Tetris-ი გამოვიდა კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებზე და თითქმის ყველაფერზე რაზეც შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო და გამოსულიყო. მის შთამომავლად ითვლება არა ნაკლებ ცნობილი თამაში სახელად Angry Birds-ი. ამ თამაშმა მიიზიდა, როგორც პატარები ასევე დიდებიც და განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის პირველად გამოვიდა კონსოლზე Gameboy.
922f9395fd46
Tomb Raider
ლარა კროფტი იყო 90-იანების ყველაზე ცნობილი ქალი. სინამდვილეში ლარა კროფტს არც არასოდეს არ უარსებია და ის ყველაფრით გამოგონებული პერსონაჟია, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მას, რომ გამოჩენილიყო ბევრი ცნობილი ჟურნალის მთავარ გვერდზე. ლარა კროფტის შესანიშნავი შესანიშნავი ნიჭების დემონსტრირებით პირველი ადგილი ერგო Tomb Raider-ს, რომლის პირველი ნაწილის reboot-იც შედგა 2013 წელს და აღმოჩნდა სერიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, Tomb Raider-ის გამოსვლა Xbox One-ზე PlayStation-ზე გამოსვლა იგეგმება 2014 წლის იანვარში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button